მე და ისმე - ვზივარ და ვფიქრობ.
ის - ზის და ფიქრობს - ოღონდ ჩემზე არა.
მე - ვოცნებობ.
ის - ოცნებობს - ოღონდ ჩემზე არა.
მე - ვიცი რომ მიყვარს და ვნანობ.
ის - არ იცის რომ მიყვარს.
მე - ამ გაგანია სიცხეში მინდა რომ კაშნე მქონდეს შემოხვეული, თავზე ბერეტი მეხუროს და ისე ვისეირნო.
ის - საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე.
მე - შორს ვარ მისგან.
ის - მან არ იცის რომ შორს ვარ. უფრო სწორედ არ იცის რომ ის მენატრება.
ჩვენი შეხვედრა ასე წარმომიდგენია - ორი ღამის უძილო ვარ, ნამგზავრი და გადაღლილი, ისე ჩამოვედი თბილისში კაციშვილმა არ იცის. მინდა რომ იმ დღეს წვიმდეს. მე ვდგავარ მის სახლთან და ველოდები როდის მოვა. მინდა რომ თეთრი ქოლგა ეჭიროს ხელში.
ჩემს დანახვაზე შეკრთება - მას ოკეანის გაღმა ვგონივარ.
გამარჯობას მეტყვის და მკითხავს როგორ ვარ.
მე კიდე ვეტყვი რომ მიყვარს, და რომ მისი გულისთვის ჩამოვედი და რომ აღარ მინდა უკან წასვლა.
შეკრთება ალბათ - არ ელის ამას ჩემგან.
მერე უხერხული სიჩუმეც ჩამოვარდება - რომლის დროსაც დოდის სიგარეტის მოწევა უყვარს.
მე მისი პასუხის მოლოდინში გულში ყველას და ყველაფერს შევეხვეწები რომ მანაც იგივე მითხრას.
ის შემხედავს და პასუხს მეტყვის - ამ დროს ტარანტინოს ტიტრების გაშვება უყვარს - მაყურებელი თვითონ წყვეტს როგორი დასასრული იქნება.
This post has been edited by საბუნია on 18 May 2008, 06:51
მიმაგრებული სურათი