დღეს მთელი დღეა კოტეს ლექსები დამდევს:
თონეში ისევ აცხობენ ლავაშს
ისევ შეხვდები გზისპირას ჯიხურს
ვერაფრით ვიგებ ცხოვრების თამაშს
თუმც ფიქრისაგან ყურები მიხურს
ისევ უმართლებს ბოროტს და ბინძურს
სიყვარულს იხვეჭს გული უგრძნობი
და ღმერთს ვინ უყვარს მართლა ან ვინ ძულს
არის სრულიად ამოუცნობი.
***
დავდივარ და ცივ ზამთარში ვიყინები,
საცოდავი ბედმა სად არ მატარა,
კარგია რომ ბაყაყები ყიყინებებ
საქართველო ქვეყანაა პატარა,
საქმე ალბათ დავითში და თამარშია
თორემ შოთას ქურდული აქვს გაგება
ეს ცხოვრება უცნაური თამაშია
ტოლფასია მოგება და წაგება.
***
მსოფლიო სევდა ერთხელ თუ იგრძნე
კაცი სიმწრისგან დაიწყებ სიცილს
რადგან რას ნიშნავს ჭკუა ან სიბრძნე
სინამდვილეში არავინ იცის
სმა არის ღვინის თუ ჩხერა მორფის
არ არის კარგი არც ეს და არც ის
პოეზიაა დარღვევა ნორმის
წესების დაცვა ჩარჩოში გაგცევს.
დღეს ნამეტანი პროდუქტიული ვარ სასაფლაოზედ
This post has been edited by margusha on 4 Jun 2008, 03:13