სკაზკი დლია ვზროსლიხ ოტ დოდო ო'ნანნი
წითელქუდას ნამდვილი ისტორია (შარლ პეროს გახმაურებული ბესტსელერისა და ინტერნეტ სივრცეში გაბნეული ცნობების მიხედვით)
”იყო და არა იყო რა”-ს ნაცვლად:
აღმოსავლეთ ევროპის მთიან, ტყიანი და მიუვალ სოფელში ცხოვრობდა გოგონა, რომელსაც ყველა (ანუ სოფლის ოციოდე მკვიდრი და ძაღლი ბარბოსა) წითელქუდას(1) ეძახდა . წითელქუდას მამა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილიყო და გოგონა დაქვრივებულ, მაგრამ ჯერ კიდევ ეშხიანობაზე პრეტენზიის მქონე დედასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც წესი და რიგია წითელქუდას ბებიაც(2) ჰყავდა რომელსაც შუაგულ ტყეში(3) დაედო ბინა. ”ხომ იცით ამ დარეხვილი, პრეტეზნიული მოხუცების ამბავი” ამბობდა წითელქუდას დედა ”ვერაფრით შეაგნებიებ რა არი მათთვის კაი და რა არა”. ჩვენი წითელქუდა კი, როგორც ყველა პატიოსან წითელქუდას შეეფერება, ბებიას პატრონობდა და მისთვის საგზალი რეგულარულად დაჰქონდა ”დე, იმ ბებერმა ისევ კატლეტი მოითხოვა, ცოტა ბლომად გააკეთე რა, სანამ იქამდე მივალ მეც მომშივდება და იქ ვისადილებ ბარემ, თან იქნებ იმ ფულის ამბავიც ამოღერღოს ბოლო-ბოლო, გადავთხარეთ თელი ეზო და დამტვრეული ღამის ქოთნის გარდა არაფელია”. ჰმმ როგორც ხედავთ ჩვენი წითელქუდა სხვა წითელქუდებისგან ფრიად გამორჩეული გოგონა გახლავთ, ქცევებისა და მანერების დახვეწილობას თავი რომ დავანებოთ, მარტო მისი გარეგნობა რად ღირს: ქერა, გრძელი ფეხები (აი კისრიდან რომ ეწყებათ ისეთი) 90-60-90 და ერთ თვეში უკვე 17 წლისა გახდება. მოკლედ «недо*банная мечта поэта ” როგორც ბებია იტყოდა ხოლმე...
თუმცა მოდით ამბავს დავუბრუნდები - მაშასადამე, კვირაში ერთხელ მაინც წითელქუდას ბებიასთვის საგზალი მიჰქონდა. ეს ფაქტი ტყის საძმოს ცნობილი ავტორიტეტის, მგლის ყურადღების გარეშე ვერაფრით დარჩებოდა. ალბათ მოგეხსენებათ ამ აღმოსავლეთ ევროპელი მგლების ამბავი, მათზე უარესი მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის მკვიდრი მგლები თუ არიან, ეს ჩვენი მგელიც არ იყო გამონაკლისი და კარგა ხანია მოკლე კაბიან წითელქუდაზე თვალი დაედგა. რა-რა და ასეთ რამეებზე წითელქუდასაც კარგად განვითარებული ყნოსვა ჰქონდა. მგელი შეემჩნია, თავის სასარგებლოდ ქულებიც ჩაეწერა (აბა მისი სოფლიდან რომელი გომბიო დაიკვეხნიდა, რომ მას ”თვით მგელი” უთვალთვალებდა) და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა მის გასაცნობად. ბოროტი ხმები ამბობდნენ, რომ ბარე უკვე ორი-სამი თვეა წითელქუდას მოეხერხებინა მგლის გაცნობა და ხვდებოდა კიდეც. ბარბოსას აზრით ერთ-ერთი მიზეზი ბებიასთან სიარულის გახშირებისა სწორედ ეგ ამბავი ყოფილიყო. ის კი არა წითელქუდა ამ ბოლო დროს უფრო დიდი კალათითაც დადიოდა თურმე - ”არ მომწონს ეს დვიჟენია, სულ არ მომწონს” ფიქრობდა ბარბოსა თავისთვის. ნუ გგონიათ, წითელქუდაზე არ დარდობდა - მგელზე დარდობდა, ამ ქაჯმა გოგომ რამე არ დუშავოსო. მგელი და ძაღლი ხომ კაი ხნის მეგობრები იყვნენ. თუმცა მგელს არაფერს ეუბნებოდა ”ეგ ეხლა ისეა მე კი არა მამა ზეციერს არ დაუგდებს ყურს და მეგობართან ქალის გამო ურთიერთობის გამფუჭებლის (ცენზურა)”, სამუხაროდ ბარბოსას ეჭვები მთლად უსაფუძვლო არ გამოდგა - წითელქუდა მართლა ხვდებოდა მგელს დედის უჩუმრად და თან სად - ბებიის ქოხში. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი რომ დედის რეაქცია არც თუ ისე ორაზროვანი იქნებოდა ამ ამბის გახმაურების შემთხვევაში და მეორე, ბებია არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა წითელქუდას, იმიტომ არა, რომ უთანაგრძნობდა შვილიშვილს ან რაიმე სანტიმენტალური გრძნობები შერჩენოდა. არა, მიზეზი ბევრად ბანალური გახლდათ - ”მოკლედ ბებო, ხმა-კრინტი რომ გაიღო ვინმესთან, იცოდე მთელი ეს გულავი კატლეტებით მორჩება. მგელს აქ შევხვდები და ბასტა!” ბებიამ იბუზღუნა, მაგრამ მალევე მიხვდა ”Эта?! да эта родную бабушку переедет» აბა ვის უნდა საჭმლის გარეშე დარჩენა და ბებიაც «пошла на поводу у этой маленькой шл*шки» ასეთი იდილია მთელ ორთვენახევარი გაგრძელდა. ტყეში მგელზე ბედნიერი ნადირი არ დაიარებოდა და წითელქუდასაც რაღაც განსაკუთრებული იდუმალება შეჰმატებოდა...
არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა გზააბნეული ახალგაზრდა კომივოიაჟორის გამოჩენა სოფელში. ახალგაზრდა ფრიად დაფეთებული გახლდათ, მანქანა გაუფუჭდა, ფეხით რამდემიმე კილომეტრი იარა და გასაყიდად მტვერსასრუტიც ათრია. თან სად?! სოფელში სადაც ელ. შუქი არასოდეს ჰქონიათ. კიდევ კარგი ეს დაღლილი ახალგაზრდა წითელქუდას დედამ დროზე შეამჩნია, შეიფარა და უპატრონა (Даа ты в свою мать пошла, бестыжая как она, видать как состаришься как она бегать за молоденкими будешь, думаешь я не знаю коль тут живу, да знаю я знаю, кабы мой сыночек жив был, присмирил бы вас дур, да нет его больше... ბებიის ტირადა როგორც წესი აქ წყდებოდა ხოლმე რადგან კალათიდან მაგიდაზე თანდათანობით ინაცვლებდა კატლეტები, ღვეზელები და ნაირნაირი სასუსნავი).
კომივოიაჟორი დიახაც სიმპატიური ყამწვილი გახლდათ და არამარტო დედის, შვილიც მოწონებაც დაემსახურებინა, მითუმეტეს რომ წითელქუდასთვის ის დიდი ქალაქის ჩირაღდნების ნახვის ერთადერთი შანსი იყო. მგელი ერთ დღეში დავიწყებას მიეცა და წითელქუდამ კომივოიაჟორის ”დამუშავება” დაიწყო. საწყალი ბიჭი ორ ცეცხლს შუა მთელი ერთი კვირა იტანჯა, მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც ახალგაზრდაზე გააკეთა და კვირა დილას გაპარვაზეც კი შეუთანხმდა გოგოს - გავიპაროთ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს, მაგრამ ”მარშუტკის” პირველივე გაჩერებაზე დაველოდოთ ერთმანეთს და ისე განავგრძოთ გზაო. კვირა დილაც გათენდა. წინა დღით მომზადებული საგზალი წითელქუდამ დედის გაღვიძებმდე ჩაალაგა და გზას გაუდგა, მთელი ღამე არ სძინებია, ქალაქზე ფიქრობდა. 7 კილომეტრი ”მარშუტკის” ბოლო გაჩერებამდე სულ სირბილით გაიარა, გაჩერებაზე ჩამოჯდა და წუთების თვლა დაიწყო.
ზუსტად ამ დროს მგელი, ფურისულების თაიგულით ხელში და ბედნიერი ღიმილით სახეზე ბებიას სახლს უახლოვდებოდა... წითელქუდას დედას კი კომივოიაჟორი გამოეჭირა და ამაყი ნაბიჯით “მარშუტკისკენ” მიათრევდა. დიახ დედამ შვილს აჯობა და ახლა ისე ჩაებღუჟა მისი მკლავი, ვერა ძალა კომივოიაჟორს ამ ქალბატონს ვერ გამოსტაცებდა,. დრო გადიოდა, “მარშუტკა” აგვიანებდა. აგვიანებდა წითელქუდაც, რომელსაც ქოხში დამშეული ბებია და შეყვარებული მგელი ელოდნენ. მშიერ ბებიას ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა და მგელს უკვე თავის შეკავება უწევდა, რომ არ დაეღრინა მოხუცისთვის - ადრე ”ადუვანჩიკსაც” კი ეძახდა მოფერებით, ახლა ”სტარაია კარგას’ გარდა თავში არაფერი მოსდიოდა.
როგორც იქნა ”“მარშუტკა” ” მოსახვევში გამოჩნდა და წითელქუდამ გადაწყვიტა კომივოიაჟორისთვის სიურპრიზი მოეწყო, დამალულიყო იქვე ბუჩქებში და ცოტა აეღელვებინა. “მარშუტკა” გაჩერდა და... იქიდან კისკისით დედამისი და კომივოიჟორი გადმოვიდნენ, თან უბრალოდ კი არ გადმოვიდნენ, ხვევნა-კოცნითა და მტლაშა-მტლუშით გაემართნენ პატარა წყაროსკენ, რომელიც იქვე მოჩუხჩუხებდა... ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შემოირტყა თავში ხელი წითელქუდამ და გაიქცა ტყეში. მირბის გზას არ უყურებს და თან ტირის, ტირის გულამოსკვნილი, ღრიალებს, მოსთქვამს, დედას ლანძღავს და რაც მთავარია ბედს უჩივის ქალქში როგორღა მოვხვდებიო აწი...
საწყალი მგელი ძალიან ანერვიულდა და გადაწყვიტა წითელქუდას საძებრად წასულიყო, ბოლო-ბოლო სოფელში ჩავალ და ბარბოსას მაინც ვკითხავ ამბავსო. წასვლა მითუმეტეს კარგ აზრად ესახებოდა, რომ ბებიის ვაი-უშველებელისა და წყევლის გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საბრალო მგელი, რა იცოდა ძაღლს რა ამბავი ჰქონდა მისთვის. რა იცოდა, რომ ასე მარტივად ვიღაც ჩამოთრეულ მტვერსასრუტების პრმოტოუტერზე გაცვლიდნენ.
არბოსამაც ცოტა ხნის ფიქრის მერე გადაწყვიტა - ჯანდაბას ჯობია ჩემგან გაიგოსო და რაც იცოდა ყველაფერი დაფქვა...
უკვე საღამოვდებოდა, როდესაც წითელქუდა გონს მოეგო და მიხვდა, ტყეში დაკარგულიყო. კიდევ კარგი შორიახლოს ცეცხლის ალი შენიშნა და იქით წაბორიალდა...
სამი შემთვრალი მონადირე კოცონს შემოსხდომოდა, ლუდს წრუპავდა და საგმირო-სამონადირეო საქმეებზე მუსაიფობდა, მერე რა რომ დღეს მხოლოდ ორიოდ ბეღურა მოინადირეს, სამაგიეროდ შარშან კოჯრის ტყეში და ა.შ. და ა.შ. არიან ასე განცხრომაში, და უცებ თავზე ქერა გრძელფეხება ფერია წამოადგათ. რაღა დაგიმალოთ სამივეს ერთდროულად ერთი აზრი გაუკრთა თავში - Dude, that’s a chance we’ll only have once! Damn it, we mightn’t be the firsts to make a live porn but at least we’ll be the second! C’mon babe, C’mon”. ”ესღა მაკლდა! ვინ არი ეს შავი კაცები???! ნუთუ ჩემი გაბახება უნდათ???!!!!!!” გაუელვა თავში წითელქუდას და გაიქცა. მირბის წითელქუდა და მისდევს სამი თოფიანი ოღრაში.
უკვე ღამეა და მგელიც მთელ ტყეში დაეძებს წითელქუდას, მაგრამ ისევ ქოხში დაბრუნებას გადაწყვეტს, იქნებ რაიმე მანქანებით იქ დამხვდეს ჩემი გულის ბეკეკაო.
და რა ხდება ამ დროს ქოხში? ბაბუშკა რვეტ ი მეჩეტ. მას შია, მას სწყურია, კარი იღება და საგზლით დატვირთული პრაშმანდოვკა შვილიშვილის ნაცვლად დაბნეული და თათცარიელი რუხი მგელი რჩება ხელთ. ბებია მძიმე არტილერიაზე გადადის - რაც ხელში ხვდება ყველაფერს მგლის მიმართულებით ისვრის, მაგრამ ამაოდ (увертывается сволочь!) ბოლოს წითელქუდას სათამაშოებზე გადადის და ბუმერანგს უმიზნებს! კიდევ კარგი მგელმა კარადის კარით მოახერხა თავის დაცვა, ბებია კი... მოცელილივით დაებერტყა იატაკზე (против принципа бумеранга не попрешь). აი აქ კი გადაირია მგელი საბოლოოდ, აყმუვლდა, ვინ დამიჯერებს, რომ ეს სწერვა ჩემი დაბრედილი არ არისო. აქეთ ეცა, იქით ეცა და სხეული კარადაში დამალა (დო პარი დო ვრემენი)...
დაახლოებით ამ დროსვე დაკაწრულმა და გაუბედურებულმა წითელქუდამ ქოხამდე მიაღწია და მგელს შეეფეთა. სიტყვის უთქმელად მგელი მიხვდა რაში იყო საქმე (დიახ! რაღაცა არსებობს! განსაკუთრებით შეყვარებული მგლის გულში). ოო, რა გულისამაჩუყებელი შეხვედრა იყო - ჯეიმს კამერონსაც შეშურდებოდა... მაგრამ ვაი, რომ ერთმანეთის მკლავებში ნებივრობა დიდხანს არ დასცალდათ - ოღრაში მონადირეები ქოხს მოადგნენ და Give us that chick or we shoot-ო მიაძახეს მგელს.
ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება: მგელი მივარდება მონადირეებს, დაკბენს ერთს, უნდა ეცეს მეორეს, მაგრამ ის ისვრის... იეს! ნო?! ააცდინა მგელს! ისვრის მესამე... წითელქუდას გული უწუხს... უი, პირველი მონადირეც ეცემა, ვაგლახ მის მეგობარს სროლა არ სცოდნია და მგლისთვის აუცდენია ძმაკაცი კი მოუკლავს! აი მესამე კი მაგარი ნასტირნი ტიპია - დაჭრა მგელი, ტყვია არ აკმარა, დიდი სამხედრო დანა ამოიღო და მუცელს უფატრავს! (ეჰ ვინ არის ამის შემდეგ ნადირი? საბრალო, საბრალო მგელო...)
მგელი ნეიტრალიზებულია თუმცა ერთი მონადირის სიცოცხლის ფასად. არადა სროლაზე ადრე თუ გვიან ტყის გუშაგიც მოვა...
ტყის გუშაგის პატაკიდან :
”ვახდენდით პატრულირებას ჩვენთვის მონდობილ კვადრატში, გავიგეთ სროლა ბებიის ქოხთან. მივედით რა ადგილზე, დაგვხვდა დანაშაულის ადგილი სამი გვამით და სამი მოწმეთი. მოწმეების თქმით ცნობილი ავტორიტეტი და ტყეში ფირალად გავარდნილი რეციდივისტი ”მგელი” ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა ბებიას, რის დროსაც ეს უკანასკნელი შემოაკვდა, რასაც მისი შვილიშვილი შეესწრო და ატეხა კივილი. ხმაზე მოვარდნენ მონადირეები და სცადეს რეციდივისტი ”მგელის” საკუთარი ძალებით ნეიტრალიზება. რის შედეგადაც ერთ-ერთი მონადირე და ”მგელი” სასიკვდილოდ დაიჭრნენ და ადგილზე გარდაიცვალენ. მესამე მოწმე - ბებიის შვილიშვილი სახელად ”წითელქუდა” შოკშია და აცხადებს, რომ არაფერი ახსოვს”
ასე და ამგავრად წითელქუდა გადაიყვანეს საავადმყოფოში, მგელი, ბებია და მონადირე - მორგში. გადარჩნილები გმირები კი - რაიონის საუკეთესო სასტუმროში. მეორე დღესვე მთელი რაიონი ამ ტრაგიკულ ამბავზე ლაპარაკობდა. დიახ გაზეთები მონადირეებისა და მკვდარი მგლის სურათებით აჭრელდა. ”მამაცმა გმირებმა” კი დარჩენა გადაწყვიტეს წითელქუდას სრულ გამოჯანმრთელებამდე. მათ იცოდნენ - ადრე თუ გვიან წითექლუდას ამნეზია გაუვლიდა და მეხსიერება დაუბრუნდებოდა, რაც კარგს არაფერს უქადდათ. ისეთი რამ უნდა მოეფიქრებინათ და შეეთავაზებინათ, რომ წითელქუდა გარიგებაზე წამოსულიყო... ასე რომ მთელი ერთი თვე სანამ წითელქუდას მეხსიერება სადღაც დაბორიალობდა, ”გმირები” მისი ოჯახის ისტორიას იკვლევდნენ, ჭორებს აგროვებდნენ და ბოლოს დედამისსაც კი შეხვდნენ.
კინაღამ დამავიწყდა - კომივოიაჟორს მაინც მოეხერხებინა ამ ქალბატონისგან თავის დაძვრენა და სახტად დარჩენილ ქალს, ბიჭის უშედეგო ძებნის შემდეგ სახლში დაბრუნება მოუწია. დაბრუნებულს კი ასეთი სამწუხარო ამბავი დახვდა. (თუმცა რაღა სამწუხარო - როგორც იქნა დედამთილი მოიშორა, შვილი კი, პოპულარობით პრინცესა დიანას უსწრებდა მთელი ერთი დღე)...
”იცით, ყოველთვის მინდოდა ჩემი გოგონა ჟურნალ-გაზეთების ყდაზე მენახა და როგორც იქნა ვნახე კიდეც. არადა მე ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული ვიყავი, წარმატებული მოდელის კარიერა მელოდა, მაგრამ შვილისა და მეუღლის გამო ყველაფერი დავთმე, Playboy-ც კი გვერდზე გადავდე და ამ ყრუ სოფელში დავსახლდი... ”(4) ამას ამბობდა წითელქუდას დედა და თან კენკრის ნამცხვარს ნაზად, დეკოლტეს დემონსტრირებით, უდებდა ლანგარზე სტუმრად მოსულ გმირ მონადირეებს. ეს ტკბილი მუსაიფი წითელქუდას სასოწარკვეთილმა ღრიალმა ”დედაააა გამახსენდა, მე მაგათი ოღრაში (ცენზურა)” გაწყვიტა....
”მოკლედ ასე ბეიბი, მე და ეს უბრალოდ მონადირეები არ ვართ. მე რეჟისორი ვარ ეს სცენარისტი, ოპერატორი კი... შენც იცი ტრაგიკულად დაიღუპა. ჰოდა აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ, ახალ ფეისს ვეძებდით ექსპერიმენტული ფილმისთვის. კასტინგი გაგიგია? ჰო ზუსტად ფილმისთვის, შენ კი შეგეშინდა შტერო, ღმერთმა იცის რა იფიქრე... მოკლედ დედაშენიც აქაა და დასამალი რა გვაქვს, თქვენს რაიონში შენზე უკეთესი გარეგნობის გოგო ვერ ვნახეთ, აი დახატავ ჩვენს ფილმს, კარგ ჰონორარსაც მიიღებ, დედაშენი ლიმუზინით ივლის, ქალაქში იცხოვრებთ. და ეს ყველაფერი ერთადერთი პირობით ბეიბი - იმ დღეს რაც მოხდა უნდა დაივიწყო, უბრალოდ მუშაობაში შეგიშლის ხელს, ხომ იცი მსახიობს ისედაც ემოციური სამუშაო აქვს და ეს დამატებით... მოკლედ არ გვინდა დაითრგუნო. ხომ ხედავ დედაშენიც ბედნიერად იღიმება თავს გვიქნეს. დათანხმდი ბეიბ, შენი წარმატებული კარიერა გელოდება - you gonna be a star babe!...”
ასე ამოვიდა ახალი ვარსკვლავი live porn-ის და არა მარტო live porn-ის კაბადონზე. И они жили долго и счастлиго.... пока одного из них не сгубил ВИЧ.
The End
”საბრალო, საბრალო მგელო, ამისთვის გაწირე თავი?” აქიცინებს თავს ბებერი ბარბოსა და ფანჯრიდან წითელქუდას ვიდეოს უყურებს. მერე კოჭლობით ბაღის კუთხეში მილასლასებს - იქ შარშანდლიდან შემონახული ძვალი ეგულება, რაღაც მოუხშირეს მაჩვებმა ბაღში შემოპარვა, უნდა გადაამოწმოს მის ძვალსაც რამე ხომ არ უხიმანდრეს....
-----
1 თუ რატომ ეძახდნენ გოგონას წითელქუდას შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპარში, პირველივე გვერდზე შეგიძლიათ გაარკვიოთ
2 ამ შემთხვევაში ბებია მამის დედა გახლდათ
3 თუმცა სოფლის მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ ”შუაგული ტყე” ფრიად ფარდობითი ცნებაა - ნუ დაგავიწყდებათ გარშემო ხომ სულ ტყე იყო.
4 დიახ დიახ, ვინ წარმოიდგენდა და ამ ქალის საკმაოდ გულახდილი ფოტო, თურმე ”პადვოდნიკებს” ეკიდათ კედელზე..
This post has been edited by Dodo_O_Nanny on 19 Mar 2007, 12:30
მიმაგრებული სურათი