უსახელაურიუსახელაური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჟიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი-ოყუშერის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.
ადგილობრივ მევენახეთა შორის, უფრო ხშირად ამბროლაურის და ონის რაიონში, უსახელაური ცნობილია აგრეთვე ოყურეშულის სახელწოდებითაც.
უსახელაური კულტურულ ვაზის ჟიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოქმნილი. იგი თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ახლო დგას ადგილობრივი ვაზის ჟიშებთან და მათთან ერთად მიეკუთვნება "პროლ. პონტიცა, სუბპროლ, გეორგიცა NNეგრ." ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჟგუფს და განსხვავდება მათგან უმთავრესად ფოთლის ქვედა მხარის ოდნავ შესამჩნევი (აბლაბუდისებრი) შებუსვით და პირველი მოსავლის გვიან დაწყებით. საერთოდ სუსტად შებუსვილი და სრულიად უბუსუსო ფოთლიანი ვაზის ჟიშებში დასავლეთ საქართველოში მცირედ არის წარმოდგენილი.
ჟიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჟიშის მოკალათება მხოლოდ ცაგერის რაიონში, ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუება და სახელწოდების ამ რაიონის ერთ-ერთ სოფლიდან მიღება უდავოდ ადასტურებს ჟიშის ადგილობრივ წარმოშობას. ზოგიერთი ბოტანიკური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით-გადახლართული ზრდა, შედარებით გრძელი და სქელი პწკალი, მუდამ ღია ფიწლისებრი ყუნწის ამონაკვეთი, თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა, საშუალო მტევნები, საკმაო წვრილმარცვლიანობა (ზოგჟერ 15_20%), მარცვლების არათანაბარი სიმსხო და მწიფობა მიგვითითებს ჟიშის გარეულ ვაზებთან დიდ მსგავსებაზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ უსახელაური არც ისე შორეულ წარსულში უშუალოდ ტყიდან უნდა იყოს შემოტანილი კულტურაში. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით ჟიში უსახელაური შორეულ წარსულში გადმოუტანიათ სოფ. უსახელოდან და ფართოდ გაუვრცელებიათ ლეჩხუმში. ეს და ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი ნათლად ადასტურებს ჩვენი მცხოვანი მეცნიერის აკად. ივ. ჟავახიშვილის მიერ გამოთქმულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმში მდ. ლაჟანურას მარჟვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან.
უსახელაური, როგორც ძველად, ისე ახლაც მხოლოდ ლეჩხუმშია გავრცელებული. ვენახების 1940 წლის საკავშირო აღწერის მონაცემებით უსახელოურს საქართველოში სულ 17,16 ჰექტარი ეჭირა. აღნიშნულ ფართობიდან 15,45 ჰექტარი მარტო ცაგერის, ხოლო დანარჩენი წულუკიძის და სხვა რაიონებში ირიცხებოდა. ვენახების უფრო ზუსტი 1953 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით მთლიანად საქართველოში უსახელოურს სულ 60,3 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, 3,42 ჰექტარამდე ფართობი უსახელოურს იმერეთში _ ქუთაისის და წულუკიძის, ხოლო 1,45 ჰექტ. მას საქართველოს სხვა რაიონებში უჭირავს. ცაგერის რაიონის ფარგლებშიაც ჟიში მხოლოდ განსაზღვრულ სოფლებშია გავრცელებული, სახელდობრ იგი გავრცელებულია რაიონის სამხრეთ ნაწილში მდ. ცხენისწყლის მარჟვენა და მარცხენა მხარეზე განლაგებულ სოფლებში. მათგან ყველაზე დიდი ფართობი უსახელოურს ოყურეშში, შემდეგ ლაჭეპიტაში, ზუბში და ისუნდერში უჭირავს, დანარჩენ სოფლებში ჟიში პატარა ვენახებისა და ნარევის სახით არის წარმოდგენილი.
ლეჩხუმის გარდა უსახელაური გვხვდება აგრათვე მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტისა და მისი ქსელის ჟიშთა გამოცდისა და საკოლექციო ვენახებში, როგორც იმერეთში, ისე კახეთსა და ქართლის რაიონებში, რა თქმა უნდა, პატარა ნაკვეთების ან ათეული ძირის სახით, ძირითადად ჟიშის შესწავლის და გამოცდის მიზნით გაშენებული.
სხვა ადგილობრივ ვაზის ჟიშებთან შედარებით უსახელაური უფრო გვიან იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. ლეჩხუმელ მევენახეთა დაკვირვების მიხედვით, ჟიში მხოლოდ მე-4, მე-5 წელს იძლევა პირველ, ხოლო 5-6 წლიდან სრულ მოსავალს. უსახელაური საშუალო მოსავლიანი ჟიშია, ხოლო კარგი მოვლისა და კვების პირობებში იგი უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. ჟიშის გავრცელების ძირითად რაიონში (ცაგერის რ-ნი) სოფ. ოყურაშში, ოფიტარაში და სხვაგან მოსავლიანობა საშუალოდ ჰექარზე 50_70 ცენტნერს შეადგენს, ხოლო ცალკეულ კარგად მოვლილ ნაკვეთებზე იგი 80_100 ცენტნერს აღწევს.

ესეც სურათი
This post has been edited by Regedit32 on 16 Dec 2007, 01:46