საქართველოში სადაც ყოველი მეორე მანქანა შავი შუშებიტ დადის შესაძლებელია ნორმალურია, თუმცა ისე მართალი რომ გითხრა ასე უცბად ვერც ვიხსენებ საოფისე შენობას სადაც სარკისებული შუშები არის გამოყენებული.
ხიდის პრობლემა:
პირველი და ჩემთვის მტავარი პრობლემა არის ის რომ ეს ხიდი პირდაპირი დაკვეთის წესით დაუკვეთეს ვიგაც დიდ ცვერებიან კაცს

, თუ ხარჯავ 80 მილიონს , პირველ რიგში უნდა გამოაცხადო საერთაშორისო კონკურსი, სერიოზული პრიზებით და ჯიურით. შედეგი იქნება ის რომ ჯერ ერთი საკმაოდ კარგი პიარი იქნება საერთაშორისო არქიტექტურულ წრეებში ეს ფაქტი (თუ რა თქმა უნდა კონკურსი წესიერად ცატარდება და ქართველები არ ჩააჯვავენ ბოლოში როგორც არაერტხელ მომხდარა), მერე მიიღებ გაცილებით უკეთესი ხარისხის პროექტებს, და თუ ასე უყვარს ჩვენს პრეზიდენტს არქიტექტორების საქმეში ჩარევა გამარჯვებული 3 პროექტიდან თვითონ აარჩიოს საუკეთესო. (ამის პრეცენდენტი ყოფილა, თუნდაც პარიზის გრანდ პროჯექტის არჩევის დროს, პრეზიდენტი 5 საუკეთესო პროექტიდან თვითონ ირჩევდა საუკეთესოს, ასე მოხდა ლუვრი პირამიდის, ლა დეფანსის და ა.შ. პროექტების შერჩევა).
როგორც ასეთი საფეხმავლო ხიდი თბილისი გენგეგმაში კაი ხანია მოიაზრებოდა, თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია შეზღუდული შესაძლებლობის პპირთათვის ამ ხიდზე მოხვედრა. ორივე სანაპიროდან ხიდზე მოხვედრა ხდება მხოლოდ კიბეების საშუალებით.
უზარმაზარი სისქის მილები და მწვანე შუშა და ვანტებზე დაკიდებული ხიდი, რა არის ამაში თანამედროვე და გასაოცარი? ამით ვერავის გააკვირვებ, განსაკუთრებით ევროპიდან ჩამოსულ ადამიანებს და ვერც ტურისტებს მოიზიდავ ამ ხიდით. ამ ხიდიდან კარგი ხედები იხსნებაო და ბარათაშვილის ხიდიდან მთავარი ხედი აბანოთუბანზე და ნარიყალაზე კი აღარ არსებობს, შუაში ეს უნაგირის ფორმის არაგამჭვირვალე! მწვანე მარაზმი დგას. თუ დაგაინტერესებთ როგორი უნდა იყოს გამჭვირვალე საფეხმავლო ხიდები გადახედეთ თუნდაც კალატრავას ხიდებს.
აშკარად გაუმართლებელია ამ ზომის უნაგირის ფორმის კონსტრუქცია ასეთი პატარა საფეხმავლო ხიდისთვის, თუ დააკვირდები იქ ორმხრივი სამანქანო ტრასაც კი ჩაეტევა.
თუ რამენაირად ქალაქს დ ამის სიძველეს პატივს სცემ ასეთი ნაგავი არ უნდა ჩაიდგას. რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეგ მაგრა კიდია, "ძეგლთა დაცვა" (ყოველ ჩამონგრეულ აგურს რომ შესციცინებს) ხმას ვერ ამოირებდა ან ვინ ამოაღებინებდა "უცხოელმა" არქიტექტორმა გააკეთა ეს პროექტი სახელმწიფოს ლობირებით.
ქალაქი კი ძველია მაგრამ ერთადერთი დადებითი თვისება რაც აქვს ეს რელიეფი და მდინარეა და ერთიც უგულებელყოფილია და მეორეც ასე რომ გინდ მიკელე დე ლუკის უნაგირი ცადგი აქ და გინდა კალატრავას ჰაეროვანი კონსტრუქცია ერთი ფეხია.
This post has been edited by Definitely Maybe on 29 May 2010, 12:07