მე ზოგიერთი ლექსი მომეწონა:
ჩინური პორნო და ცალთვალა ირემი
------------------------------------------------
შინ
ეს ჩემი სტილია
კუთხეში ჯდომა,
შენ ყურება
ტრადიციულად არყის წრუპვა
აბების ყლაპვა და გაბრუება…
ეს ჩემი დილაა
ვითომ მძინარე თვალებს არ ახელ
და ჩემ შეხებებს ისე აღიქვამ
თითქოს ქურდივით ხურდას გპარავდე
ეს მათი სახლია..
ეს მათი ქალაქია..
ეს მათი სამყაროა..
ეს მათი თამაშია …
გავიდეთ გარეთ….
მართალია ცალთვალა ირემი Yლეურად ჯდება,მაგრამ ლექსი ძალიან მაგარია.ხმა როგორ უნდა მივცე?ერთი ნაკლი აქვს,უიდეოა,რაღა დროს პანმონგოლიზმია,მაგრამ ძალიან ლამაზია.
აი ეს მეორე ლექსი როგორ აირჩიეთ?!არ გრცხვენიათ რა.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უნიჭო და უაზრო პლაგიატია.საღოლ ჟიურის,ნოვატორულ ფორმებზე მუშაობს!
უოლტ უიტმენი ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ
------------------------------------------------
ამ დილას, მარტის ამ ღრუბლიან დილას,
სანამ დედამიწა ჯერ კიდევ სუნთქავს,
სანამ ბალახი ჯერ კიდევ ცდილობს ბედნიერების ენაზე სიმღერას,
სანამ თევზები უდარდელად ცურავენ ზღვებსა და მდინარეებში,
სანამ ყინული არ გამდნარა პოლუსებზე,სანამ სიხარული ლანდივით დაგვდევს,
არ შორდება თითეულ ჩვენგანს,
მე მოგმართავთ თქვენ, ადამიანებო,
მარტის ამ ღრუბლიან დილას, მოგმართავთ თქვენ,
ვინც ამ მიწაში პირველყოფილ ხეებზე ღრმად გაიდგით ფესვი,
ვინც ამ მიწისთვის უფრო მეტი ხართ,
ვიდრე წვიმა,ვიდრე თოვლი, ვიდრე მზე და ვარსკვლავები,
ვინც ბალახივით ამ მიწიდან ამოდიხართ,ამ მიწას ჭამთ და ამ მიწისაკენ მიედინებით,
მე მოგმართავთ თქვენ, ადამიანებო,
მარტის ამ ღრუბლიან დილას მოგმართავთ თქვენ,
ვინც შორეულ აღმოსავლეთში ბადეებით დახუნძლული თევზსაჭერი გემებით გადიხართ ზღვაში,
ვისაც ჩინეთის ყვითელი წყლით მორწყულ ველებზე მოგყავთ ბრინჯი,
და ყოველ ღამით ნესტიანი ფეხისგულებითოჯახებში მიგაქვთ მიწა,
ყვითელი მიწა, რომელიც თქვენ ხართ
ვინც ავსტრალიის ქალაქებში და სოფლებში სახლობთ და კარგად იცით,
რომ ეს წმინდა მიწაც თქვენია,
ვინც ინდოეთის ქუჩებში სხედხართ ხელგაწვდილი,ან ყვავილების თაიგულით მიიჩქარით ტაძრებისაკენ,სადაც ღიმილსა და დუმილში გაწაფული ღმერთები გელიან,
ვინც რუსეთის თვალუწვდენელ სტეპებში ცხოვრობთ,
თქვენი სულივით გამჭვირვალე არყით ხართ მთვრალი
და ჯიუტად ცდილობთ ერთმანეთის შეყვარებას,
ვინც სახარაში ოაზისიდან ოაზისამდე დაატარებთ ხორბალს და მარილს,
თქვენი კანი იმ მიწაზე უფრო შავია, რომლიდანაც აღმოცენდით,
თქვენ ამ მიწის პირმშოები ხართ, მოთმინება მისგან ისწავლეთ,
ვინც ეგვიპტის პირამიდების ფეხრთით ხნავთ და აშენებთ სახლებს
და ყველაზე ჩვეულებრივ ფონად აღიქვამთ
ფანჯრის მიღმა გაქვავებულ ათასწლეულებს,
ვინც საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის ან ესპანეთის
ქალაქების ლაბირინთებში ხელისცეცებით ეძებთ სიხარულს
ვინც უკრაინის, ბელორუსის, ან საქართველოს საზღვრებში სწავლობთ ბედნიერებას,
თქვენ ის არასდროს დაგვიწყნიათ, თქვენთან იყო გაჩენის დღიდან,
ვინც ჩრდილოეთის ყინვებს უძლებთ
და ღამღამობით სიყვარულით ათბობთ ლოგინებს,
თქვენს ძარღვებში ლავაზე უფრო ცხელი სისხლია,
ვინც ნიუ იორკის ქუჩებში ხართ
და მიწადქცეულ ცათაბჯენებს ეძებთ თვალებით,
დღეს თქვენ ყველაზე მეტად უწყით სიცოცხლის ფასი,
ვინც ამაზონის, კონგოსა და ახალ გვინეის ჯუნგლებში ხართ
და შორეული ვარსკვლავებივით იხანგრძლივებთ პირველქმნილ ღიმილს,
ვინც ბაღდადის თეირანის და ქაბულის ცისქვეშეთში ხართ გამომწყვდეული
და წუთი წუთზე ელოდებით ცეცხლოვან სეტყვას
მე თქვენ მოგმართავთ
მარტის ამ ღრუბლიან დილას მოგმართავთ თქვენ, ადამიანებო,
ვინც ვერ გახსენეთ, ვისაც ვერ გცნობთ, ვინც ისე შორს ხართ,
რომ თქვენამდე ჩემი სიტყვა წლების შემდეგაც ვერ მოაღწევს,
მე მაინც თქვენ მოგმართავთ,
სიყვარულის და სიცოცხლის სახელით,
დღეს არავის აქვს თქვენზე მეტი უფლება, გაილაშქროს სიკვდილის წინააღმდეგ,
არავის აქვს თქვენზე მეტი უფლება,
ხმა აიმაღლოს, იყვიროს, იღრიალოს სიცოცხლის დასაცავად,
ჩვენი საერთო სალოცავის,
სიცოცხლის დასაცავად.
იმდენად დიდი სისულელეა,რომ მე მრცხვენია ამათ მაგივრად.
This post has been edited by მოდუსი on 11 Apr 2007, 11:22