რაებს ლაპარაკობთ ხალხო..სასაცილოა რა
მითუმეტეს ფიროსმანთან შედარება. (სულ სხვადასხვა რაღაცაა)
ეგ კაცი მემგონი 50 წელს გადაცილებულია, და ბავშვობიდან ფოტორეალისტია.
Deviantart.com-ზე არის ნიკით "Nimra" და ასევე artpapa.com-ის ფორუმზე თავისი სახელი და გვარით.
ბერვს უთქვამს მაგ კაცისათვის რა აზრი აქვს მაგ ფოტორეალიზმის ხატვასო, ბარემ სურათი გადაიღეო, მაგრამ მაგ კაცმა ძალიან კარგად ახსნა რა აზრი აქვს ერთ-ერთ თავის პოსტში.
ხოლო ვისაც ჰგონია, რომ მასე ხატვა ადვილია, ან ყველას შეუძლია ეგრე ხატვა, მინდა ვუთხრა რომ მაგრად ცდება !
მაგას ძაააააალიან დიდი პრაქტიკა ჭირდება და პატარა ნიჭიც, ყველაფერი პრაქტიკაა.
ნიჭი ადამიანში მაქსიმუმ 5% პროცენტია დანარჩენი პრაქტიკაა და ასევე ამ ნიჭსაც ჭირდება განვითარება.
მთავარი რაღაცა ცნობიერებაა და ინტელექტი, ის უნდა გააცნობიერო თუ ამ პრაქტიკით და ნიჭიდ რამდენს მიაღწევ და არა ის რომ მხოლოდ ხატვის ნიჭი გაქვს, ყოველ შემთხვევაში გააჩნია რა სფეროში წაიყვან შენს ნიჭს და რითი გაიწაფავ ხელს.
მე არ ვამბობ, რომ ეგ კაცი მაგარი მხატვარია, მაგაზე უკეთესი ფოტორეალისტი იქნება ვინმე და იმ უკეთესზე უკეთესიც.
კარგი მხატვარია, მაგრამ არავის ეგონოს, რომ მასე ხატვა ადვილია და სულაც არ ჭირდება დიდი პრაქტიკა.
დღეს, მთავარი იდეაა ხელოვნებაში და ჩანაფიქრი, ფოტორეალიზმს აღარ ააქვს აზრი, რადგან ფოტორეალიზმში იდეა არ არის , იქ მხოლოდ ნაჩვენებია მაქსიმალური დეტალები, რათა თვალს წყალი დაალევინოს.
რაც შეეხება მხატვრის ფანქრის ფლობას, ჯერ ერთი მასეთ ფოტორეალისტურ ნახატებს ჩვეულებრივი ფანქრით არ ხატავენ, არსებობს ასეთი ქმნილება "მექანიკური ფანქარი"( ალბათ გეცოდინებათ ) 0.5, 0.7, 0.9... მილიმეტრიანი გრაფიტის ჩასადებით.
ასევე იყენებენ სალფეთქს, ტონალური გადასვლისათვის, იყენებენ მექანიკურ საშლელს და კიდევ ბევრ რაღაცას.
მოკლედ ეგ კაცი თავის ჟანრში კარგი გრაფიკოსია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ფოტოდან შეუძლია კარგად გადახატვა.
ბუნებაა ჩვენი მასწავლებელი და არა ფოტოგრაფია.
აი მაგას რომ ორივე განზომილებიდან შეეძლოს ხატვა, მაშინ მართლა მაგარი მხატვარი იქნებოდა.
ფოტოდან კარგად ხატვა, გინდ სახის ნაოჭების ანატომიის ცოდნა კარგი გრაფიკოსის ტიტულს ვერ მოგცემს.
ეს ყველაფერი კარგია, ისე მოგწონს, რომ თვალს ატყვევებს ნახატი, ისეთ დონეზეა შესრულებული, მაგრამ ეს კიდევ სხვა ხელოვნებაა, რომელიც ალბათ დიდხანს ვერ იცოცხლებს (წერტილი)
This post has been edited by S-M on 16 Jun 2007, 17:32