კიდნაპპინგ
ნეოპოლიტანური მედიის ფსკერზე აქ-იქ გამკრთალ ინფორმაციას თუ ვირწმუნებთ, პენ-მარათონზე აკრედიტებული ერთ-ერთი ჟურნალისტი აჩრდილმა გაიტაცა.
,,როგორც სიცილიური მაფიის ბოსები აცხადებენ, ისინი არაფერს დაიშურებენ მის გამოსასყიდად. მობილური ტელეფონის საშუალებით მოლაპარაკებას აწარმოებს სალვატორე ლუკანია. სამწუხაროდ, ამ დროისათვის გამტაცებლის ტელეფონს რაღაცა გაუფუჭდა

რის გამოც პატივცემული გვამის შეწუხება შეიძლება გახდეს საჭირო. გეგმავენ ჟურნალისტის სანაცვლოდ აჩრდილს სამუდამო განსასვენებელი შესთავაზონ დანტეს სამოთხის ბოლო სიტყვის ქიმზე".