ხმა ერთადერთხელ მივეცი- საქართველოს დამოუკიდებლობას. და ამის მერე,- არადამოუკიდებელ საქართველოსთან ჩემი კონტაქტი შეწყდა.
ახლა, შემეცნებითი თემა საშუალებას მაძლევს ხმამაღლა შევიმეცნო -ვის და რატომ ვაძლევ ხმას.
ჩემს მიერ დასახელებულმა კანდიდატმა უარი თქვა.

აქ ახალი ვარ და თითქმის არავის ვიცნობ.
ისტერიკასა და მოდუსს- თანაბარი შესაძლებლობები და შანსებიც ალბათ შესაბამისი აქვთ. ორივეს თანაბარ პატივსაც მივაგებ და ვერცერთს ვერ დავწყვეტ გულს.

დანარჩენებს არ ვიცნობ
გავიგე რომ ციკლონი დაუბანიათ. როგორც წესი- ვარ დაზარალებულის მხარეზე და მორალური მხარდაჭერის ნიშნად მის ხმას შევუერთდები. თანაც ძალიან მართობდა და მამხიარულებდა მისი პოსტები.
არ შეიძლება იუმორით გამთბარი ადამიანის დაბანვა. შესაძლოა გაცივდეს.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო