"ჩაკრულო" ქართლ-კახური სუფრის სიმღერაა.
წარმოშობის ადგილმდებარეობა არავინ იცის ზუსტად, თუმცა მეტწილი ვარაუდებით ქართლიდან უნდა იყოს კახეთში შესული.
თვითონ სახელის "ჩაკრულოს" ეტიმოლოგია უკავშირდება კარგად ჩაკრულს, ჩაწნეხილს, მაგარს, საიმდედოდ გაკოჭილს, რიხიანს (იხ. გიორგი სვანიძის "ქართული ხალხური სიმღერები და მასთან დაკავშირებული თქმულებანი" 1957, თბილის, სახელგამი, გვ. 33).
ჩაკრულოს თანამედროვე ტექსტი (ხიდისთავს შევკრათ პირობა . . .) ვანო მჭედლიშვილის სახელს უკავშირდება.
მისი გუნდის შესრულებით აჟღერდა თანამედროვე "ჩაკრულოს" ტექსტი.
"ჩაკრულო" - სახელმწიფო ანსამბლი (კოვზირიძე-სარაჯიშვილის დუეტი) - 1960-ანი წლების ჩანაწერი
ადრე ამ სიმღერას სხვადასხვა ტექსტებით მღეროდნენ.
"გამხიარულდი ბუხარო,
გულჩათხრობილი ნუ ხარო,
შვილი მამას ეუბნება,
დაბერდი ჩემთან ნუ ხარო.
შვილო, რა გითხრა მოხუცმა,
თავს ბევრი გადამხდენია,
სულ დამივლია მთა-ბარი,
ის უდაბური ქედია.
კაციც მომიკლავს ხმალდახმალ,
ერთი არ დაუკვნესია (დამიკვნესია)
რა ვქნა, რომ ხმალი ხმალსა სცემს ძმებო . . . "
"ჩაკრულო" (გამხიარულდი ბუხარო) - დედას ლევანას (ლევან ასაბაშვილი) გუნდი სოფელ შილდადან - 1915 წლის ჩანაწერი
არის კიდევ "ჩაკრულო სხვა ტექსტითაც:
"კაცისა მიყვარს სტუმრობა,
კაცისა არნახულისა"
"ჩაკრულო" (კაცისა მიყვარს სტუმრობა) - ლევან მუღალაშვილის გუნდი გურჯაანიდან - 1950-ანი წლების ჩანაწერი
კიდევ:
"ტკბილად ნაქებო კახეთო,
დიდო ალაზნის ჭალაო,
ირემო იალაღზედა,
ივრის პირებზე ჩალაო . . ."
"ჩაკრულო" (ტკბილად ნაქებო კახეთო) - ანსამბლი "ლაშარი"
This post has been edited by ვეშაპო on 23 Nov 2008, 00:51