ხასანბეგურა არის ჩვეულებრივი აჭარული მაყრულის ტიპის სიმღერა.
ბევრი ამ სიმღერას გურიას უკავშირებს და გონია, რომ იგი შექმნილია რუსეთ-თურქეთის ომის დროს, თუმცა ეს მოსაზრება მცდარი უნდა იყოს.
შესაძლოა ტექსტი მართლაც უკავშირდება ამ ომს, თუმცა აჭარლები ამ სიმღერას (ხასანბეგის შესახებ) სხვა ტექსტით მღერიან:
"ხასანბეგ შენი ჭირიმე,
არწივის (შევარდნის) გაქვს თვალებიო,
ყველა შენზე იწერს პირჯვარს,
ხუცუბანის ქალებიო".
სხვა ვერსიით "ხასანბეგურას" შექმნას თავად ხასანბეგ თავდგირიძეს უკავშირებენ.
თქმულებების მიხედვით, ხასანბეგი კარგი მოქეიფე და სიმღერის მოყვარული კაცი ყოფილა და ბევრი სიმღერა გამოუთქვამს, მათ შორის "ხასანბეგურაც".
აღსანიშნავია, რომ ადრე ამ სიმღერას სრულიად სხვა ტექსტებით მღეროდნენ, რომელთა შინაარსიც ხასანბეგთან არ იყო დაკავშირებული.
ზოგი "ვეფხისტყაოსანს" იყენებდა, ზოგი "თამარიანს", ზოგი ხალხურ სატრფიალოებს და ა.შ.
თუ "ხასანბეგურას" მუსიკალური კუთხით განვიხილავთ, მაშინ ეს სიმღერა ჩვეულებრივი მაყრულის ტიპის სიმღერაა, რომელიც აჭარაში იყო გავრცელებული.
მე დავდებ აქ 4 ვარიანტს.
პირველი არის აჭარული "ხასანბეგურა".
მეორე და მესამე არის გურული.
მეორე ვარიანტში კარგად ჩანს გარდამავალი ეტაპი "ხასანბეგურას" თავდაპირველ (აჭარულ) და გართულებულ გურულ ვარიანტებს შორის.
"ხასანბეგურა" - აჭარული - ასრ. ომან ფასანიძე, ნურიელ მგელაძე, ბაირამალ ირემაძე - ხულოს რაიონი, სოფელი საციხური, 1966 წ.
"ხასანბეგურა" - გურული, გარდამავალი - ფილიმონ ქორიძის გუნდი, თბილისი, 1900-ანი წლები
"ხასანბეგურა" - გურული, გართულებული - არტემ ერქომაიშვილის გუნდი, 1957 წ.
ეს კი ჩემი ერთგვარი ექსპერიმენტია.
სადაც აჭარულ ხასანბეგურას დავადე კრიმანჭული და ისე შევასრულეთ კონცერტზე:
"ხასანბეგურა" - ქართული ხმები 2007 წ.
This post has been edited by ვეშაპო on 11 Mar 2009, 02:47