აგერ დაგიდებ, მარა "სუგუბო" გლეხურია და არ გაგიკვირდეს.
ნამგალო - კასპის რაიონი, 1967 წ., ივეტ გრიმოს ექსპედიცია
ხორუმი ჭიბონზე - ვასო ირემაძე, ქედის რაიონის სოფელი დანდალო
განდაგანა (ყოლსამა) ჭიბონზე - ვასო ირემაძე, ქედის რაიონის სოფელი დანდალო
განდაგანა (ყოლსამა) ჭიბონზე - II ვარიანტი - ვასო ირემაძე, ქედის რაიონის სოფელი დანდალო
განდაგანა (ყოლსამა) ჩონგურზე (ვიდეო) - იუსუფ ვერულიძე
ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა იმის შესახებ, არის თუ არა "ხორუმი" მებრძოლთა, მეომართა, მზვერავთა და ა.შ. ცეკვა-ფერხული.
პონტოელი ბერძნების, ქურთების, თურქების და ნაწილობრივ ლაზების "ჰორონი" (ხორუმი), თავისი მუსიკითაც, რიტმითაც, მეტრითაც, ზომითაც და განწყობითაც განსხვავდება ქართული ხორუმისაგან და შედარებით მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
მართალია თავიდან ნელა იწყება და ბოლოში ძალიან ენერგიული, სწრაფი და ცეცხლოვანი ხდება, მაგრამ მაინც მშვიდობიანი ცეკვაა.
ხოლო აქეთ, მესხური მოდგმის ხალხში (აჭარლებში და გურულებში) უკვე აშკარად იგრძნობა, რომ ამ ცეკვას მეომრული სული უდგას.
აქ მე მაგალითისთვის დავდებ 2 ვიდეოს, სადაც ხორუმს ასრულებენ აჭარლები და ცეკვის ბოლოს ხორუმის თავკაცი (ხორუმბაში) აშკარად დაჭრილს განასახიერებს, რომელიც ბრძოლის ველიდან გაჰყავს თავის რაზმს:
აჭარლების ხორუმი (ვიდეო) - ხულოს რაიონი, სოფ. ხიხაძირი, უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა", ხელმძღვანელი და ხორუმის თავკაცი (ხორუმბაში) ენვერ ხალვაში
აჭარლების ხორუმი (ვიდეო) - ჭიბონზე უკრავს ლეგენდარული "ქოჩახელა" (ედემ სურმანიძე)
ეხლა დავდებ გურულების ხორუმის ვიდეოს:
გურულების ხორუმი (ვიდეო)რაც შეეხება გურულების ხორუმს, ის გაცილებით აგრესიულია, ვიდრე აჭარლების ხორუმი. მასში აშკარად ჩანს საბრძოლო განწყობა, ილეთებიც გაცილებით რთულია. მონაწილეები იარაღითაც კი ცეკვავენ, ზოგი ხანჯლით, ზოგი დამბაჩით და ა.შ.
აქვე შესადარებლად დავდებ პონტოელი ბერძნების "ჰორონის" (ხორუმის) ვიდეოს
პონტოელი ბერძნების ჰორონი (ხორუმი), (ვიდეო) ერთ-ორ სიტყვას დავწერ ასევე მუსიკოსების მნიშვნელობაზე ბრძოლის დროს:
ძირითადად ბრძოლაში შესვლისას იყენებდნენ ბუკს, ნაღარას (დასარტყამი), ჯოხებიან დოლს, ზურნას, სტვირს.
"ჰკრეს ბუკსა და ნაღარას"-ო გვამცნობს მატიანე.
ასევე აჭარლები (ამ შემთხვევაში) ბრძოლაში შესვლისას იყენებდნენ ჭიბონს და ჯოხებიან დოლს.
ხორუმი ჭიბონზე და ჯოხებიან დოლზეაქ აშკარად შეიგრძნობა საბრძოლო განწყობა.
სხვათაშორის, ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა იმ ხალხს, ვინც ბრძოლაში შესვლისას უკრავდა.
თითქმის არა ნაკლები, ვიდრე მედროშეებს.
ეს ორი კასტა, აუცილებელი იყო საბრძოლო წყობის შესანარჩუნებლად და მათ სპეციალური დაცვაც ყავდათ.
მედროშეები წინ მიუძღოდნენ რაზმეულებს, ხოლო დამკვრელები ბოლოში მიყვებოდნენ.
უშუალოდ ხელჩართულში გადასვლისას ეს უკანასკნელნიც ბრძოლაში ერთვებოდნენ.
რჩებოდნენ მხოლოდ მედროშეები, რომელთაც დროშა აუცილებლად მაღლა უნდა სჭეროდათ, რათა მისი რაზმეულის წევრები შორს არ შესულიყვნენ მტრის რაზმში და თავის რაზმს არ მოწყვეტოდნენ.
ყველაფერი ატვირთულია რაპიდზე, რათა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც ისარგებლონ
This post has been edited by ვეშაპო on 23 Feb 2008, 02:19