archil_gelashvili"სად ერეკლე და სად იმერეთი"-ო, მასე ტერიტორიულად თუ მივუდგებით ფოლკლორი დაზარალდება.
მე ზოგადად არ გამოვრიცხავ, რომ იმერლები რასაც მღერიან რეჯებ-ხანზე, უფრო ძველი მელოდია იყოს, ვინემ ეგ საფანდურო ვარიანტი.
სიმღერა "ავთანდილ გადინადირაც" და "რეჯებ-ხანიც" (იმერულ ვარიანტს ვგულისხმობ) ორივე მესტვირულის ტიპისაა.
ანუ, ის მელოდია, რაც ჩონგურზე იკვრება ამ ორი სიმღერის შემთხვევაში, არის მესტვირული მელოდია, რაც ქართულ მისუკალურ ფოლკლორში ერთერთი ძველთაგანია.
საკუთრივ ლექსი "რეჯებ-ხანი" ხალხურია და მოგეხსენება, ერეკლე მეფეც დიდად პატივცემული და სახელგანთქმული იყო როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ეგ კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც კი იცნობდნენ მას და ზოგან ლეგენდებიც კი დადიოდა მასზე.
მასე თამარზე ქართველების გარდა, მთელ ჩრდილოკავკასიაში აქვთ ლეგენდები და სიმღერები.
ამიტომ არაა გასაკვირი, თუკი იმერლებს აქვთ სიმღერა ერეკლეზე.
მითუმეტეს, ერეკლეს მჭიდრო კავშირი ქონდა იმერეთთან.
ბოლობოლო, საკუთარი ქალიშვილი იმერეთის მეფის, სოლომონის ძმას, არჩილს მიათხოვა.
სოლომონიც ძმადნაფიცი იყო მისი.