" მოვლენა თუ საგანი, მაშინ არის ღირებული, თუ მას გააჩნია ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალება" -ურყევი კრიტერიუმი ნებისმიერი რამის შეფასებისას და საბედნიეროდ ქართული ხელოვნების. იმისათვის რომ, "ქართული ეროვნული ხელოვნება შევინარჩუნოთ და განვავითაროთ," 21-საუკუნის მოდერნისტულ პრიზმაში გავატაროთ, ცუდი არ იქნებოდა ჩვენი წარსულისათვის გადაგვევლო თვალი; საქართველო ყოველთვის იდგა კულტურული თვითმყოფადობის წალეკვისა და გადაშენების წინაშე და ეს მხოლოდ გლობალიზაციისა თუ ამ საუკუნის მონაპოვარი არ არის და მიუხედავად ამისა ყოველთვის ინარჩუნებდა, ანვითრებდა და განავრცობდა თავის ინდივიდუალურობას. ამისი ბევრი, დასაფიქრებელგასააზრებელი მაგალითი არსებობს. პარალელს თავად გაავლებთ, თავს არ მოგაბეზრებთ ზედმეტი"პირუტყვული სერიოზულობით":) და მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან. მაშ ასე, ძალიან მოკლედ:
1. კოლხური კულტურა( ძვ.წთ. აღVIII-Iსს(პირობითად) მაშინ ყალიბდება და ძლიერდება, როდესაც, მსოფლიო ასპარესზე ბერძნული ცივილიზაცია გამოდის და თავის კოლონიზატორულ გავლენას ყველგან ამკვიდრებს. მსოფლიო ბერძნული კულტურით "იწამლება"(კარგი გაგებით,მაგრამ, მაინც იწამლება

საქართველოში ისევე, როგორც, სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით შედის ბერძნული ნაწარმი, იდეოლოგია და აშ, სწორედ ამ დროს ერთი ციცქნა საქართველო, რომელსაც მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტი აქვს საბერძნეთთან ქმნის სახელმწიფოს, სადაც ფიქსირდება ცივილიზაციის განმსაზღვრელი ყველა ელემენტი, რის შედეგადაც რასაკვირველია იქმნება ხელოვნების უნიუკალური(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვას; უნიკუმს) ნიმუშები, არა ბერძნული გავლენითა თუ მიმბაძველობით, არამედ,მხოლოდ ქართული-კოლხური თვითმყოფადი ხელოვნებისთვის სახასიათო. ალბათ,ყველას გაინტერესებთ თუ როგორ მოახერხა კოლხეთმა ბერძნული კოლონიზატორული რეჟიმის ფონზე ამის გაკეთება? გამოკვლევებმა დაადგინა, რომ, კოლხები ზედმიწევნით კარგად სწავლობდნენ ბერძნების მიღწევებსა და მეთოდებს. ასე,რომ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბერძნული კულტურის სიღრმისეული შესწავლითა და ინდივიდუალურად გადამუშავების შედეგად იღებდნენ ხელოვნების ულამაზეს ნიმუშებს და ქმნიდნენ ზემოთ ნახსენებ თვითმყოფად ხელოვნებას

)))
* * *
ნიკო ჭავჭავაძე მთლად ასე არ ფიქრობს

მცირე ამონარიდი მისი წიგნიდან "კულტურა და ღირებულებები";
"კუტურა მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი ფენომენია,იგი მოიცავს ყველაფერს რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი,ამიტომ,შეიძლება ითქვას,რომ კულტურა არის ადამიანის ნააზრევის, მისი შრომის, შემოქმედების ნაყოფი. კულტურის ისტორია ფაქტიურად ადამიანის,ადამიანური სამყაროს ისტორიაა. ამიტომ ფიქრობენ,რომ კულტურა არის ადამიანისა და ადამიანური სამყაროს ჰუმანიზაციის უმთავრესი მიზნებისა და საშუალებების ერთიანობა".