ეჰ, მეგობრები, საშინლად ავცდით თემის მიზანს.
აბა ახლა საწყენად ნუ მიიღებთ და ეს ყველაფერი სერიოზული საუბარია?
გავიგეთ ქვემოთჩამოთვლილი გარემოებები:
1. მე თეატრი არც მეჯავრება, არც მძულს და არც მიყვარს, უბრალოდ თეატრით სიამოვნებას ვერ ვიღებ.
2. თქვენ სპექტაკლების ყურებით იღებთ სიამოვნებას.
გავიარეთ ესენი.
ახლა:
თეატრს წარმოდგენის, რეალობასთან მიახლოების შესაძლებლობები შეზღუდული აქვს. ეს ფაქტია.
მე ვამტკიცებ (და ამაზე ერთი ცალი გამოხმაურება არ ყოფილა, რომ ტყუილია), რომ ეს არა არჩევანია რამოდენიმე შესაძლებლობას შორის, არამედ გარემოება - თეატრში ბევრი რამ ვერ დაიდგმება, ან თუ დადგამ, კომიკურობამდე მიხვალ.
მერე ამ გარემოებას მხოლოდ იმით პასუხობთ, რომ თურმე ფანტაზია უნდა მოვიშველიოთ და ეს კარგია.
მე ვამბობ - კეთილი, მოიშველიეთ ფანტაზიაც, როგორ შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს გზა ან პირფერობაა, ან ტყუილი.
მაგრამ
უფრო მეტი ფანტაზიის მოშველიება შეიძლება საერთოდ წარმოდგენის არნახვით და პიესის ან მოთხრობის წაკითხვით. შესაბამისად, ესეც ელემენტარული ’გამოსავალი პასუხია’.
რატომ?
სანამ შემეკამათებოდეთ გაითვითცნობიერეთ ჩემი არგუმენტი:
იმიტომ რომ თქვენ არ გიწევთ არჩევა - ორი გაფუჭებული დუბლი ნახოთ წარმოდგენაზე, თუ ერთი, შთამბეჭდავი (სიტყვას დაუკვირდით!) სპეცეფექტები ნახოთ თუ იღლიაში გარჭობილი დანა, ზღვის ტალღები თუ კარდონის სასაცილო ყანყალი - თქვენ ამ შეზღუდულ შესაძლებლობებს ეგუებით, ასარჩევი არც არაფერია. ასარჩევია მაგალითად კინოში ნახოთ თუ არა ორი ცალი დუბლი ზედიზედ, ერთი კარგი ერთი უკეთესი. არის ამის დაკვეთა ინდუსტრიაში? ნტ, არანაირად.
სად ვნახულობთ ასეთ რამეს?
კინოს ბოლოს
რას ვაკეთებთ?
ვიცინით.
დალშე:
თავი გავანებოთ ტექნოლოგიურ ’ზასტოის’ - ამაზე არც მეკამათებით და არც ღირს - ფაქტია რომ ეგრეა. თეატრი თავიდან იყო მაგია-მითოლოგიურ რიტუალებთან დაკავშირებული ცერემონიები, ნელ-ნელა გადაიქცა იმად, რაც არის. დარჩა ასე.
ამის შემდეგ მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ
ა.) მსახიობია მთავარი ობიექტი (?) - გაუგებარი და დაუსაბუთებელი დებულება. მსახიობი მთავარი 6 წლის ბავშვისთვისაა, დუტას რომ დაინახავს და მთელ დარბაზში მის სახელს რომ იყვირებს. კი ბატონო, უტრირებაა ცოტათი, მაგრამ იმის თქმა, რომ წარმოდგენის ხივლის ’მიზანი’ და არა ’საშუალება’ მსახიობია, ეს თეატრის უკრიტიკ-ოსოდ გალანძღვაა.
ბ.) ’ერთი ცდის’ ინტრიგა - ამას პასუხი გავეცი ზემოთ, + ამიტომაც შევადარე ცირკს. კაი ახლა, არა მგონია ძნელი გასაგები იყოს პარალელი.
გ.) ’სული’, ’განცდა’ ’სიძველის სუნი’ და მსგავსი, ანუ რაციონალიზაციას ვერ ახდენთ. რაც იმის ნიშანია, რომ არ ვიცით რატომ დავდივართ. იმიტომ რომ ეს თემა პოეზიის საღამო არ არის, მე ჩემი თავი გამოვიწვიე იმის გასაცნობიერებლად, თუ რატომ არ მომწონს თეატრი, იგივეს ველი თქვენგანაც. გააზრებაა საჭირო და არა ე.წ. ემოციური პათეტიკა (მე მაპატიეთ). ეგეთი რამ მეც შემიძლია - ვიტყვი, რომ რაღაც სიყალბის გრძნობა მღრნის თეატრში, დავიხურავ ქუდს და წავალ. მაგრამ ტოპიკი
შემეცნებითი მინდა რომ იყოს, სადაც ყველა ჩვენს მოქმედებას ’გავიგებთ’ და არა ერთმანეთს ჭეშმარიტებას დავუმტკიცებთ.
არც ეს პასუხებია ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ ’სიყალბეს’ აქვს ადგილი, არა, ამას არ ვამბობ. მაგრამ ნება მომეცით პატარა ეჭვი დავიტოვო, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ’მაავტომატიზირებელ კონფორმიზმთან’.
მიგვიყვანეს თავიდან თეატრში. გვითხრეს მაგარიაო. ახლა მოგვწონს

კვადრატ მალევიჩა რა მოკლედ რომ ვთქვათ
This post has been edited by კრიტიკ-ოსი on 4 Feb 2008, 18:33