წრაწიკიჩისაინტერესო თემაა მართალია სულ ეხლახანს დავიწყე რუსთველოლოგიის შესწავლა მაგრამ მაინც ჩაგერთვებით...
პროლოგში რუსთაველი ორჯერაა პოემის ავტორად
დასახელებული:
„დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლ***ცენზ^ურა***სობილი,
აქმდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.“
და კიდევ: „მე რუსთველი , ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი...
რუსთველი პოემის ავტორად მოხსენიებულია სხვა ლიტერატურულ წყაროებშიც.
XVI საუკუნის დასაწყისის ქართველი მწერალი სერაპიონ საბაშვილი აღნიშნავს, რომ
რუსთაველმა შეამქო ის, „ვინ სოფელი დაამშვენა“ აქ თამარ მეფე იგულისხმება ამავე
საუკუნეში სპარსულიდან გადმოთარგმნული „ზილიხანიანის“ შესავალში
ვკითხულობთ:„თუმცა ხელქმნილი რუსთველი თინათინს აქებს არ. ავსა, ნესტან-დარეჯანს
ბროლ-ვარდსა, გიშრის მელანით სარავსა“.
დიდი პოეტის სახელი, შოთა, პოემაში არ გვხვდება, მაგრამ სხვადასხვა
ლიტერატურული წყაროთი. ასე, მაგალითად, XVIII საუკუნისს ცნობილი პოეტი
თეიმურაზ I ერთგან აღნიშნავს: „ესენი“ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შოთა რუსთველმან
შეამკო არსთა მკობითა.“
რუსთაველი გვარი არ არის, მხოლოდ ზედწოდებაა დარუსთავის მფლობელს უნდა
ნიშნავდეს ამ დროს საქართველოში კი ორი რუსთავი იყო: ჰერეთსა და მესხეთში.
ზოგიერთი ლიტერატურული წყარო, მაგალითად, XVIII საუკუნეში შექმნილი
„არჩილიანი“, განსაკუთრებით კი ხალხური გადმოცემები, რუსთაველს თვლის მესხად.
ეპილოგში მოცემული სიტყვები: „ვპერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.“
კვლევართა აზრით პოეტის მიმბაძველის მიერ უნდა იყოს ჩართული და შემდეგნაირად
უნდა წავიკითხოთ: მე, ვინმე მესხი მელექსე, ამას რუსთველის მიბაძვით ვწერ. მართალია
დამოწმებული ტაეპი რუსთველის მესხობის დასამტკიცებლად არ გამოდგება, მაგრამ
მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან პოეტმა მშვენივრად იცის ხელოვნების
თეორია და ამ თეორიას თანამედროვე პოეტებსაც ასწავლის. მესხი მელექსე რუსთველის
სკოლის პოეტია, მაგრამ იგი არ არის თვითონ რუსთაველი. რა თქმა უნდა, სავსებით
შესაძლებელია, რუსთველიც მესხი ყოფილილყო, მესხეთის რუსთავის მფლობელ-
მეპატრონე.
მეცნიერთა აზრით, შოთა რუსთაველი საქართველოს სემეფო კარის
მეჭურჭლეთუხუცესია, რომელმაც ხანდაზმულ ასაკში შეაკეთებინა იერუსალიმის ჯვრის
მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე
წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებელსა
და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს. რუსთველის სხვა
ნაწარმოებები, გარდა “ვეფხისტყაოსნისა“ ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს პოემა დაწერილი
უნდა იყოს 1189-1207 წლებში. ლეგენდარული თამარ მეფისა და მისი მეუღლის ზეობის
ხანაში. თუმცა პოემის უზველესი ხელნაწერი XVII საუკუნითაა დათარიღებული. პოეტი
მოწიწებით ახსენებს მეფე-პატრონებს, ვის საქებრადაც დაუწერია “ხელის-ხელ
საგოგმანები“ “ვეფხისტყაოსანი“:
“მიბრძანეს მათა საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“
ავტორი ამ პოემსა როგორც ვიცით არის შოთა რუსთაველი ან უფრო სწორედ რუსთველი; პირველად რუსთველი მოხსენიებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილის მიერ,მისსავე ნათარგმნ "იოსებიზილიხანიანში"...შემდეგ XVII საუკუნის პირველ წლებში კახეთის მეფის დავითის მიერ თარგმნილ "ქილილა და დამანაში"....შემდეგ უფრო და უფრო ხშირია მისი ხსენება...
მათ პოემის ავტორის ვინაობა გაიგეს იმ სტოფებიდან,რომლებიც დართული ქონდა როგორც პროლოგს ასევე ეპილოგს.
პროლოგში ნათქვამია:
დავჯე, რუსთველმან გავლექსე,მისთვის გულ-ლახვარ-სობილი (7)
მე, რუსთველი,ხელობითა,ვიქმ საქმესა,ამადარი (8)
ეპილოგში:
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა (1665)
ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა (1669)
მართალია ავტორი არსად არ აღნიშნავს რომ მას შოთა ქვია,სამაგიეროდ ხაზგასმით ამბობს რომ რუსთველია... მაგრამ, რა გარანტიაა რომ ეს სტროფები ნამდვილია და არა ჩამატებული.
არავითარი გარდა ერთი მოსაზრებისა.ხელაღებიტ პროგის უარყოფა არ შეიძლება.წარმოუდგენელია რომ პოემას რამე შესავალი არ ქონოდა.დასაწყისში უნდა ყოფილიყო: მიმართვა ღვთისადმი (1-2),შემდეგ მეფის ქება (4-19),მსჯელობა ზოგიერთ განყენებულ სახეზე და პოემის შინაარზე (12,13,16,17,20,21,22-17)
ამრიგად პროლოგის სედგენილობა ასეტი უნდა იყოს 1,2,4,19,8,3,6,12,13,15-17,11,20-27,9 სტროფები...
რა ვიცით რუსთაველზე? ფაქტობრივად არაფერი...აღორძინების ხანის დასაწყისამდე არსად არაა მისი ხსენება.ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ იგი იდევნებოდა.იგნორი იქამდე მიდის რომ პოეტის სახელიც კი არ ვიცით.ცნობა იმის შესახებ რომ ვეფხისტყაოსნის ავტორია შ ო თ ა, უნდა მოდიოდეს ქართველთა ჯვრის მონასტრიდან პალესტინაში. ჩვენში დიდი ხანი ერსებოდა ლეგენდა რომ რუსთაველი იყო მეჭურჭლეთუხუცესი და რომ მან თავისი ცხოვრების უკნასკნელი წლები იერუსალიმის მახლობლად გაატარა ჯვრის მონასტერში... ამავე დროს ჯვრის მონასტრის ქართული "სვინაქსირის" აღაპთა შორის იკითხება ერთი აღაპი რომელიც მიწერილი უნდა იყოს არაუადრეს XIV საუკუნისა: "ამასვე ორშაბათსა აღაპი შოთაისი,მეჭურჭლეთუხუცესისაი". ამგვარად "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" და სვინაქსირის "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" ერთი და იგივე პირია,სახელდობრ ვეფხისტყაოსნის ავტორი. ეს დასკვნა 1643 წლის მახლობლად ნიკიფორემ გადმოიტანა ჯვრის მონასტრის სვეტზე,სადაც გამოხატულია მაქიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი,რომელთა წინაშე მუხლი მოუყრია ერთ დიდებულ ქართველს წარწერით: " ამისა დამხატავსა შეუნდოს ღმერთმან ამინ." ეს წარწერა სურათის მარცხენა მხარეზეა,ხოლო მარჯვენა მხარეზე მიწერილია "შოთა რუსთაველი".
19-20 საუკუნის მკვლევარებმა ისტორიულ წყაროებში დაიყეს შოთა რუსთაველის ძებნა.გარდა ზემოტ დასახელებული 2 პირისა 1)სვინაქსრის შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა და 2) მონასტრის სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველისა,პოემის ავტორად მიჩნეულია შემდეგი შოთა: 3) შოთა ართავაჩოს ძე... და 4) შოთა კუპრი...
შოთა ართავაჩოს ძე როგორც1177 წლის აჯანყების მონაწილე და ერთ ერთი ინიციატორი,ჩავარდნილა გიორგი მეფის ხელში და სიკვდილიტ დაუსჯიათ....
შოთა კუპრს კი ისტორიკოსი ახასიატებს როგორც "არარათა ნიჭთა და ზნეთა მქონებელი",ასეთი კაცი კი ასეთ პოემას ვერ დაწერდა....ამრიგად მისი სახელი გაურკვეველია...
რაც შეეხება საიდანაა წარმომდგარი რუსთაველი?აქ ირი ვარიანტია დაბა რუსთავი მესხეთსი და კახეთის რუსთავი... თეიმურაზ ბაგრატიონმა გამოთქვა პირველად აზრი რომ შოთა რუსთაველი დაბადებულა და ცხოვრობდა კახთის რუსთავში,სადაც ის გამგებლადაც ყოფილა...მის აზრს იზიარებ პავლე ინგოროყვა და ამას ამტკიცებს პოემაზე ქართული ენის იმ კილოს გავლენით რომელი ჰერეთი იყო... მკვლევართა მეორე რიგი პიქრობს რომ ავტორი იყო მესხეთის რუსთავიდან.ეს გამოვეულია "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა" ამ ტაეპის არასწორმა წაკიტხვამ...
დრესდღეობით ცნობილია პოემის 27 ხლნაწერი.აქედან ხოლოდ 13 შია ეს ტაეპი ნახსენები (სხვას ან საერთოდ არ ქონია ან დაეკარგა) და აქ ვკითხულობთ:
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა თემისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა თემისა"
"მე მესხმან ვინმე დავწერე ოქ რუსთავისა თემისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დამის"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა"
ხელნაწერთა მიხედვით უნდა იკითხებოდეს "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა"... რას ნიშნავს "რუსთველისად ამისა"? ეს ნიშნავს : ვწერ ამას ვინმე მესხი მელექსე, აი ამ "რუსთველის მსგავსად"... ასე რომ პოეტის მესხობის ამბავი გამორიცხულია....ეს ადგილი გულისხმობს არა პოემის ავტორს არამედ პოემის ერთ-ერთი დამატების ავტორს.ეს ადგილი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პოემის ავტორად რუსთაველს თვლიდა ის მესხი მელექსეც,რომელსაც ეს სიტყვები ეკუთვნის...
ნიკო მარმა 1902წელს თქვა რომ პოემის ავტორი არის იგივე ჩახრუხაძე,რომელსაც ტამარიანი დაუწერიაო. (მაგრამ მერე 1917წელს უარყო ეს აზრი).ამას კი იმით ამტკიცებდა რომ ავტორი ამბობს: "ჩემი აწ ცანიტ ყოველმან,მას ვაქებ, ვინცა მიქია"აქედან ჩანსო,ამბობს ნიკო მარი. რომ პოემის ავტორს წინათაც ქონია დაწერილი წება თამარისაო.თან ორივე ნაწარმოების სტილი ერთნაირიაო,ჩახრუხაძეც მესხიაო,და ორივეს ავტორს თამარი ყვრებიაო... დავიწყოთ იმით რომ ავტორი მესხი არ იყო....მეორე- პოემების მსგავსება (სტილი) აიხსნება იმით რომ ერთსა იმავე ეპოქაშია შექმნილი....და კიდევ ერთი პოემის ავტორისათვის თამარი არის "უწყალო ვითა ჯიქია",თამარიანის ავორი კი ამბობს "ვიცი მეწყალე" და "თვით მე გეწყალე"-ო...აშკარა შეუსაბამობაა...
ერტადერტი ხელმოსაკიდი დეტალი ავტორის ცხოვრებიდა არის პროლოგის სემდეგი სიტყვები: "მე, რუსთველი, ხელობითა, ვიქმ საქმესა, ამადარი,ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი" აქ გასარკვევია ორი რამ: სიტყვები - "ხელობითა" და "ვხელობ" პირველ შემთხვევაში (ხელობითა) იგულისხმება არა სიგიჟე არამედ თამანდებობა....მეორე შEმთხვევაში კი (ვხელობ) ლაპარაკია სიგიჟეზე... რაღაა ამადარი ? ეს თითქოს ნიშნავს - ამისათვის,ამიტომ,ამნაირად...
ამ სიტყვის ამგვარი წაკითხვა ქართული ენჰის თვალსაზრისით მიუღებელია.აქ უნდა იყოს არა ორი
("ამად არი" და "ამა დარი) არამედ ერთი სიტყვა მაგრამ არა "ამადარი" არამედ "ალამდარი" რაც მედროშეს ნიშნავს...ასეთი ინტერპრეტაციის შემდეგ პროლოგის სიტყვები შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ვიქმ საქმესა (იგულისხმება პოემის წერა) მე,რუსთველი,რომელიც თანამდებობით ვარ ა ლ ა მ დ ა რ ი (ე.ი. მედროშე) იმისა ვისაც მორჩილობს ჯარი სპათა და ვისთვისაც გაგიჟებული ვარო....
მეორე თხზულება რომელსაც რუსთაველს მიაწერენ არის თურმე "ქებანი"...ამის ამსავალია პროლოგის სემდეგი ადგილი: " ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეულ"... " ვთქვენი" წარსული დროის ზმნაა და მაშასადამე უჩვენებს რომ პოეტს სანამ ის ვეფხისტყაოსანს დაწერდა დაუწერია "ქებანო"... ამას ასევე ადასტურებსო "მას ვაქებ,ვინცა მიქია"-ესეიგი იმას ვაქებ ვინც აქამდე მიქიაო... (და საერთოდ ეს ადგილი უნდა იკითხებოდეს ასე "მას ვაქებ ვინ ცამ იქია"... და ეს გადამწერების შეცდომაა) მაგრამ ამ შEმთხვევაში სავარაუდოა რომ ავტორმა შესავალკი დაწერა პოემის დამთავრების შემდეგ,როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე.დსა ამ "ვინცა მიქია"-ში იგულისხმება მისი ქება უკვე დაწერილ პოემაში...
***
ქართული და სომხური მატიანეებიდან ცნობილია რომ დემნა ბატონიშვილი თავისი სიმამრი, ივანე პრბელის,მხარდაჭერით აუჟანყდა ბიძამისს გიორგი მესამეს და ტახტის დათმობა მოსთხოვა,მეფემ შეიპყრო და თვალები დასთხარა და დაასაჭურისა,რის შედეგადაც ის გარდაიცვალა...
თ.ერისთავს არ სურს ამის დაჯერება,ის ქმნის ჰიპოთეზას,რომ დემნა გადაურჩა დასჟას და საქ-დან გადაიხვეწა;რომ მას უყვარდა თამარი და თამარსაც უყვარდა იგი,მაგრამ ამის გამჟღავნება შეუძლებელი იყო,რადგან ისინი ბიძაშვილები იყვნენ.სიყვარულში იმედგაცრუებულმა და პოლიტიკაში დამარცხებულმა დემნამ დაწერა პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც ტარიელის სახეში თავის თავს გულისხმობდა და ნესტანში კი თამარს.მაგარამ თხზულებას თავისი სახელით ვერ გაავრცელებდა და მისი ავტორობა რუსთაველს მიაწერა.დემნას ნამდვილ ბიოგრაფიას თ.ერისთავი პოემის სიუჟეტში ხედავს.
თ.ერისთავი რომ პოეტი შოთა რუსთაველი არის მემატიანე,მას დაწერილი აქვს თამარ მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა.შემდეგ უკვე საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს: დემნას წაუკითხია თურმე რუსთაველის მატიან,მაგარად მოსწონებია და მის სახელს ამოეფარა....და შოთა რუსთაველი კი არ დაირქვა არამედ რუსთველი (რადგან სრული იდენტურობის შექმნა არ სურდა)
პ.ს. რავიცი მე მეეჭვება ეგ ამბავი და.....
***
1917 წელს გამოვიდა ნიკო მარის შრომა რომელიც ამტკიცებს რომ პოემის ავტორი არის მაჰმადიანი ქართველი.XIVს-ის მკვიდრო გამაჰმადიანებული მესხეთისა,საბუთად მოჰყავს: 1.პოემაში გვხვდება არაბულ-სპარსული სიტყვა ტერმინები. 2.ავტორიო არისო ერთი ღმერთის აღმასარებელიო,ის არსად არ ახსენებს სამებას,ღვთისმშობელს ან წმინდანებს. 3.ყველა მოქმედი პირი მაჰმადიანია. 4.სიუჟეტი და ფაბულა პოემისა მაჰმადიანურია. 5.ავტორს არ მოჰყავს ციტატები საღვთო წერილიდან.
მოქმედება ხდება მაჰამდიანურ ქვეყანაში და რა საკვირველია რომ პოემაში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მაჰამდიანური წრე,ამიტომაცაა სიუჟეტიც და ფაბულაც მაჰმადიანური. როდესაც ნიკო მარი ამბობს რომ ერთ ღმერთს აღიარებსო, ერთ ღმერთს აღიარებს ქრისტიანობაც და იუდაიზიც.მოთხოვნა იმისა რომ პოემაში სამება,ღვთისმშობელი არ მოიხსენიება ჩემი აზრით უაზრობაა. მხატვრული ნაწარმოები "ლოცვანი" და "სინაქსარი" ხომ არაა? ნუ ნუკო მარი ბოლომდე არ შერჩა ამ აზრს და საბოლოოდ მაინ ის უარყო.
პოეტი რომ ქრისტიანია მჟღავნდება შემდეგში:
1.იცნობს ქრისტიანობის ზოგ რიატუალურ მოვლენას.
2.იცნობს ძველი და ახალი აღთქმის წიგნწბს
3.პოეტმა იცის საიდუმლო რომელსაც ზიარება ეწოდება და იცის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული რომელსაც "არდგომა" ან "აღვსება" ეწოდება,რომლის სიმბოლოდ წითელი ფერი იყო მიღებული...
"მოედანს დავდგი კარვები,წიღთლისა ატლასებისა
მოვისა სიძე,გარდახდა,დღე ჰგვანდა არს აღვსებისა"
პოეტი ზედმიწევნით იცნობს ბიბლიას.რაც კარგად სჩანს პროლოგში. "რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს,მუშა მიწყივ მუშაკობდეს მეომარი გულოვნობდეს" ამ შემთხვევაში ის იმეორებს პავლე მოციქულის სიტყვებს "თვითოეული ადამიანი უნდა ადრჩეს წოდებაში-რომელშიც ის მოწოწდებულია." ასევე ფრაზა "რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია" გამეორებაა იმ აზრისა რაც სახარებაშია-"როემლმან მოიპოვოს სულითვისი ,წარწყმიდოს იგი და რომელმან წარწყმიდოს სული თვისი მოიპოვოს იგი" და კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება...
დაინტერესების შEმთხვევაში გაგრძელება იქნება
И всё-таки, в дерьме что-то есть... Миллиарды мух не могут ошибаться!