არ ვიცი, ვისი სიტყვებია, მაგრამ დღე და ღამე თეატრში ყოფნას ჯობია, ზოგჯერ სკოლაშიც იარო და ნუ იმეორებ ჯაბა კილაძის სიტყვებს

როგორი მსახიობიც არ უნდა იყოს ზემორეხსენებული
"ვუნდერკინდზე" ვიყავი - მაშ ასე:
სპექტაკლი პრაგონზეც მაქვს ნანახი ივნისში და თავიდანვე ვიტყვი, რომ მაშინ უკეთ წავიდა, ბევრად უკეთ, ვიდრე დღეს.
რაც შეეხება ზოგად შთაბეჭდილებას:
მთავარ როლებში იხილავთ მარლენ ეგუტიას და დათა თავაძეს.
პირველის კლასი იგრძნობა, სტაბილურად მიყავს როლი, დღეს ვერ იყო ფორმაში, მაგრამ პრაგონზე, ივნისში, სერიოზულად შემეშინდა, ისეთი დამაჯერებელი იყო გადაყრუებული ნაცისტის როლში. დღეს თამაშობდა დუნედ, ხშირად უინტერესოდ. თუმცა, ფაქტია, რომ ამ რთული როლის დაძლევა მას კარგად შეუძლია.
მეორე - (ძირს სუბიექტურობა) - სახის ასეთი გადაწყვეტა მე არ მომწონს. თავაძის პერსონაჟი სპექტაკლის სულ დასაწყისიდან სულ ბოლომდე ეგზალტირებულია. არ ვიცი, ეს რას და ვის დავაბრალო. მსახიობის გამოუცდელობას, თუ რეჟისორს, რომელიც ითხოვს ასე თამაშს. მოკლედ, დღევანდელი პრემიერიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ბ-ნი თავაძე ფინალთან ახლოს სცენაში (შორს, სიმაღლეზე რომ ჰიტლერის სიტყვებს წარმოთქვამს, გერმანულ-ქართულად) იყო ძალიან კარგი. (ერთადერთი ტაში სპექტაკლის მსვლელობისას! ხომ ხედავთ, მაყურებელიც მეთანხმება

) და ასევე სულ ფინალში იყო სრულებით კარგი - სადაც მასწავლებელს აშანტაჟებს.
დანარჩენ სპექტაკლში - შიგადაშიგ საინტერესო და შიგადაშიგ საშუალო. (ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია

)
რაც შეეხება დანარჩენს და კიდევ უფრო მთავარ მომენტებს:
მაჩვენეთ, ვინ თარგმნა ტექსტი! საკუთარი ხელით უნდა დავახრჩო! სტივენ კინგის რომანი, რომელშიც მოქმედება 1990-იან წლებში ხდება, ქართულად "ფრიად", "ეგზომ" და ასეთი კვაზილიტერატურული სიტყვებით არ უნდა ითარგმნებოდეს. ეს უბრალოდ სასაცილოა, პლუს - დანაშაული. მოკლედ, ტექსტი ცუდია. დიიიიდი ჩავარდნებით.
სცენოგრაფია-კოსტიუმები.... ღმერთო, მიტირეთ... ისევ უამრავი ჯართი სცენაზე. ისევ "მძიმე არტილერია" - რისთვის , რატომ?

კოსტიუმები არცაა სათვალავში ჩასაგდები. ფრიად უღიმღამო ნამუშევარია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ამ სპექტაკლს მეტი არ სჭირდებოდა.
განათება ... შედარებით არა უშავს, გააზრებულია, ფუნქციური. და არ ხდება ის, რასაც მე ყველაზე მეტად ვერ ვიტან- უაზრო დისკოტეკა, ყველა ფერის ერთად გამოყენება და გადანათებული სცენა. მოკლედ, ამაში +.
ოღონდ, ვინმემ უთხრას რეჟისორს, რომ ამდენი ბოლის გამოყენება სირცხვილია, უბრალოდ. ნახევარი სპექტაკლი სრულ ნისლში ზის მთელი დარბაზი და ხველება აყრუებს იქაურობას. მართლა მეტისმეტია. მეორე მოქმედების დასაწყისში, სანამ ფარდა გაიხსნებოდა და ავანსცენის ლუკიდან კიდევ ბოლი ამოვიდა, სიცილი ამიტყდა
და ყველაზე მთავარი: რეჟისურა.
ოოოო, აი, აქ კი მიტირეთ მწარე ცრემლით და ჭოლა დამიბრუნეეეეთ! სასწრაფოდ!

ეს არის გაუგებარი, პრეტენზიული (პლუს საშინლად გოიმური) მცდელობა, სცენაზე შექმნან შემზარავი სანახაობა - საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ მოგონებები, გოგოების მასოვკით - ხან იხრჩვებიან გაზით, ხან მთავარი გმირის ახალგაზრდა ორეული სასტიკად სცემს და ცეცხლში ყრის ორსულებს და ა.შ. და ეს იმდენჯერ ხდება სპექტაკლში, რომ ბოლოს უკვე ძროწოლისმომგვრელი კი არა, საშინლად სასაცილოა ყველაფერი.
ქორეოგრაფიული სექსუალური აქტის სცენა.... ღმერთო, რა შეგცოდეთ? თუ სპექტაკლის საერთო სტილისტიკა ასეთი რეალისტურია, რა ჯანდაბაა ეს სექსი ბალეტი?

ან მთავარი გმირი როდესაც სტუმრად მოსულ ებრაელ მათხოვარს კლავს ხანჯლით, ამიხსნას ვინმემ, რა საჭიროა მანდ "სლოუ მოუშენის" ეფექტი? გავიგუდე სიცილით. პირველ რიგში ვიჯექი და ზრდილობსი გამო მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. არადა, განათების დრამატული ცვლილება და შემზარავი მუსიკა მიმანიშნებდა, რომ რეჟისორი "ძააან ტაკოი" სცენას გულისხმობს აქ

მე კიდევ გამეცინა... და არა მარტო მე, მსურს აღვნიშნო.
მოკლედ, დიდი გაუგებრობაა - და მთავარი მიზეზი ამ გაუგებრობისა, მე მგონი, ისაა, რომ რეჟისორი აშკარად გაიტაცა "სისასტიკეებმა" (სინამდვილეში რომ სასაცილოა და სულაც არ არის სასტიკი) და სრულებით დაავიწყდა, რომ თეატრი პირობითობაა და არა "ცხოვრების რეალისტური ასახვა". თუ ტექნიკურად არა გაქვს იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად რტეალისტურ ეფექტს მიაღწიო, მაშინ უნდა დააყენო ერთი ადგილი და არ უნდა დადგა წითლად განათებული, ბოლით გავსებული დერეფანი, რომელშიც საწყალ ებრაელ გოგოებს ყრის მხეცი გერმანელი და თან გაუთავებლად ყვირის: შნეეეელ! შნეეეელ!
საერთო ჯამში, ესაა ძალიან გაწელილი (უუუუუსაშველო და არასაჭირო პაუზები, გულისგამაწვრილებელი სენტიმენტალური მუსიკით დაშაქრული) სპექტაკლი, პრიმიტიულად აწყობილი დრამატურგიით, სადაც მსახიობებს არ ეძლევათ საშუალება, გმირი განავითარონ, მასში მომხდარი ცვლილებები აჩვენონ და ა.შ. შესაბამისად, ვიღებთ ძალიან ბრტყელ, ერთგანზომილებიან "ობრაზებს"... რაც ძალიან მალე, სპექტაკლის დაწყებიდან მე-15, მე-20 წუთზე უკვე მოსაბეზრებელი ხდება.
რიტმი იმდენად ჩაგდებულია, რომ ამას ვერავითარი წინასწარგანზრახვა და "მე ასე მინდა", "ეს გადაწყვეტაა" - ვერ გაამართლებს. მთქნარების მომგვრელი წამალია. არადა, რომანის თემა და სიუჟეტი ისეთია, რომ მთქნარებისთვის ვის უნდა ეცალოს...
და ბოლოს, "პაკლონზე" რეჟისორი არ გამოსულა. ნეტავ რატომ? ასეთი თავმდაბალია თუ პირიქით? ან იქნებ, სადღაც, გულის კუნჭულში მაინც გაუელვა აზრმა, რომ სპექტაკლი კაპიკად არ ვარგა და ტყუილად დატანჯა მაყურებლები და მსახიობები? არ ვიცი.
მოკლედ, ნახეთ და ვნახოთ, დამეთანხმებით თუ არა.
შემდეგი საპრემიერო ჩვენებები შედგება ხვალ, 2 ოქტომბერს და ასევე 7 ოქტომბერს.