ორი დღის წინ, სრულიად შემთხვევით, რაღაც თემას წავაწყდი. საბუნიას ეკაიფებოდნენ "შავი გაგების" ზედმიწევნით კარგად ცოდნაზე. რაღა დაგიმალოთ და მეც არ დავინდე ჩვენი საბა

და უკვე მერამდენედ წამოვაძახე 2-3 წლის წინანდელი ჩვენი დავა და კამათი. ცხადია ფორუმში ვკამათობდით, ეგ და ვაითა ქურდულ სამყაროს იცავდნენ, მე კიდე ვთათხავდი და ვლანძღავდი ყველაფერ "შავს"... საბამ "შენ კიდე რა შემეცი" ქვეტექსტით მანახე ბოლოს და ბოლოს ეგ თემა და შემეშვიო

რაღა დაგიმალოთ და მოვძებნე თემაც და ჩვენი "კაფიაობაც"...
საბასი არ ვიცი და მე იმ ღამეს გვიან დავიძინე, სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე უზარმაზარი თემა, ვერ გავჩერდი. იმდენი ვიცინე, ბოლოს პრესი მტკიოდა, ეჭვი მაქვს ოკეანის მიღმა საბაც ამ მდგომარეობაში იყო. მერე აღფრთოვანებულები ვწერდით ერთმანეთს "რა სირები ვიყავით ტო!"... მერე იმან ალბათ 2-3 წლის წინანდელი საბას გახსენება დაიწყო, მე კიდე ჩემი თავის. ბოლო PM-ი იყო მთლად გენიალური: მე - "ვაითა ისევ იქაა?

", საბა - "არა, ვაითაც გაიზარდა

"... ჰო, ჩვენ ყველანი გავიზარდეთ.
2-3 წელი რა ჯანდაბააო იკითხავთ თქვენ, ამ დროს რემაკრი მახსენდება: "ჩვენს დროში 1 წელი იძლევა განსხვავებას თაობებს შორის..." ჩვენც რაღაც უბედურება გვჭირს და იმ ძველ გერმანიას ვგევართ ეტყობა რაღაცით... ჩვენს დროში 1 წელი იძლევა განსხვავებებს თაობებს შორის...
ყველაზე მთავარი კი, რაც იმ საღამოს მერე ჩამრჩა, საბას სიტყვებია: "რა კარგია რომ ადამიანები ვვითარდებით..." ჰო, მართლაც რა კარგია, რომ 2 წლის მერე გვრცხვენია ჩვენი 2 წლის წინანდელი თავი... კარგი კი არა მაგარია, იმიტომ რომ ეგრე რომ არ იყოს, მოსაკლავად გვექნებოდა საქმე. მეც ვიცვლები, და თითოეული თქვენთაგანიც. დრეს დილით ანიას მესიჯი მომივიდა, სიზმარში გნახეო, ვითომ 4 წლის მერე ხდებოდა მოქმედებაო, მანქანა გყავდა და ვერ გცნობდი ისეთი როჟა იყავიო, კინაღამ დაგაღრჩვეო. მოკლედ მესიჯის შინაარსი ის იყო, რო "ეხლა კაი როჟა ხარ და სიზმარში ცუდი როჟა იყავი და არც გაბედოო!" და ისევ ამოტივტივდა ეს "ადამიანები ვიცვლებით" თავში. არადა რამდენიმე თვის წინ ვატკიცებდი: People Don't Change, They Just Can't! ამაყად მეყენა სკაიპში სტატუსად... "Need They?" მკითხა ჩემმა ერთმა მეგობარმა, მაგრამ ისე მკითხა, რო ამდენი ინგლისური არც იყო საჭირო, უფრო კახურად მოუხდებოდა: "Need, რო?", არ ვიცითქო ვუპასუხე მაშინ, მაგრამ დღეს ვიცი რო Need, Need და მერე როგორ...
აჰა, მეც დავიწყე ინგლისური სიტყვებით მეტყველება, გეგონება ქართული საკმარისი არ იყოს! საერთოდ სიტყვა "ქართულის" მიმართ ბოლო 2 თვის მანძილზე სრულიად შემეცვალა წარმოდგენა და საძულველიდან საყვარლამდე განიცადა ტრანსფორმირება. ნუ დღემდე ჩვეულებრივად მძულს ტრადიციული ქორწილები, ცეკვები, ქელეხები, შილა ჩადგმით და რაღაც, რაც არ მამახსოვრდება, ჩამოტარებით. მაგრამ რაღაცეების მიმართ არღარ ვარ გულგრილი. ვიცი რო ეხლა ნელ-ნელა ისევ იქეთ მივდივარ, რაზეც 3-4 დღის წინ ვწერდი. ვიღაცისთვის ეგ შეიძლება სულაც არ იყოს მოსაწონი, მარა ჩემთვის მოსაწონია, იმიტომ რომ სირაქლემობა დამღუპველი ტენდენციაა ზოგადად...
"ცხელი შოკოლადი" მოიტანა ბიძაჩემმა გუშინ. "კაია?" ვკითხე მე. "რავი, ომზეა რა.." მიპასუხა როგორც იცის ხოლმე. დღეს მაინც მთელი დღეა ვწევარ და ვიფიქრე წავიკითხავთქო. "კაია?" მკითხავთ თქვენ. "რავი, ომზეა" გიპასუხებდით მე, მაგრამ "რავი, პაციფისტურია" მირჩევნია. ვიკითხე, ვიკითხე და ბოლოს კიდე ერთხელ დავრწმუნდი რო ყველა ადამიანი მართალია და ამავდროულად ყველა ცოტას ცდება. მტელი ჟურნალი გაჟღენთილია გულისტკენით, პაციფიზმით და კიდე რაღაცით, რაღაცას "წერის კარგი მანერა" ქვია ალბათ, აი როგორი პონტია იცი, შეიძლება შინაარსი არც მოგწონდეს, რაღაცას არც ეთანხმებოდე, მაგრამ შეფუთულია ისე კარგად, რო გისწორდება კითხვა... ეგრე წყალივით გავიდა თავიდან ბოლომდე მთელი ჟურნალი, სადღაც სინდისმა შემაწუხა, სადღაც გული მეტკინა, სადღაც დავფიქრდი, სადღაც გავბრაზდი და ამასობაში ჟურნალიც დასრულდა. მერე გვერდით გადავდე, ომის წინ შეთეთრებულ ჭერს შევხედე და ვიფიქრე რო გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, პაციფისტი მაინც არ/ვერ ვარ... მერე ჩემი უფროსი გამახსენდა და მაგარი წინადადება, რომელიც მაგ პერიოდში თქვა: ქართველები ძალიან ვგევართ ხალხს, რომელსაც თავზე დიდი შუშის ხუფი დაახურეს, ყველაფერს ვხედავთ, ყველა გვხედავს, მაგრამ მაინც იზოლირებულები ვართ და გვგონია რო ბევრი რამე ჩვენ არ შეგვეხებაო. მე აფხაზეთის ომი არ მახსოვს, პატარა ვიყავი. ეს ომი კი მახსოვს, თუმცა მირჩევნია ალბათ არ მახსოვდეს. ეგრეა და მართალია ეს ჩემი უფროსი... ყველა ისე მივეჩვიეთ, რო ჩვენ მშვიდად ვართ, აქ ვართ და არაფერი არ შეგვეხება, რო როცა გაჩნდა შანსი, რო შეგვხებოდა, გული გაგვისკდა... ზოგს კურტკებით გვეძინა, ზოგი ბარგს ვალაგებდით, ზოგი ახლობლებს ვჩხრიკავდით ბაქოსა თუ ერევანში... ჩემმა დამ ფული გამომიგზავნა და "ოჯახის ბაქოში წაყვანა" დამვალა, ისტერიკაში იყო. მამენტ იმისიც მესმის. იმან თუ გაიგო ჩემი არ ვიცი...
ეხლა შეილება ვიღაცას აღიზიანებდეს სულამაზე ლაპარაკი და ფიქრობდეს "რაც იყო, იყო, ხო არ შეილება სუ მაგაზე ფიქრი", ეგეც მართალია თავისი კუთხით, ბაზარი არაა. ოღონდ მე ჩემი კუთხით ვარ მართალი. რაღაც დოზით მეც პაციფისტი ვარ. რაღაც დოზით მეც ვფიქრობ რო მიქარეს და რო იმ ხალხის დაბრუნება იარაღზე უფრო ტკბილი სიტყვით შეიძლებოდა, მაგრამ ბევრი "მე" ცხოვრობს ჩემში, ისევე როგორც თითოეულ თქვენთაგანში. ჰოდა ეს ბევრი მე ჭიდაობს და მოსვენებას არ მაძლევს. ყველაზე მეტი რა არი? ყველაზე მეტი ალბათ ბოღმა და ზიზღია... ეს "მილიტარიზაცია"-ც მაგარი პოპულარული სიტყვა გახდა ამ ბოლო ხანებში. ნახუი პაციფიზმი, ჩემში მიდის მილიტარიზაცია, აი ეგრე, შიგნით, მიდის სრული მილიტარიზაცია, ჩემი ოქრუაშვილები და კეზერაშვილები მყავს, ჩემი მომზადების პროგრამა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების პროგრამა... ის კია რა, სტრაიკის თამაში უნდა დავიწყო, ეგებ ის მაინც ვისწავლო, სანგარში როგორ უნდა იწვე, ან თავი როდის არ უნდა აწიო. მთავარი რაც მე გავიგე ისაა, რო აზრზე არ ვარ. მინდოდა წასვლა. განა რა, სახორცე მასალა რო ვიყავი არ ვიცოდი? ვიცოდი, მარა მაინც მინდოდა. რაღაცამ გაიღვიძა, არ ვიცი რა ქვია მაგას, სისხლი, გენი თუ რა, მარა ცხადია რო კედლებზე დავდიოდი ის დღეები. "თუ დადიოდი რატო არ წახვედიო" მკითხავთ. რავი მე... ეტყობა საკმარისად არ ვცადე, თორე ვიღაც ტიპებმა ჩემზე მეტი ცადეს და წავიდენ. მეორეა რა გააკეთეს, მარა ჩემზე მეტი გააკეთეს.
ჰო, მეც ვიდექი იმ დღეს პარლამენტის წინ და მეც ვყვიროდი ამ საძულველ ფრაზას "საქართველოს გაუმარ-ჯოს!" ჩვენი ლაიტმოტივია მემგონი ეგ ფრაზა, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი... რატო ვიდექი? რავი... იმ მომენტში მჯეროდა რო ეგ იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შემძელო. არადა მერე მივხვდი რო ეგ იყო ყლეობა, აი ეგრე მარტივად და უცენზუროდ, ყლეობა და მეტი არაფერი. მარა იქ ხალხი მართლა იდგა იმიტო, რო ეგრე ეგონათ რო ეგ კარგი იყო. ბევრი ფორუმელი მანქანებით დაქროდა ქალაქში და ასიგნალებდა წინა დღეებში, როცა რუსეთის საელჩოსთან ვიყავით. ეგეც იმიტო, რო ეგონათ რო ეგრე კაი იყო და ეგრე ჯობდა. იასნია ეგეც ყლეობა იყო, მარა იმ მომენტში იმათ ეგრე ეგონათ. მაგიტო ვამბობ, ყველა ადამიანი ტავის პონტში მართალიათქო... მერე კიბორგა და ყვავა ჩამოვიდენ და თავზე დაგვამხეს ყველაფერი და პირდაპირ გვკითხეს თქვენ შიგ ხო არ გაქვთო... და ეგენიც მართლები იყვნენ... იმიტო რო იქ რაღაც იდეალების პონტში წავიდენ, რაღაცისთვის იბრძოლეს, აქ კიდე ჩვენ წურწუმიას კონცერტით და ანთებული სანთლებით ვცდილობდით ევროპის ყურადღების მიპყრობას...
ეხლაც რო ვფიქრობ რატო ვართ პასტაიანა ეგეთ ტრაკში, ვერ ვხვდები, რაღაცა გვაქ ეტყობა მიქარული ძაან მაგრა და ვისჯებით, მარა ამ ებრაელებს ეშველათ და ჩვენ რა მივაქარეთ მაგათზე მეტი რო ჩვენ არა და არ გვეშველა?... მარა ყველაზე მეტად ის გვინძრევს, რო აი იმ კოლბაში ვცხოვრობთ ყველა, ჩვენი პონტით ვართ, გვგონია რო რაღაც, რაც გარშემო ხდება, ჩვენ არ შეგვეხება, თავისით მოგვარდება. ყველა ეგრე ვართ, მეც და შენც ეხლა რო კითხულობ და კაცმა არ იცის რას ფიქრობ. საკუთარი იოტისოდენა პრობლემა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ვიღაცის დიდი გაჭირვება. აქ წერას ხო ჯობია ავდგე და ჩემი კარადა გავაღო და ჩემი ტანსაცმელი იმას მივცე, ვისაც ვაფშე სახლი აღარ აქვს და ღია ცის ქვეშ ძინავს? რატო არ ვდგები და რატო არ ვაკეთებ მაგას? იმიტო რო არ ვარ ეგეთი. არავინ არ ვართ ეგეთები. მეტიც, ეხლა წავალ და კარადის გასაღებს კიდე ერთხელ გადავატრიალებ, გულმოდგინედ შევამოწმებ, რო კარადა არ გაიღოს და ტანისამოსი არ გადმოცვივდეს თავისით. იმ ტიპებსაც ეშველებათ, განა არ ეშველებათ. საინტერესო პროსტა ისაა, რო ეხლა მეც მართალი ვარ და ისინიც... აი ეგაა რო მაგიჟებს, 100 კაციდან 100-ვე მართალია... და ალბათ რატო იცი? იმიტო რო 100-ვეს თავისი სამყარო აქ, სამყაროს თავისებური აღქმა და შეგნება. ვიღაცა პაციფისტია, ვიღაცა მილიტარისტი, ვიღაცა პოხუისტი... და ყველა მართალია თავის პონტში.
რა მინდა, რას ვატრაკებ? არ მინდა არაფერი. პროსტა მინდა რო რაღაც ერთი სიმართლე არსებობდეს, დამატებით ჩვენ-ჩვენი სიმართლეებისა, რაღაც ერთი სიმართლე არსებობდეს და ჩვენც ასე მირაჟში მცხოვრები სირებივით არ ვიყოთ, უცხოპლანეტელებივით არ აღვიქვამდეთ სამყაროს და როცა ომია, სანთლებს არ ვანთებდეთ, იმიტო რო სანთლები ომამდე და ომის მერე უნდა დაანთო ადამიანმა და როცა ომია, მანქანებით არ დავპიპინებდეთ და რემონტს არ ვაკეთებდეთ სახლში, როგორც მაგალითად ჩემს სახლში იყო 9-10 აგვისტოს... საგნების და მოვლენების ადექვატური აღქმა მინდა როგვქონდეს ყველას და სირთა დიდი ჯოგივით არ დავრბოდეთ აქეთ იქეთ.... კიდე მინდა რო ჩვენი გასაკეთებელი სხვებს არ მოვთხოვოთ და ჩვენი გასატრაკებელი ჩვენ გავატრაკოთ... ბევრი რამე მინდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეხლა ნიაზას ხმა მინდა და მაგის ნათქვამი ძაან მარტივი და ძაან მაგარი რამე: "რაღაცა შევცვალოთ ჩვენში, თორე ესენი წავლენ და მოვლენ და ჩვენ კიდე ვიდგებით ეგრე..."
ყველაზე მეტად მინდა რო რაღაცა შევცვალოთ ჩვენში, იმიტო რო შეიძლება და შესაძლებელია... მეტი არც არაფერი არ მინდა.