გადაღების დროს ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი აქ უნდა დამეწერა, ეს ის ადგილია სადაც ვწერ, საერთოდ წერა არ მიყვარს, არადა ყველა მეხვეწება დაწერეო ალბათ იმიტომ რომ ჩემს გარშემო სულ თავგადასავლებია... მაგრამ ხომ არ შეიძლება 1 ადამიანი ხატავდეს, იღებდეს და კიდე წერდეს? შეძლებით შესაძლებელია მაგრამ მე არ გამომდის და არ მიზიდავს, უბრალოდ ბოლო ხანებში აქ "მეწერინება"

რამდენი გოგო მოსულა გადასაღებად, ძალიან ბევრი... ძალიან მიყვარს ქალების გადაღება, ბევრი რამის გადარება მიყვარს, საერთოდ გადაღებაც მიყვარს, მაგრამ ქალები ეს .... განსაკუთრებულია

რატო? არ ვიცი... საერთოდ არის რამოდენიმე რამ რაზეც ვიცი პასუხი მაგრმა თან არ ვიცი, ერთ-ერთი ესაა, არ ვიცი რატომ მიყვარს ქალების გადარება და თან ვიცი, მინდა რომ სხვამ თქვას რატო მიყვარს ქალების გადაღება, ამას ყველაზე კარგად ის ადამიანი იტყვის ვინც უკვე დიდი ხანია მაკვირდება, დიახ, კი არ მიცნობს, არამედ მაკვირდება.. აკვირდება ჩემს ფოტოებს....
ამ ბოლო დროს ერთი რამ აღმოვაჩინე: ხშირად ლამაზი სხეულის პატრონებმა არ იციან საკუთარი სილამაზის წარმოჩენა... სტუდიაში შემოდის გოგო, ფაქტიურად ნაკლი არ აქვს და არ იცის როგორ იპოზიოროს, არადა...შეიძლება ერიდება კიდეც ზუსტად არ ვიცი...

ჩემს მეგობარს ულამაზესი მაჯები და კოჭები აქვს,

საუბრისას ისე ხმარობს ხელებს რომ ხაზს უსვამს თავის სილამაზეს, საერთოდ რა კარგი იქნებოდა რომ ყველას შეეძლოს საკუთარ სილამაზეს გაუსვას ხაზი, ნაკლი კი დაფაროს. ფოტოგრაფებსაც გაგვიადვილდებოდა მუშაობა და თვალსაც გაუხარდებოდა.

ბევრი მამაკაცისგან გამიგია, ლამაზი არაა მაგრამ......... ეს მაგრამ ვიცი რასაც ნიშნავს.

ქალი რომელსაც აქვს ის "მაგრამ" იცის როგორ წარმოაჩინოს თავი, რა ჩაიცვას, როგორ ისაუბროს, როგორ შეხეოდს და ა.შ ამას ვერ ისწავლი, რადგან თუ ისწავლე მაინც არ გამოვა ბუნებრივი.
ყოველთვის მიყვარდა ისეთი "სილამაზეების" აღმოჩენა რაც არ ჩანს და რასაც შენ აღმოაჩენ... მერე თამამად ამბობ რომ ეს შენია

ამ "თამაშის" თამაში სადღაც 6 წლის წინ დავიწყე, ადამიანთან რომელიც ვიცოდი რომ არასდროს არ გაჩერდებოდა, ამიტომაც მის სხეულზე ვიპოვე 1 ადგილი და "მოვნიშნე"

მაშინ ვუთხარი რომ ეს ჩემია, ადგილი ხელის გულზე მდებარეობს, ცერა თითთან ახლოს, დრო გავიდა და ერთ დღეს ამ ადამიანმა მითხრა რომ ყველაფრისდა მიუხედავად ის ადგილი ჩემია. თითქმის დავიწყებული მქონდა და გამეღიმა, გამეღიმა და გამიხარდა, კარგია.. მე მიყვარს ამ თამაშის თამაში.
ჩემი ბოლო "დაპყრობილი" ადგილი ხელზე თითების მხარეს ვენებია, ამ ვენების პატრონმა მითხრა რომ ეს ჩემი ტერიტორია იქნება. თბილი ხელები აქვს, ვენებს რო შეეხები მიხვდები რომ ეს პაწაწინა ადგილი მთელი მისი დარდებია.

რამდენი კარგი ფოტო გამოვიდოდა მათ რომ ცოდნოდათ საკუთარი სილამაზის წარმოჩენა... თუ მაღალი ხარ, ლამაზი მხრები, მკერდი და ფეხები გაქვს, მაააააგრამმმმმ....... მაგრამ არ იცი..... ეს იმის ტოლფასია რომ.... გინდ გქონია გინდ არა.

საქმე კიდე იმაშია რომ ვერ ისწავლი, ეს 13-14 წლის ასაკში თუ არ გამომჟღავნდა ამას ვერასდროს ვერ ისწავლი. ლამაზად სიარულს, საუბარს და შენი ჟესტები არ იქნება ისეთი......... აი ისეთი.............
ყველა ისეთი ვერ იქნება როგორიც ჩემი ერთ-ერთი მოდელია, მასთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს, მან იცის რა აქვს ლამაზი და იცის როგორ უნდა დამიჯდეს რომ გამოჩნდეს მისი გაააამხდარი მხრები და წვეტიანი მუხლები. იმიტომ რომ მან იცის რომ ლამაზი ფეხები და ლამაზი მხრები აქ.
ძალიან გამიკვირდა როცა ერთ-ერთი გადარების დროს ჩემმა მეორე "მუზამ" მითხრა- არა ან, ასე არა, აი ასე აქედან უფრო ლამაზად გამოჩნდება, აი მაშინ ძალიან გამიკვირდა, სასიამოვნოდ გამიკვირდა, მან იცოდა რომ ამ კუთხიდან უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა მისი პროფილი.
ამიტომაც ხშირად არც ისე ლამაზი ქალები უფრო ლაამზები ჩანან, რადგან მათ "იციან"... საკუთარ თავს იცნობენ.