წვიმს გარეთ.
მიყვარს იდეაში წვიმა, მაგრამ ეხლა ცუდ ასოციაციებს იწვევს - ზამთარი მოდის.
ჩემს პოსტებს ისევ სერჩავ, ვიცი

შენთვის არ ვწერ, იშვიათი გამონაკლისების გარდა და რასაც ვწერ, ყოველთვის გეუბნები, - ნამიოკები და ანონიმური წერილები არასოდეს დამჭირვებია შენთვის იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ.
ეხლა არაფრის თქმა არ მინდა. არაფერს არ ვგრძნობ პატარა სიცარიელის გარდა, რომელიც თანდათან იზრდება.
ცარიელი ადგილი შეიძლება გტკიოდეს? - ალბათ კი - ბაბუაჩემს მოჭრილი ფეხი ტკიოდა ძალიან დიდხანს.. მერე გაუარა

ეხლა არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ წერა რომ დავიწყე (წვიმაზე) ვიფიქრე, რომ ამ პოსტს აუცილებლად ნახავ, - ჩემს პოსტებს რომ დასერჩავ და "წაშლილი ფაილების სასაფლაო" მოგხვდება თვალში, სადღაც გულთან, სულ ოდნავ გაგკრავს, პირველს ამ პოსტს გახსნი, წაიკითხავ და არაფერი, უბრალოდ გაგეღიმება იმაზე,რომ ყველაფერი ისეა, როგორც არის და მე ისევ ზუსტად ვგრძნობ შენს რიტმს

გული მწყდება რაღაცეებზე, ყველაზე მეტად კი იმაზე, რომ უკან ვეღარ დავბრუნები ვერასოდეს

ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება..

პს.
გახსოვს შემოდგომის წვიმიანი საღამო, თბილი სახლის სველი ფანჯარა, გრძელი პულოვერი და მოკლედ შეჭრილი თმები?
მიმაგრებული სურათი