დღეს საკუთარი თავის გათიშვა ვისწავლე, საპნიან-გაქაფულ თავზე წყალს რო დაუშვებ... გაგუდულად რო გესმის, ძალიან მაგარია.. ნეტა ეგეთი სიჩუმე იყოს 1-2 დღე... აი ეგეთი გაგუდული სიჩუმე მინდა.
დღეს პირველად მომელანდა, მართლა.. გაორთქლილ სარკეზე ნაწერებს ვხედავდი, ჯერ მეგონა რომ მომეჩვენა, მერე გაქრა, მერე ისევ გამოჩნდა.. უცებ შემეშინდა, ხომ არ გავგიჟდითქო.
დღეს კიდევ ერთხელ დამბურძგლა და შემცივდა, მხრებზე შემცივდა... არადა სახლში თბილოდა.
დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ დრო მიდის, ვბერდები და ისიც ბერდება..
დღეს კიდევ გადავითვალე რამდენჯერ ამერია სხვაში, რამდენჯერ ავცდით..
დღეს კიდევ ერთხელ გავიფიქრე, "სადა ხარ ჩემო სულიკო"?
ხვალ და მომდევნო 15 დღე რეჟიმში ვიქნები, ვარჯიშს ვიწყებ.
ხვალ ღამე ჩირაღდნები მაქვს გადასაღები.
ხვალ მე და კახა ისევ მოვუყვებით ერთმანეთს სიახლეებს, ექსპოზიციას გავასწორებთ და გადაღებას დავიწყებთ...
ხვალ, გასვლისას წითელ პომადას წავისმევ, 3 დღეა წითელი ლაქი არ მისვია და ვატყობ მაკლია.
ხვალ, დავლევ ყავას.
დღეს ხვალ, დღეს ხვალ, ხვალ და დღეს....................................... This post has been edited by Ania on 3 Nov 2008, 00:03