აბა როგორ ხართო?

რა მაგარი ამინდია არა?
დღეს ჩემმა ერთმა მეგობარმა უცებ მკითხა- არ გიცდია წერაო? ებიჭო რა გამიჭირვეთ საქმე? რა წერა, რის წერა? მაიტა კამერა, გამაგდე მზიურში
გუშინ მკაცრად ვუთხარი საკუთარ თავს რომ დრო საშინლად გარბის, აი საშინლად, ამიტომ ჯობია რამე კეთდებოდეს, ახალი ლინზები ჩამომივა და უნდა დავიწყო იმ სერიის გადაღება, იქნებ გამოვიდეს რაიმე კარგი და გაზაფხულზე გამოიფინოს?
Ive got the world on a string
Im sitting on a rainbow
ამასწინად ვფიქრობდი რომ ეს ფრაზები მაშინ გამომივა თუკი ამის მიზეზი მექნება, აი უმიზოეზოდ უნდა გავაკეთო! არ მაინტერესებს! აგ ეგრე ვიქნები როგორც მაგ სიმღერაშია

თითზე დავიხვევ ძაბს და მთელს დედამიწას ისე ვატრიალებ როგორც მინდა

რა ხმამაღალია?
არა Im sitting on a rainbow დღეიდან ეგრე ვარ, უმიზეზოდ!
Ive got a song that I sing
I can make the rain go
Any time I move my finger
Lucky me, cant you see - Im in love
რატო ჭამს ადამიანი საკუტარ თავს? გაუმაძღარივით რო დაეტაკება და ღრნის, რამდენჯერ მიჭამია ეგრე ჩემი თავი არადა მეცოდება, გუშინ ძალიან შემეცოდა, დღეიდან ჩემს ანას ვუვლი, თეატრებში ვატარებ, მასზე ვიზრუნებ, არაფერზე არ ვანერვიულებ, არ მოვაწყენ.
დღეს თეატრალურ აფიშას ვეძებდი და ვერ ვნახე... სპექტაკლები მომენატრა, ფიქრიასთან ერთად სპექტაკლებზე სიარული მომენატრა.
ისე რამდენი ხანია ფილმზე არ მიტირია?
გეგმა მაქვს შედგენილი: ფიქრიასთან ერთად გაპრანჭვა და თეატრში წავლა, ნონასთან კახასთან და ირაკლისთან ერთად გემოზე დალევა და ჭუკ-ჭუკი, სტუდიაში მუშაობა, ლიტ კაფეში ალუბლის ტორტის ჭამა. რათქმაუნდა დილით ყავის დალევა და ჯაზის მოსმენა.
ოოოოო დმაავიწყდა! მაიკო ჩამოდის მალე... გადაღების დროს რო დავიღლები ყავას შემომიქცუნებს, ეგ და კახა სტრიპტიზს რო ცეკვავენ როგორ მეცინება... ეგეც მომენატრა და ეგეც იქნება..
გეგმაში კიდე... მმმმმმმმმ კინაღამ დამავიწყდა, მე და შოთის რამდენი ხანია ერთად ლაივი არ მოგვისმენია...
გეგმა გაწერილია, სრულდება იმისთვის რომ ... იმისთვის რომ იმისთვის

ეს ფოტო მაგრად არ მომწონს

მოდელი ცუდადაა შერჩეული, ეგ პოზა ეგ კადრი მე უფრო მომიხდებოდა

თან ჩემი საყვარელი ნივთები უჭირავს სარკე პომადა... და წითელი მანიკურიი... მე არ ვარ მაგრამ თან ვარ. ამიტომ იყოს ფოტო, იმისთვის რომ მე ვიყო კარგად და გეგმას მივყვე. )