სალამი

ყველანი ჯანრთელები ხართ

მე "ფეხი მატკინეს" "ცუდმა ბიძიებმა"
მაგათ მოვუ#@#2ყან მონღოლი დედები

:
* * *
დღეს წიგნების თაროზე შემალული მოსაწევი გამოვაძრე, შევახვიე და გავედი ასტრალში. ფანჯრიდან გაყვითლებულ ქალაქს ვუყურებდი , ლორიან ბუტერბროტს ვილუკმებოდი და ბევრ რამეზე მწყდებოდა გული. პირველ რიგში იმაზე რომ ძალიან ჟმოტები და ჩაკეტილი ხალხი ვართ. მუსიკალური პროექტის გაკეთEბას ვიწყებ და მაისფეისზე მიწევს აქტიურად ბოდიალი. მარტო ორ დღეში ოცამდე ევროპელი და ამერიკელი მუსიკოსი "დამიმეგობრდა", აქედან ნახევარზე მეტმა საკუთარი სურვილით მომწერა. ვიფიქრე დეფაულტ პროცესია ახალი იუზერების მეგობრებში ჩამატება და ძალიანაც არ აღვფრთოვანებულვარ, ერთი-ორს, ძალიან მაგარი ტრეკები ვისაც ქონდა ატვირთული იმათ გავუგზავნე კეთილი სურვილებით სავსე პირადი გზავნილი, მერე დავწექი, დავიძინე. შუაღამისას წყლის დასალევად ავდექი, ყოველი შემთხვევისთვის კომპიუტერსაც შევხედე, აღმოჩნდა რომ უკლებლივ ყველას გამოუგზავნია პასუხი, თან სტანდარტული კი არა....სიტყვებს შორის ადამიანის სული რომ იგრძნობოდა. ასე წერილებით ლამის დილამდე ვეჩეთავე იმ კარგ ხალხს.
ვითომ რა არის ამაში უცნაური, მიწერე, მოგწერა, მერე რა რომ ათეულ ათასობით არა მაგრამ არც ბევრით ნაკლები მსმენელი ყავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართველებთან ასეთი ურთიერთობა არ გამომდის. ადრე ერთი-ორს გავუგზავნე წერილი. ჩემი ფეხები, Yლეზე დაიკიდეს, თუმცა ერთმა ძალიან მეტყველი პასუხი გამცა - მადლობთ.
უბედური თავის დაფასება ვიცით რა. ძალიან დიდ სისულელეებზე გამოვიდებთ ხოლმე თავს და სარკეში რომ ვიხედებით, გვგონია მაგარი ტიპის ანარეკლს ვუყურებთ.
ეხლა ნერვიული პატრიოტობაა მოდაში. მეზობელთან გახვალ ნიორზე და ეგრევე ახალ ამბებს გაჯახებს, გაიგე დედა მოტ#@#ლმა ევრო კავშირმა რომ დაგვადო? ნატოს დედას შე!#!@ი. მაგარი მკიდია ამათი პატრიოტიკა. დამიძახეს, წავედი ვიომე, ჩემი კორპუსის მეზობლად, სკოლაში ლტოლვილები ჩაასახლეს, გადავედი, ზედმეტი ტანსაცმელი და ადიელები გადავუტანე. ლტოლვილებში ერთი გოგო იყო, დღე დღეზე უნდა ემშობიარა, დედამისს ვუთხარი, სამშობიაროდან რომ გამოიყვანთ, ამ მერხებზე ხომ არ დააწვენთ ცარიელი სახლი მაქვს, შემომეხმიანეთ და ერთ ოთახს დაგითმობთ რამდენი ხანიც გინდათ მეთქი. თავი შეურაცყოფილად იგრძნო დეიდამ, უპატრონოები არა ვართ უცხო ადამიანთან ვიცხოვროთო.
არ მესმის რა, საერთოდ არ მესმის. მე კეთილი გულით გთავაზობ, შენ როჟებს მიკერავ?!
ალბათ, ისევდაისევ ურთიერთობის პრობლემაა. ყველა სიტყვაში, ყველა მოქმედებაში ბნელ მხარეებს ვეძებთ და არ შეგვიძლია უბრალოდ ნათქვამი სიტყვები უბრალოდვე გავიგოთ.
ან პრობლემა საერთოდაც ჩემშია. სამი დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი, ახალ ალბომებს ვუსმენ, ლორიან ბუტერბროტებს ვჭამ, არავისთან ვკონტაქტობ და ნერვები მშვიდად მაქვს. დღეს კიდევ მივწერ მაისპეისელ მეგობრებს, თუმცა გაცილებით კარგი იქნებოდა, ქართველებთანაც ასე იოლად და უბრალოდ გამოდიოდეს ურთიერთობა.