ფორმულებია მთელი ჩემი ცხოვრება... მათემატიკა არც ისე კარგად ვიცი, რომ რამე კომბინაცია მოვიფიქრო, რამეს ადგილი ან მიმართულება შევუცვალო.. უბრალოდ მივყვები მზა ფორმულებს..
დავიზეპირე და ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემგან დამოუკიდებლად ხდება რაღაცეები..
ზოგჯერ მარტივად არის, 2+2=4... ზოგჯერ უფრო რთულად- 1+1+2=4.. ზოგჯერ ასეც არის 1+1=1..
ეს ფორმულაა, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება, რომელიც ლოგიკას არ ემორჩილება, ეს აქსიომაა...
მავიწყდება ემოციები და გრძნობები. მავიწყდება ერთ დროს ყველაზე თბილი და ტკბილი.. არა, იმიტომ არა, რომ უკეთესი მოხდა, იმიტომ არა, რომ რაღაცამ გადაფარა.. უბრალოდ ვივიწყებ. მივდივარ და ვიშორებ ყველა "ლინკს", ყველა ძაფს..
(ამასწინათ დავწერე, მე ფრინველი ვარ, რომელიც თავს იბუგავს და მერე თავისივე ფერფლიდან აღდგება-თქო და მარგუშამ დამცინა, რომელ კრუგზე ხარ, ფენიქსო

)
აქ უფრო რთულად არის. ფორმულა იგივეა, მაგრამ რთულად არის 1+1=1 და აქედან გამოძრომა არ არის ისე ადვილი, როგორც 2+2=4-დან

ფორმულა იგივეა.. აიხედე ზემოთ..

განსხვავება მხოლოდ სირთულეში და განწყობაშია.
მე ვიცოდი, რომ 2+2=4 და ეს არ მაწუხებდა, მე ვიცოდი, რომ წავიდოდი წინ და ეს მიხაროდა.
არ მინდა წასვლა. არ მინდა, დამავიწყდეს. არ მინდა, გაცივდეს. არ მინდა გაქრეს. არ მინდა, ეს ტემპი დაირღვეს. არ მინდა რომ 1+1 გახდეს 2..
და აქ პირველად დავინახე ჩემი სისუსტე. აქ პირველად ვიგრძენი, რომ ვერ ვფლობ საკუთარ თავს, ვერ ვმართავ საკუთარ ემოციას. აქ ნათლად ვხედავ, რომ მე მივყვები ფორმულას, რომელიც მუშაობს, რაღაც ლოგიკით, რაღაც კანონზომიერებით, რაღაც ტემპში მუშაობს..
და ეს აუცილებლად მოხდება..
ვგრძნობ, როგორ ვეშვები ციდან, როგორ ვკარგავ ძალას, როგორ ცივდება ჰაერი ჩემს გარშემო... ვგრძნობ, რომ აღარ მაქვს ცრემლები, აღარ მაქვს გრძნობა, რომლითაც ცაზე ვიყავი გამოკერებული, აღარც ფრთები მაქვს.. ვგრძნობ, როგორ ვუახლოვდები ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩემს გრძნობას აღარ აქვს რეგენერაციის უნარი..
ფორმულა მუშაობს. პროცესი შეუქცევადია. მე მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ გამიჩნდა სურვილი ვიცურო დინების საწინააღმდეგოდ და მაინც მივყვები დინებას..
შენი სისუსტე მაშინებს... ჩემს სისუსტეზე მეტად...

Love me if you Dare......
This post has been edited by Doloress on 25 Sep 2008, 16:06
მიმაგრებული სურათი