ეს ფაილი მართლა წაშლილი იყო

..არშემდგარი ლექსის პირველი (და უკანასკნელი) სტროფი :
“ლურჯი, როგორც ოცნება..
თეთრი, როგორც ზღაპარი..
ახდენილი სიზმარი –
ბუხრიანი ზამთარი..”
ისევ წერა მომინდა..

იდიოტურ რადიოში უფრო დიდი იდიოტი დიჯეი თუ არჯეი ზის და ისეთ სისულელეებს იძახის, უნდა გაიცინო. თუ არ გაიცინე, დაიგრუზები და შეიძლება თვითმკვლელობამდე მიხვიდე

ეს სმაილები ვერ მოვიშორე.
პარადოქსია,- მაშინ ვიღიმები, როცა ყველაზე ცუდად ვარ.
არა, გადავამეტე, სულაც არ ვარ ცუდად. ცოტა წავგრუზე და მაშინვე გავიღიმე. ოღონდ ტუჩებიც მივაკვნიტე ცოტა..

აი, ისევ..

ალბათ ის, ვინც ჩემი ცხოვრება შექმნა, თუ ააწყო, მაინცდამაინც დიდი პროფესიონალი ვერ იყო, - ზოგიერთი “ფუნქცია” მაკლია “მენიუში”..

რა სისულელეა, “შამქმნელს” დააბრალო საკუთარი ცოდვები. სისულელე კი არა, სისუსტეა. უფრო დიდი სისუსტე ისაა, სისუსტეს რომ სისულელეს დაარქმევ.
აი, ის კი ნამდვილად სისულელეა, “ამ ხვრელშიც რომ შეძვრები და იმ ხვრელშიც”, მითუმეტეს, თუ იცი, რომ წრეზე ტრიალებ..
ვეძებე, ვეძებე და ვიპოვე..
(გაქცეული პატიმარი!

. )
რა ვიპოვე?!

ეხლავე აგიხსნით : -
კი, ვაღიარე საკუთარი სისუსტე, მაგრამ უთავმოყვარეო ხომ არ ვარ, დიდ ორმოებს ისე შემოვუარო, შიგნითაც არ ჩავიხედო..
მითუმეტეს, თუ ას ორმოები ჩემს საკუთარ “პრივატიზებულ” გზაზეა..

სულაც არაა სასაცილო, თუ ორმოში თვალდახუჩული იყურები. შენს ზურგს უკან კი შენი ჩრდილი დგას, ელოდება, როდის გადადგამ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომ ხელი გკრას..
არა,ჯერ თვითონ ჩახტეს შიგნით (ასეა მოწყობილი სამყარო!) და შენც ჩაგითრიოს –
მერე მწარედ დაგცინოს..
იარე და ეძებე....
თუ აქ გადარჩი, სხვაგან წაიმტვრევ ცხვირს. ორმოები, იცოცხლე, ბევრია..
-“და იქნებ.. მაინც.. ცოტა დაფიქრდე?!”
-“მედლის არ იყოს, ქართლის დედასაც ორი მხარე აქვს..”
საოცრებაა პირდაპირ! – ვბედავ და კითხვებიც მიჩნდება! სურვილი მიჩნდება, რაღაცეები ავხსნა, რაღაცეებს სახელი დავარქვა..
როგორც ზღაპრებშია – “აიღო ჯოხი და გაუდგა გზას..”(ჯოხი იმისთვის, რომ მარტო არ ვიყო).
“-ვიპოვნი?!
-ვინ იცის..
-ვიპოვნი?!
-რა ვიცი..”
24-25 ნოემბერი. 2005
* * *
ესეც

5-6 წლის წინანდელია

___________________________________________________________________
უნდა დაჯდე და იფიქრო დიდხანს, მაგრამ იცოდე, ფიქრი უნდა დაიწყო იმით, რომ შენ მართალი ხარ საკუთარ თავთან და ფიქრის ბოლოს უნდა დარწმუნდე, რომ მართალი ხარ ღმერთის წინაშეც..
ტყუილი არ თქვა.
დამეთანხმე – სულ ყველა ხეზე, რომლის ძირასაც ცოტა შეჩერდი, ან ჩამოჯექი, ფერ-ხორცით სავსე, წითელ-ყვითელი კიაფობს ვაშლი, თანაც გაჰყვირის მთელი ძალით, მშვენებით სავსე, რომ ქალს მუდამდღე ვაშლი უნდა ეჭიროს ხელში და თუ ის მართლა ქალი არის, - კაცს აცდუნებდეს..
ოღონდაც ღია ფანჯარასთან ნუ იტყვი ამას, - გაუკვირდებათ...
შენ ხომ ახლა, სულ ცოტა ხნის წინ, ძლივს მოიცალე იმისთვის, რომ დაგენახა შენს თავში ქალი, მე კი მინდოდა შენ ეს უფრო ადრე გცოდნოდა, მაშინ, როდესაც გაკიდული იყავი გზაში – ციდან სახლამდე, სახლიდან ცაში. ფრთებს რომ მალავდი ბალიშის ქვეშ, ნეტავი რაზე ფიქრობდი მაშინ..
აბა სცადე და ახლაც ასე ბალიშის ქვეს დამალე ვაშლი..
არ გამოგივა არც ეს და რც ის, რომ ვინმემ, პეპლად გადაქცეულმა შენს გარშემო იწყოს ფარფატი..
მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ შენა ხარ ქალი. ქალი ხომ ადრეც იყავი, მაგრამ მხოლოდ სიცოცხლე იცოდი მაშინ და ფრენა მაღლა, ახლა სიკვდილიც გისწავლია და ისიც იცი, რა არის მიწა..
მიწაზე დგომა მაინც არ იცი. რატომ მიიწევ მიწისაკენ ასე ჯიუტად, სულ მიწისკენ რატომ მიგაქვს შენი სხეული?!
იქნებ იმიტომ, რომ გაიშოტო ზედ და ჩაიკარგო მის სარეცელში – ოთხივე მხარეს გადგა ფესვები..
ძალიან კარგი, მაშინ იმის იმედი ნუღა გექნება, რომ ვინმე კიდევ ციდან სიზმრებს გამოგიგზავნის..
.......
მე ვხედავ როგორ ეშვები ციდან და ჩემთან როგორ ბრუნდები დინჯად.
მაგრამ იცოდე, თუ ასე გინდა, იმასაც უნდა შეეგუო, რომ აქ გესვრიან ყვავილსაც, ქვასაც...
ქვას ვერ აიცდენ, ყვავილი კი ვერც კი მოგწვდება.. ზოგჯერ კი თვალიც ვერ მოგწვდება და შეიძლება ვერც შეგამჩნიონ, ვერც დაგინახონ და ისევ ისე ჩუმად იარო, როგორ ჩუმადაც დაფრინავდი აქამდე მაღლა...