დიდი ხნის წინ, დიდმა მეტრმა მიშა ბულგაკოვმა გამაფრთხილა, არასდროს ელაპარაკო უცნობებსო, და მომიყვა ერთი მეტად საინტერესო ამბავი რომელიც XX საუკუნის მოსკოვში და პირველი საუკუნის იერუსალიმში ერთდროულად მოხდა..............
...მაგრამ აგრძალვებს, რომ ადამიანთა მოდგმა ყურადიღებდეს ახლაც სამოთხის ბაღში ვიქნებოდით უზრუნველყოფილები.......... ისე საინტრესოა საერთოდ ვიქნებოდით თუ არა, ევას რომ ის ვაშლი არ ეჭამა? განა რამდენი უნდა დავტეულიყავით იმ სამოთხეში, ბოლო-ბოლო ბაღი იყო.........ალბათ ევას ქალურმა ინტუიციამ უკარნახა, რომ ვაშლის გარეშე არ იქნებოდა არც კაენი, არც აბელი...........ალბათ აქედან მოდის ზღაპრებში უშვილო ცოლ-ქმარს რომ აქიმი ყველგან ვაშლს აძლევს, წამლად......... ხშირად მიფიქრია, რომ იქნებ ღმერთს სულ არ ქონდა გადაწყვეტილი, რომ ადამიანები გამრავლებულიყვნენ და დაეპყროთ ცა და ხმელეთი,
უბრალოს მერე ძალიან მოეწონა თავისი ქმნილებები ამიტომ მათი ევოლუცია და მიწაზე მუტაცია გადაწყვიტა.......... ამიტომაც ჩააგდო ინტრიგად ხე ცნობადისა და ხე სიცოცხლისა.......... ალბათ ცოდვით დაცემული ადამიანიც მოეწონა, დარცხვენილს და შეცბუნებულს ლუყები, რომ საყარლად აუღაჟღაჟდებოდა მწიფობაშეპარებულ ატამივით......... მერე რა საყვარლად დაიწყებდნენ თავის მართლებას არა მე არა ადამმა , მერე ადამი დაიწყებდა, მე რა შუაში ვარ ევამ მაჭამაო და ასე გაუთAვებლად.... მერე მართლა მოსწყინდებოდა ამათი იწილო ბიწილო ღმერთს და გამოისტუმრებდა ამათ მიწაზე, თავიანთ ვაშლიანად.... ჰოდა ესენი თუ მიწაზე ჩამოყარა, გველს რაღას უზამდა? ისიც ზურგში მოაყოლა და სამივენი ჩამოაბრძანა მიწაზე, ანუ ჯოჯოხეთში..........
მოკლედ დედამიწა გამოსასწორებელი კოლონია გამოდის, როგორც კომუნისტები ეძახდნენ შრომა გასწორევბის კოლონია, ან რა ვიცი როგრორც ერქვა........ ამის მერე მოდიან მიდიან და ისევ მოდიან, სამოთხიდან გამოძევებულთა მოდგმა, მაგრამ გამოსწორებული არვინ მინახავს, ისევ ისე ეტანებიან აკრძალულ ხილს, ისევ კლავს კაენი აბელს, ისევ ისე ირჩევენ ყოველ პასექის დღესასწაულზე ბარაბას იესოს ნაცლად, ისევ ისე ყიდის 30 ვერცხლად იუდა მაცხოვარს............ არადა ვითომ ევოლუცია განიცადა ამ ცოდვის მოდგმა...

"სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა... სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა"