რა ლამაზი იყო ყვავილი სანამ მოწყვეტდი
რა ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა
რა ლამაზი იყო ტყვია სანამ ჩემში შემოვიდოდა
რა ლამაზი იყავი სანამ ჩემი ცოლი გახდებოდი
ღმერთო მიმყევი რა ჩემ თავთან
მამა მიმყევი რა შვილთან
დედა მიმყევი რა მიწასთან
და ყველანი მიმყევით რა ერთმანეთთან
ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიწის ქვეშ და
ჩვენ გავუღიმებთ ერთმანეთს მიწისქვეშ და
ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი მიწისქვეშ
და ჩვენ გავეპრანჭებით ერთმანეთს მიწისქვეშ და
ჩვენ არასდროს ავიხედავთ მაღლა
და ჩვენ ვიტყვით და
ჩვენ გავიმეორებთ და
ჩვენ გაგვიმეორებენ და
ჩვენ გავუმეორებთ და
ჩვენ გვეცოდინება და
ჩვენ ვისწავლით
რომ ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა და
რომ ლამაზი იყო ღმერთი სანამ მოკვდებოდა და
რომ ლამაზი იყო ტყვია სანამ ჩვენში შემოვიდოდა და
რომ ლამაზები იყვენენ ისინი სანამ ჩვენი ცოლები გახდებოდნენ და
რომ ლამაზები ვიყავით ჩვენ სანამ გვეცვა და ჩვენი გახდა შეიძლებოდა და
სანამ ხორცი გვქონდა და სანამ ჩვენი სიშიშვლე ვიღაცას აღაგზნებდა და
სანამ ღმერთი იყო ჩვენთან და სანამ ჩვენ ვიყავით ღმერთთან და
სანამ ჩვენ გვჯეროდა ღმერთის და სანამ ღმერთს სჯეროდა ჩვენი და
სანამ ჩვენ ყვავილებს ვკრეფდით და
სანამ ყვავილები ფესვებით ჩვენს მოკრეფას დაიწეყებდნენ.
იყო და არა იყო რა
იყო ღმერთი და
იყო ღმერთი და
უბრალოდ იყო ღმერთი და
უბრალოდ ვიყავით ჩვენ.
ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიწისქვეშ ღმერთო და
მოვყვებით როგორი გვეგონა ერთმანეთი და
ბევრს ვიცინებთ და
ვიტყვით რომ იყო და არა იყო რა და
რა ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა...
ისევ ისე, უაზროდ მიყვარს შენი ლექსები, არა ნორმალურად

და მაკლიხარ კიდეც.
მაგრამ ეგ არაფერი.
* * *
საიდან სადამდე გავდო აწმყო
რომ შენ , ჩემს მომავალში გამოგატროს?
რისგან დავამზადო წარსული, რომ მყარი იყოს
ფესვებისთვის და მშვიდი გახსენებისთვის?
როგორ ავაგო სივრცე, რომელიც თავზე მემსხვრევა
როგორ ავაგო ახლიდან საკუთარი სხეული.
სათითაოდ უნდა გამოვაცალიო მისი ნაწილები ადამიანებს პირებიდან
და მერე ის სისხლიან პირიც მე მოვწმინდო.
და მე ვერ ვიქნები ნამდვილი სანამ ბოლო დეტალსაც არ დავტყუებ მათ.
ანუ მე ვერასდროს ვიქნები ნამდვილი....
საიდან სადამდე უნდა ვითმინო რომ მოთმინების უნარი დავკარგო?
ვისგან უნდა ვისწავლო ისეთი სიცილი, ტირილის დროსაც რომ შეილძლება?
როდის უნდა მომეშალოს მუცილდან დაყოლილი სიზმრები საკუთარ არარსებობაზე?
როდემდე უნდა ვწნა კალათი სადაც საკუთარ სურვილებს ჩავალაგებ და გავყიდი?
ნუთუ არსებობს სიმყარე, რომელშიც გავიდგამ ფესვებს.
ნუთუ ერთხელ ისე გადავაფურთხებ, რომ სახე არ დავისვარო.
მე არ მეშინია იმ თოჯინების რომლებიც ღამე თავთან მისხდებიან და მაცლიან მას. იზომავენ და დილით ლოგინის ქვეშ ნათრევს, ათასჯერ მომძვრალს მიბრუნებენ. ამიტომაც გაღვიძებისას, მე ვერ ვგრძნობ თავს, ამას უკვე ისე მივეჩვიე, რომ ხანდახან თვითონ ვიხსნი ხოლმე და შიგნით ხელს ვყოფ, თავის ქალაზე ამოსულ თმის ძირებს თითებით ვეთამაშები, სხვა მხრივ სიცარიელეა შიგნით, მხოლოდ ხანდახან მწიწკნის რაღაც, მაგრამ ყუჯრადღებას არ ვაქცე, რადგან ყოვლად დაუშვებელია ჩემს თავში ცოცხალი ორგანიზმების არსებობა, ჩემი ტვინი ცარიელი მკვდრის საკუთრებაა.
საიდან სადამდე უნდა გავშალო მკლავები, რომ მასზე გაიაროს ყველა სიცოცხლიდან გაქცეულმა? საიდან სადამდე გავიშალო, რომ მე დავეტიო?
როცა ბოლოჯერ ვაკვირდებოდი ჩემს ფეხებს , იქიდან ამოიზარდა ერთი უცისფრესი ძარღვი, შემდეგ უკვე იყო უწითლესი რადგან მე მისი მოფერება ვცადე.
როდემდე უნდა ვპატარავდებოდე.
როცა საბოლოოდ გავქრები გამოვტყდები, იმაში რომ იდიოტი ვარ. შემახსენეთ.
This post has been edited by frenologi on 18 Jan 2010, 00:30