finikaშენს პოსტს ველოდი

))
ირველად როდის ვიტირეთ ერთად? Mგონი როცა დედამ საბავშვო ბაღში წაგვიყვანა, მე ძალით შემათრიეს. Dედამ ბაღის მასწავლებელს ბროლის ვაზა აჩუქა. Mერე მგონი ჩემი ძმაც ტიროდა, მაგრამ მე სულ ფანჯარასთან ვიჯექი და ჩემმა ძმამ მითხრა მოვა მალე დედაო.
ხო, მანამდე, დილას, სანამ წაგვიყვანდნენ, საწოლის ქვეშ ვიმალებოდი, მეძებდნენ და ვითომ ვერ მპოულობდნენ, მე კი ჩემით არ ვძვრებოდი. რა იყო ეს? ხომ იყო ცოტა ყალბი საქციელი...
Mერე დედამ სტუდენტი გოგო შეიპირა, რომელიც ჩვენთან დარჩებოდა... მოკლედ დედას ძალიან უნდოდა მუშაობა. Mე რა თქმა უნდა ისევ ავბღავლდი.
Aმის შემდეგ დედა საბოლოოდ დარჩა სახლში , ჩვენთან.
სკოლაშიც ვტიროდი, ერთი გაკვეთილი კლასშიც დამესწრო, მერე გარეთ იდგა და მიცდიდა ჩემ ძმათან ერთად. ერთხელაც მომინდა მენახა, გამოვედით და არ იყო. მთელი კლასი დავყევით სკოლის ფანჯრებს და ბოლოს დავინახე ჩემს ძმასთან ერთად.
Pირველი დღეები მაგარი ოროსანი ბავშვი ვიყავი და მერე მათემატიკაში მივიღე პირველი ხუთიანი. Aმან ძალიან წამახალისა და ხუთოსანი გავხდი.
Dედას ჩემი ყოველი ხუთიანი უხაროდა.
Mამა? Mამა დილით ადრე გადიოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდა. Dილას თუ სავარცხელს ვერ იპოვიდა შემოვარდებოდა ჩვენს ოთახში( მე , დედა და ძმა ერთად ვიწექით ორ ერთმანეთზე მიდგმულ საწოლში, დედა შუაში იწვა) და დედას დედას აგინებდა. Mე მაგრად ვისტრესებოდი.
Aსე 4 წელი გავიდა. დაწყებითი კლასი დავამთავრე. Dედა მეხუთე კლასის პირველი სემესტრის შემდეგ მალე გარდაიცვალა.
თურმე გულის მანკი ჰქონია.
Aნუ მოკვდა ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო. Bოლოს ფეხბურთი ჩაენაცვლა კიარადა ჩაეზიარა.
საერთოდ არ ვუყურებდი და ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს გავიგე დღეს ლიგის ფინალიაო _ მილანი-ბარსელონა. ვუყურე. Mაგის მერე ფუტბოლ ბეზ გრანიცსაც ვუყურებდი და პორტო მომწონდა თუ ბენფიკა ზუსტად არ მახსოვს.
ხოდა, სპორტული გაზეთების კითხვაც დავიწყე და ბოდიალიც. Aნუ დედაზე მიტყუპებული აღარ ვიყავი იმდენად და დედაც მალე მოკვდა.
იმის მერე ახლა 14 წელი სრულდება.
Bოლოს სოფელში მატარებლით წავედით. ერთი, საკმაოდ დიდი ჩემოდანი მიგვქონდა.
Gზა სადგურიდან სოფლამდე ფეხით გავიარეთ. გზაში დედას უხაროდა, რომ კალორიებით და ვიტამინებით დახუნძლული საკვებით გამოგვკვებავდა იმ ზაფხულს და ყვებოდა რა პროდუქტში რომელი ვიტამინი იყო. Dენს ურტყამდა ხოლმე პლიტა როცა სადილს ამზადებდა.
ხო, სოფელში ჩემი ძმა მეზობლის ტრაქტორიდან გადმოვაგდე და თავი გაუტყდა. Eრთხელ კიდევ ანზორის ოდის აივნიდან გადმოვაგდე, სტუმრები იყვნენ. ისე, მწარედ დაეცა ალბათ. Mერე ყანაში გავიქეცი და დავიმალე.
ერთხელაც მამა თოფი არ ასროლინა და ავიდა ოდაში დაჯდა სარკესთან და ტირილი დაიწყო. Mის წინ ლამპა ენთო(სხვათა შორის ღამე არ იყო, მაგრამ ოთახში ბნელოდა ალბათ) და მამის ცოლის დეზოდორი იდო. Mე იმ დეზოდორს ტირის თოფით ვესროლე, დეზოდორი აალდა და სახე დაუწვა.
Mე ეგრევე ელდარისთან გავიქეცი. Mერე ჩეჩმაში შევედი და კარგა მაგრად ვიტირე_შენტან მინდა დედიკოო!!! _ ვზლუქუნებდი.
Aრა, დეზოდორს გაუაზრებლად ვესროლე, მაგრამ ჯოკერის ტამაშის მერე აივნიდან ხელი რატომ ვკარი ან როგორ გავიმეტე და რისთვის აღარ მახსოვს...
Gარდატეხის ასაკში ჩავიკეტე და ძალიან გავხდი. წიგნებს ვკითხულობდი ერთი ნარცისი და პარანოიდი ავტორისას და მწერლობაზე ვოცნებობდი, სანამ თავისივე საკუთარი სენტენციით არ ჩამიკლა ოცნება თუ იმედი...
Mერე უკვე ავურიე. სულ ჩემ თავზე ვფიქრობდი.
სამსახური რა თქმა უნდა ვერ ვიშოვე, ეხლაც ფსიქოტროპულ ტაბლეტებს ვყლაპავ. Mეგობრები? ჩემ ძმას ყავდა ერთი მეგობარი, კი ეზოში ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაც უმეგობროდ ვიყავი. მეხუთე კლასში კლასელმა დამიმეგობრა. სახლში ამიყვანა და ძველ კომპიუტერზე ტენისი ვითამაშეთ. ჯოისტიკს პლასტმასი მომძვრალი ქონდა და ქაღალდის ხელსახოცებს ვიყენებდით თითის დაჭერისას. Bევრი თხილით გამიმასპინძლდა. კატა ყავდა ბუთხუზა, მერე ის კატა გადავარდაო კრიშიდან, ასე მითხრა. 2 საათი უცოცხლია...
ძმამ სამსახური გამოიცვალა უკვე, დილას მიდის, საღამოს მოდის. Eხლა ძინავს. Mე კი ეხლა , როცა ამ_ას ვწერ, ინგლისურის გაკვეთილს ვაცდენ. ერთი წელია რაც დავდივარ. ერთი-ორჯერ სლოტ კლუბში მოგებული ფულით მეც გადავიხადე სწავლის საფასური, ძირითადად მამა და ძმა მიხდიან. ხშირად დეიდაჩემი გზის ფულს ფაქტიურად მათხოვრობს, დღეს კი ყავას დავლევ და სიგარეტს ვიყიდი.
კომპიუტერიც მიდგას სახლში და ვირტუალურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ჩართული ვარ.
მიზეზსაც ვეძებ... რა არის ჩემი ავადმყოფობის მიზეზი? Gადაბმული უძილობები თუ მეგობარი გოგოს არყოლა, რომელთანაც როცა გინდა მაშინ დაწვები და როცა გინდა არა...
ხოდა, იმ ჩემმა პირველმა მეგობარმა მითხრა ერთხელ, სულ შენს მოტვლეპილ ტავზე რომ ფიქრობ(თმა გადაპარსული მქონდა), სხვაზეც იფიქრეო.
ლექციებსა და ლექტორებზეც ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელი თითქმის არ დავდიოდი ინსტიტუტში.
წერა მძიმე ფიზიკური და სულიერი შრომააო.
წერა საუკეთესო თერაპიააო.
Dა... ის ხო ის სენტენცია აღარ მინდა.
სახლს მოხედე ანგელოსო გპის წინ პადზემკაში იყიდებოდა. რუსულ ენაზე თარგმნილი. შემინახე და ვიყიდი მეთქი ვუთხარი გამყიდველს, მაგრამ ვერ ვიყიდე.
სოფომ მიყიდა შარლ ბოდლერის ბოროტების ყვავილები. Mანვე რიჩარდ ბახის თოლია სახელად ჯონატან ლივინგსტონი ამომიბეჭდა და მაჩუქა.
სოფოს ერთხელ მაგარმა მთვრალმა მივწერე: I ლოვე ყოუ, მაგარი ადამიანი ხარ. სოფო დაიბნა.
Mერე რომ მივწერე მითხრა, რომ დააბნია ჩემმა სიტყვებმა. Mე ვუთხარი არ მითქვამს აქამდე რომ მიყვარხარ? Uფფფ ამოვისუნთქეო. Mეგობრული სიყვარულის ახსნას არ ვარ ჩვეული და გამიკვირდაო.
ჯემალ მონიავას აგარაკზე რომ ვიყავით ექსკურსიაზე მახსოვდა რომ სოფოც იქ იყო. თურმე არ ყოფილა. Mერე გამახსენდა მართლა რომ არ იყო. თუ გახსოვარ იყოსო...
Eხლა გონება უნდა დავძაბო და გამოვიცნო რაზეა ზვიად რატიანის ლექსი ადამიანები ქვემოთ.
ის ჟურნალისტი გოგო რა მხიარული და კეთილი იყო პროფკავშირების სახლში პრესკონფერენციის შემდეგ რომ მკითხა რაღაც , ბავშვმა დამირეკა და ვერ გავიგონეო.
ხათუნამ სადმე რომ მიდიხარ კი არ უნდა გეძინოს ისეთი სახე გქონდესო. საინფორმაციო სააგენტოს ნიუსების მწერალი ვიყავი მცირე ხნით.
ე.ი. დეიდაჩემის ხასიათი ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული.
შიში უნდა დავამარცხო.
ტოტალიზატორში კაცი 1000 კუშიან მოგებულ ბილეთს მანახებს.
;Dაცინვას ყველა იმსახურებს:
სოფომ ყველა წერსო და იმ საქმით, რომლის კეთებაც გსიამოვნებს და თანაც შემოსავლიანიცაა საქართველოში ძნელია დაკავდეო.
ჩემი ეგოისტობა ყველაზე ნათლად იქიდან ჩანს , რომ ტელევიზორს ვუთიშავ დეიდაჩემს. ერთხელ თურმე იჯდნენ ეგ და ქეთინო და ტელევიზორი ჩართული იყო, შევსულვარ ჩემი ოთახიდან, გამითიშავს და გამოვსულვარ უკან.
Eგ ცუდი დროის გადატანის შემდეგდროინდელ პერიოდს ეკუთვნის.
Gოგამ რო დაიბარა მე მივდივარ ცემ ძმასთან და გადახტა მეშვიდე სართულიდან.
დათოს დროს სოფელში ვიყავით. ჟორა ბაბუამ მოიტანა ამბავი... იმ საღამოსვე წამოვედით თბილისში...
მახსოვს დანგრეული რუსთაველის პროსპექტი, პირველი სკოლა და პარლამენტის სასახლე. Mანამდე მახსოვს კომენდანტის საათი და ტანკები ეზოში. Dიდი ბიჭები გვსვამდნენ ტანკებში. Mერე დელისტან ქუცაში გამოწყობილ წიგნს გადავაწყდი კომენდანტის საათი ერქვა. სახლშო მოსულმა ფული ვთხოვე მამას, ჩავედი ვიყიდე მაგრამ იმედი გამიცრუვდა. Aრ აღმოცნდა 9 აპრილზე...
პურის რიგები, პარლამენტის სხდომის ტრანსლაციები, კარატე...
დედა და მამა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პურის რიგში, ხანდახან ცომი ხვდებოდათ...
შემდეგ დეიდა და გოგა , მისი შვილი გადმოვიდნენ ჩვენთან. Xანდახან თამუნაც, დათოს შვილი მოყავდათ. ღოგორ უყვარდა გოგას . პაწწაუნა იყო, რომ იძინებდა გვერდით ეწვა და ბუზებს უგერიებდა. ერთხელ 4 საათი ეძინა შუადღეს დაძინებულს... როგორ კოცნიდა ფათათოზე.
ვცხოვრობდით, მამა მუშაობდა და გაგვქონდა თავი, მაგრამ სახლში დაძაბულობა იგრძნობოდა...
ერთხელაც სკოლიდან მობრუნებულს წერილი დამხვდა დეიდაცემი მწერდა: ლობიო მაგიდაზეა. Mეორე წერილი მამაცემისთვის იყო: მადლობა რომ 9 თვე აგვიტანე ეს გაუბედურებული ხალხი...
დედა რომ დავინახე დილით და ნელ-ნელა მივხვდი რომ მკვდარი იყო იმ წუთინდელი განცდა დამეუფლა.
Dრო გადიოდა ყველაფერი იცვლებოდა.
შიში დამჩემდა მძინარე მამას ვაკვირდებოდი თუ სუნთქავდა.
Gურამი ბიძია ფეხბურთიოს ბილეთს მჩუქნიდა ხოლმე. რატი ჩამოდიოდა როცა ნაკრები თამაშობდა იტალიასთან, გერმანიასთან, ინგლისთან ან რუსეთთან. შუქი რომ ჩაქრა იმ თამაშზეც იყო.
Mერე ჩემი ქართულის მასწავლებელი ამერიკაში წავიდა. Mე ლექსი დავუწერე და ფიზიკის მასწავლებელმა გაუგზავნა. ერთხელ დავურეკე კიდეც.ილია და ვაჟაო_ეს ორი არისო მთავარიო, ეს ყველაფერი (მარკესი და ა. შ.) საინტერესოაო მაგრამო, მითხრა.
Gასულ ზამთარს ბანკიდან თანამშრომლის კრედიტი გამოიტანა, აბაზანა გაარემონტა და გათბობა დააყენა. Mამაც რაც შეეძლო ეხმარებოდა. მუშებმა რაღაც-რაღაცები აურ-დაურიეს. ცხელი წყლის ონკანი მარცხნივ დააყენეს , გათბობის მილების გადაბმაშიც დაუშვეს შეცდომები. ძმამ ყველაფერი გამოასწორა.
Mამაჩემი ელექტრიკოსია, მეამაყება , ელექტროობა ათ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნშია შესული, იქ, სადაც ვერც ერთი ხელოვნების ნაწარმოები ვერ მოხვდა.
Aდრე პრარაბი იყო. სიებში ბევრი ყალბი მუშა შეყავდა, ბევრი ხელფასი გამოქონდა და ქეიფობდა.
Yველაზე ადამიანური კითხვა რაც კი მამაჩემმა დამისვა, როცა ოთარ ჭილაძესთან მივდიოდი სადიპლომო თემისთვის ინტერვიუს ასაღებად , იყო: რა მოწონს?
Mარეკ პეგუსის თავგადასავალი ბაბუმ მაჩუქა. იქ იყო_ ველოსიპედს მოპარავენ ბიჭს და ზარში რაღაც უდევს და იმით ამოიცნობს გადაღებილს.
Mე შევესწარი როგორ იპოვა დინამოზე ბიჭმა თავისი მოპარული ველოსიპედი. ქვეითი პატრული მიიყვანა, მერე მამაისთან დაარეკინა და მოიყვანა.
Dა ბოლოს, საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს იმას აღვწერ. იზას მხრების მოთხრობაში ვიყავი. სადღაც ვორონცოვთან ახლოს ...
* * *
როგორ გათხოვდა ჩემი შეყვარებული
Georgian middle clas boy’s story
ადრე ხშირად ვსვამდი. დიდები რომ სვამდნენ , მათ რაც დარჩებოდათ მე ვსვამდი ჩუმად. ფული თუ მქონდა სასმელს ვყიდულობდი, სახლში ამქონდა ჩემს ოთახში მაგნიტოფონს ჩავრთავდი თხილს დავამტვრევდი და ჩაის ჭიქებით ვსვამდი სწრაფად, რომ არ შევემჩნიე მამაჩემს.
სიმთვრალე არ მიყვარდა, უფრო ცუდ ხასიათზე ვდგებოდი და უფრო ცუდ ტიპად ვგრძნობდი თავს. ყოველთვის ვიღაცას ვბაძავდი, ქცევაში, ლაპარაკში, ჩაცმულობით.
სვამდნენ, სვამდნენ მთელ ზამთარს, ზაფხულს, შემოდგომას, გაზაფხულს, არ ქონდა მნიშვნელობა რა დრო იყო. სადღეგრძელოები, კამათი. თამაშობდნენ ჯოკერს ლამფის შუქზე. ეწეოდნენ სიგარეტს. იგინებოდნენ. ერთი ხშირი სტუმარი იყო, მაღალი კაცი, ამოჩემებული ფრაზბი ქონდა, ჯოკრის თამაში დროს, მაგას დედა არა აყვს, დედა შვილს არ აიყვანს, ჩამოხვალ თუ პოლიციეს გამოვუძახო. ფილმებიდანაც ხხშირად ამბობდა ფრაზებს, განსაკუთრებით ხშირად: გარღვევა მაქვს დეფიციტში და ლოთი კი არა ეგოისტია ...
მეც ვთამაშობდი ჯოკერს. თამაშის დროს ყოველთვის რაღაცაზე ვფიქრობდი, რაღაც მაწუხებდა და ძალიან ცუდად ვთამაშობდი. თამაში საერთოდ მავიწყდებოდა ხოლმე სანამ შემახსენებდნენ კარტი რომ უნდა ჩამოვსულიყავი.
მაშინ ძალიან ბევრს ვფიქრობდი სექსზე. უკვე დიდი ვიყავი, სკოლაც დამთავრებული მქონდა და ინსტიტუტიც , და გოგოსთვის ნაკოცნიც არ მქონდა. გონებაში ვაწყობდი ხოლმე პაემნებს, ვუხსნიდი სიყვარულს , მომყავდა ცოლად.
გოგოებს ხშირად ვპატიჟებდი ხან კაფეში ხან კინოში ხან თეატრში, მაგრამ სიტყვის ჩამოგდებასაც კი ვერ ვბედავდი რამეზე ის ევშორდებოდი.
ინსტიტუტში ერთ გოგოსთა ვმეგობრობდი. ღამდნეიმე წელი გავიოდა რაც არ მყავდა ნანახი. ღატომრაც ვფიქრობდი რომ ტუ ეხლა ვნახავდი ადვილად გამომივიდოდა მასთან ყველაფერი. თელეფონი გავიგე დავურეკე და შევხვდი.
მაგრამ არაფერი გამოვიდა. მალე გათხოვდა კიდეც.
სახლშიც მყავდა მოყვანილი, ჩაი დავლიეთ , ფილმს ვუყურეთ. მეც ვიყავი მასთან სახლში. არაფერი უთქვამს რომ ასე აპირებდა გათხოვებას. მერე რამდენიმე თვე არ მქონია კონტაქტი და ერთ დღეს ყველას მამიდა ჯგუფელის მესიჯი მომივიდა, სალომე გათხოვდაო. გული დამწყდა.
მახსოვს როგორ თამამად იქცეოდა ჩემთან სტუდენტობისას. განგებ ახლოს მქონოდა სახე ჩემს სახესთან და იღიმებოდა , მე უკან ვიწევდი ხოლმე. ალბათ მამჩნევდა რომ შიში მქონდა მასთან სიახლოვის და განგებ აკეთებდა ასე და ერთობოდა. ამას მერე მივხვდი და ჩემს თავზეც გავბრაზდი და მასზეც.
.
* * *
ეხლა კი მე წავედი , ჩემ თავს ნერვებს ვუშლი.
This post has been edited by perfectstranger on 21 Jul 2010, 01:01