არ არსებობს ადგილი სადაცც
არ ხარ ...
ყველგან გიპოვნიან წეროები.
მიგასწავლიან, სად უნდა გაჩნდე
ვის ფეხებთან ამოხვიდე,
რომ გადაგთელონ.
მათ არასოდეს შეეშლებათ მიმართულება
მოაფრენენ აბრებს წაერწერით
უმისამართო...უშინაარსო.
და ყველგან სათითაოდ განაწილებენ.
ზოგს ხელები შეხვდება შენი
ზოგგს სიტყვები
ზოგს სიჩუმე.
არ გაუმართლებს ვისაც შენი სიმარტოვე დაებედება.
წეროები გაყიდიან დღეებს შენსას
მტვერს გადაგწმენდენ
და სულ ახლად გაგასაღებენ.
(გადაიღეთ სანამ ცხელია!! )
ზოგს შეხვდება შენი მტვერიც
მაგრამ რადგან თვალებს აუწვავ
იმათ უფრო შეუყვარდები.
არ არსებობს ადგილი სადაც იცხოვრრეთ
შენ და შენმა ილუზიებმა.
რაც არ არსებობს დასანგრევად მარტივია.
არ გენანება.
და როცა
ყველგან მოვლენ
წეროები შენს წასაყვანად
მათ შერჩებათ მთელი სამყარო
რადგან არსად იყო ადგილი,
არსად-
სადაც არ გიცხოვრია...
ჩემი წერო მინდა.
გააჩნია რით ვაშენებთ სახლებს ბატონებო
საკვირველია აქამდე რომ ვერ მოვიფიქრეთ
მკვდრებით აგვეგო ერთი ქალაი.
ეს სიმყრალეც მაშინ უფრო ბუნებრივად
გამოჩნდებოდა
მკვდრები მაინც დაგვავიწყებდნენ საკუთარ სუნს.
ბედნიერად ვიცხოვრებდით მკვდარ სახლებში.
გააცნია რას მიირთმევთ, რას სვამთ
სისხლს და ხორცს საუზმეზე რა სეედრება.
რიგ-რიგობიით დავკლათ ხეები
დახოცოთ შროშანები და ჩიტის ბუმბულით
მოვურიოთ ღვთაებრივ სადილს.
მოვაწყოთ აქცია, გამოვიდეთ პროტესტით
და რომ გვკითხავენ "რა გვინდა"
მასხრად ავიგდოთ.
ყველა ბრბოდ მოვიხსენიოთ, საკუთარი თაავის გარდა
გავირიყოთ, მივიღოთ
სასოწარკვეთილი სახეები
და ვთქვათ რომ მასა ვერ გვიგებს, რომ ჩვენ
განსაკუთრებულები ვართ.
უსასრულოდ ბევრი ვილაპარაკოთ სუიციდზე
და მოვისმინოთ, როგორ ცდილობენ
ჩვენს გადაბირებას.
არ შევიმჩნიოთ, რომ სიკვდილის ხსენებაზეც
სინოტივეს ვგრძნობთ და თვალები გვეყინება.
მივატოვოთ ოჯახები, მეგობრები და წვაიდეთ
საკუთარი თავის საძებნელად.
იქიდან დავბრუნდეთ, პროფესორები და სათვალიდან გადმოვხედოთ
ყოფილ ახლობლებს.
ვთქვათ რომ ჩვენ უკეთესი ახლაგაზრდები ვიყავით
და გავხდეთ ვეგეტარიანელები
არავინ ვჭამოთ-ერთმანეთის გარდა,
დაგვესიზმროს ფული და ვთქვათ, რომ ყოველ ღამე
კენიაში მოშიმშილე ბავშვებზე ვდარდობთ.
ოპტიმისტური განწყობა სხვებსაც გადავდოთ
და ვიყვიროთ, რომ სამყაროს შევცვლით.
ბუნებრივი სიკვდილის წინ, კი როცა სარკეში ჩაგვახედებენ
ამაყად განვაცხაოთ, რომ თავის დროზე
უნდა მოგვეფსა და დაგვეძინა!!!
წავვალ, მოვფსამ და ნანებში

აეგრე
This post has been edited by ფრენოლოგი on 21 Sep 2010, 00:11