ისევ აქ ვპოსტო ჯობია. აქ მაინც არავინ მლანძღავს...

საღეჭი რეზინივით ამეკრო ეს ცხოვრება.
ისე ღრმად ჩამეწება თმის ძირებიდან ფეხის ტერფებამდე, ვერაფრით ვიცილებ...
ათასჯერ გადაღეჭილი, გაწელილი, გადაზელილი...
ამდენი ღეჭვისგან გემოდაკარგული, ფერდაკარგული ,გაჭუჭყისფრებული...
მიწაზე დავარდნილი, ფეხგადავლილი, გასრესილი...
ბოროტად თმებში ჩაკრული, თმაშეჭრილი...
კარებზე "მიყვარხარ" ქაღალდმიკრული...
კედელზე "მივდივარ" მიწებებული...
ხელში ნერვიულად აზელილი,
ტუჩებზე უდარდელად გადამსკდარი
ვიღაცის დაბღვერილი მზერა -" გაუზრდელი"
ბუშტი გახეთქილი,
ხელით გაწელილი
ნერწყვი გაჩენილი...
საღეჭი რეზინივითაა ეს ცხოვრება, მხოლოდ ნერწყვს გადენს...
და ილუზიას, სურვილის დაკმაყოფილების...
და მაინც... ვღეჭავთ...
2006. დეკემბერი
ნათია ამაღლობელი
This post has been edited by P I N K on 25 Jan 2009, 15:17