რა უცნაურია ნეტა რა გვაქვს საერთო მე და ბანკს

წადი დაიძინე
* * *
წარსულში ვიქექებოდი ,გუშინ ღამე ფილმს ვუყურე და როცა გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა შემესრულებინა (მე დღეს ნორმალურ დროს დავწვები და გამოვიძინებ ,რომ ხვალ ისევ უძინარი არ ვიყო და განუსაზღვრელი რაოდენობის ყავა არ დავლიო) ზუსტად მაშინ გამახსენდა დღიურები . ძალია აი უძალიანესად მაგარი იყო ძველი ემოციების გახსენება ,ბევრი ვიცინე და ისა ცოტა ცრემლებიც მომადგა
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ყველაფერი გავლადი და გაცუნცულებადია
თამაშია რომელიც უნდა ითამაშო და თან ამ თამაშისგან სიამოვნება მიიღო , როლები და ადგილები იცვლება , მაგრამ ამ ყველაფრისგან მაინც რჩება ემოცია , რომლის გამოც ღირს ეს თამაში და არც ჰეფი ენდებია აუცილებელი
უცნაურია გუშინ ვფიქრიბდი იმაზე ,რომ საშინლად არ მესიამოვნა უცხოელის ნათქვამი ფრაზა ქართულად ,არადა ისეთი რაღაც იყო წესით ემოციას ატარებდა ,ჩემს მეგობარს უთხრა. გამაღიზიანა ცოტა , ემოცია არ მოდიოდა .. ყოველთვის ვიცოდი ,რომ ჩემი ქართველობა ენით იწყებოდა და არა „ქართული ტრადიციებით“: ღრეობებით, გასვენებაში შეკვეთით ტირილებით ,ფსევდო მორწმუნეობით და ქალიშვილობის ინსტიტუტით.
„ჩემიანები“ ყოველთვის მყავს ადამიანები ,რომლებიც ჩემები არიან და რომლებსაც ისე ვიღენ როგორებიც არიან, არ განვსჯი ,მიყვარს ყველანი თავისი ნაკლებით და რაც წლები გადის სიაც მცირდება , ადამიანებს ჯგუფებად ვყოფ :
1.ვინც მიყვარს : 1.1 ვიცნობ , მესმის და შეგნებულად მიყვარს ,არჩევანი მე გავაკეთე 1.2 მიყვარს,მაგრამ არ ამირჩევია ,ჩემი ოჯახია ან ძალიან ბავშობის მეგობარი 1.3 მიყვარს ,უანგაროდ ,ისე უბრალოდ რომ არსებობს იმიტომ ,არც ამირჩევია და არც ჩემიანია
2.სულერთია
ჩემი სამსახური არ მომწონს ,მომწონდა მაშინ როცა ვიცოდი ,რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებდი და რაც მთავარია ახალს . ალბათ ვიღაცისთვის ესეც ხელოვნებაა ,ვიღაცას ამ როლში მოეწონებოდა ყოფნა და ალბათ ის ვიღაც ბავშობაში ბანკობანას თამაშობდა
ეხლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ის დროა ბანკობანას სათამაშოდ გავიდე

დასაწყისი
(შოთა იათაშვილი)
არცერთი ლამპიონი არ ანათებდა და
ქუჩა თეთრი იყო მაინც.
ქუჩაში პატრული დადიოდა და
ქალაქი თეთრი იყო მაინც.
ქალაქის თავზე ყორნები ფრენდნენ და
ზეცა თეთრი იყო მაინც.
იღიმებოდი და მეფერებოდი და სიყვარულს მიხსნიდი და
სიზმარში იყავი მაინც.