პირობა დავდე რომ აღარ დავწერ. შესაბამისად, არ ვწერ

მომწყინდა წერა. ხომ შეიძლება აღარ ვწერო. არ ვწერ და მორჩა! განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ძილისა და ღვიძილის საზღვარზე შევნიშნე რომ ზაზუ ეჭვიანობდა. ამ დროს საოცარ რაღაცებს ვხვდები ხოლმე.
ხანდახან. თუ მისახვედრია.
ეჭვიანობდა და ობობასავით ეწეპებოდა ჩემს ფიქრებს. გეყოთ წერა, მადმუაზელ.
კატა ხარო? რად გინდა ასეთი ჩექმებიო. მეთქი ჰო.
ფიქრებსაც სჭირდებათ რაზა. სიმართლეები არ უნდა თქვა ხმამაღლა. ფასს კარგავს. და სიღრმეს.
მამაა და საყვარელია. არ ვებუზღუნები, მომწყინდა

თვალები უბრწყინავდა. სამსახურში განსაკუთრებით ლამაზი და საყვარელია. რა ცუდია რომ დრო არ მაქვს გავიტასაოთ.
საოცარი მუსიკა აღმოვაჩინე გუშინ. საიდუმლოა.
ნეტა ვიტევ საიდუმლოებს?
სიტყვები. ფანჯრები. ცუდად ვხდებოდი იმ მოთხრობაზე, აუცილებლად ვტიროდი და გული მეწურებოდა. ასე ზუსტად როგორ დაწერა, ვინ...
იმდენჯერ წავიკითხე, ან გაცვდა - ან ბოქლომები გავაღე და აღარ მხვდება გულზე.
სიტყვები - კრიალა, თავიდან რომ ჩნდება შენში, ეგრე.
მერე ვიფიქრე რომ როგორ მიყვარს მეგობრები და როგორ ვუყვარვარ მეც. მათ. ვიღაცებს. ჩემებს. ჰო, მართლა ვიფიქრე! ტაფა ჩაურტყამთ თავში? კომპლექსები მიუჭეჭყიათ?
ჰოდა, სრულიად მშვიდად გავაძევე ეგ ტაფა. დილით შეფეთებული. არც კი მიდარდია. იყოს და იყოს-მეთქი. სხვა დროს ვიდარდებდი. და დავიგრუზებოდი. ჩემი უსაშველო თავდაუჯერებლობა ხომ იცი.
კარგია, როცა ნამდვილი ხარ.
ასწორებს. ისეთი კარგია, ჩემი თავის მშურს

ხანდახან მშურს ხოლმე ჩემი თავის, როცა კარგად ვარ, ან ბედნიერი ვარ, ან რამე ასეთი. გასაოცარია
არ ვიცი მიხდება თუ არა ჩექმები ან რა ფერია ახლა ჩემი ემოცია. არც მაინტერესებს. კარგად ვარ და მორჩა.

auf federzehen!