გაციებული და სიცხიანი , ეს ჩაი მაინც მშველოდეს

მოგზაურობა ჯვარზე
ალექსა ჩიღვინაძე
ჯვარი - მარტივი ლაბირინთია.
მეჭიანჭველა ვარ ქრისტეს ჯვარზე.
ტაქსი ვარ ქრისტეს ჯვარზე.
უხილავი დინოზავრი ვარ ქრისტეს ჯვარზე.
მეტრო ვარ ქრისტეს ძარღვებში.
გამიჩერეთ! მე ქრისტეს გულთან მინდა მივიდე.
მინდა მივიდე ქრისტეს თითებთან ან...
სად არის ფსიქიატრიული? ქრისტეს თავში.
სასწრაფო მანქანა ვარ ქრისტეს ჯვარზე.
მანქანის თავზე ტრიალებს და ანათებს სისხლის წვეთი.
კვეთით, კვეთით, კვეთით ნუ მოხვალ.
გვერდით, გვერდით, გვერდით გაიხედე.
ნუ ჩაერევით ჩემს ცხოვრებაში ქირურგიულად.
საერთოდ ნუ ჩაერევით ჩემში.
ცარიელი ჯვრების ტყეში
გააკარით ჩემი ჩრდილი ჯვარზე!
ჩამოხსენით ჩემი სხეული!
ელი, ელი! ლამა საბაქთანი?
იესო, გადმოხტი ჯვრიდან პარაშუტით!
ოდესმე ყველაფერი მოხდება.
ჯვრიდან გამოხტა გუგული.G
ვარსებობ ყველაში.
ვინ იყო გაკრული იესოს ჯვრის მეორე მხარეს?
მოგზაურობა ჯვარზე გრძელდება.
წამომყევით, დავათვალიეროთ ქრისტეს თვალები.
ვინი პუჰი ჯვართან, ჯვარში - თაფლი.
ბავშვები ცეკვავენ ჯვრის გარშემო.
ვიცი თავს მოვიკლავ!
Manchmal habe ich richtig Angst,den Boden unter den Füssen zu verlieren..................
life itself is happening