მაგარი აზრია, პროსტა გოგიამ თავი ასე უნდა მოიკლას - მუმუსთან ერთად ჩახუტებული იბამს აგურს და აბობოქრებული პალიასტომის წყალში ხტება, სადაც ავი სირინოზი-ფატიმა იცინის - ტელევიზიიდან თუ ხართ ვინმე, არ მოიპაროთ, კოპირაითი სტალკერასია და წილში ვარ.
ისე, მახსოვს, ზუსტად იმ მომენტში, ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა (თან დამრიგებელიც იყო) თავის მონათხრობში, გოგიას ტანჯული ცხოვრება, ერთი გასროლით რომ დაამთავრა, კაი ძველი საყვარელივით, ჩემმა კლასელმაც გაიყვანა ჩურჩულით მონაყოლი ანეგდოტი ბოლოში, ანეგდოტი საკმაოდ კარგი გამოდგა....
რამდენიმე დღის შემდეგ მშობელთა კრებამაც მოუწია, სახლში დაბრუნებულმა დედაჩემმა - "ვის გევხარ ასეთი უგულო, გოგიას სიკვდილზე ხარხარი რო აგიტეხიაო"
სხვა დრო იყო მაშვინ - სხვა ადამიანობა და სიყვარული ვიცოდით - აპა?!
This post has been edited by givillo on 11 Apr 2009, 02:51