#62729070 · 20 Sep 2026, 20:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ქართული ზღაპრები, ამან ეს მოკლა იმან ეს მოკლა-იქნებ ამის ბრალია |
ბროკცი ბოდიში და თქვენ ხოარ გაჟღრიალებთ? ზღაპარზე წარმოდგენა გაქვთ? ბავშვიც კი არ აღიქვამს მანდ სიკვდილს ისე როგორც ეს დიდების მახინჯ ცხოვრებაშია. ზღაპარში არასოდეს კვდება დადებითი პერსონაჟი. ბნელი და ბოროტის სიკვდილი ნიშნავს სიკეთის და სიცოცხლის გამარჯვებას ბროკცი. * * * ჯობია ცოტა იკითხოთ და მეტი იაზროვნოთ. ზღაპარში სიმბოლურია ყველაფერი. გულის და ღვიძლის ამოცლა ნიშნავს უგულოდ დატოვებას და კეთილ-ბოროტის განურჩევლობას. ფიფქიაც ხო ევროპული ზღაპარია და ეგეც დაწვით )) ზღაპარი მაგიაა ბროკც, და ბავშვის ფსიქოლოგია თუ დაწყობილია და ნორმალურია აღიქვამს მაგიას. რეალურ სიკვდილის და გამოშიგვნას არ უკავშირებს და ვერც დაუკავშირებს იმიტომრომ არც არასოდეს უნახავს. და ზღაპარში მკვდრის აღდგენაზე და გაქვავაბულის გაცოცხლებაზე რას იტყვით. ან მოურჩენელი სენით განკურნებაზე. სადამდე მიხვედით ჩემიკაი. * * *
| QUOTE | დედა რა ცუდიც არ უნდა იყოს როგორ უნდა ჩააგდო ადუღებულ ზეთში და ამის შემდეგ ბედნიერად იცხოვრო.
|
ეგ დედინაცვალი იყო ბოროტი მონიკა
| QUOTE | | გეთანხმები, მაგრამ ზღაპრის მორალი სადაა? |
მორალი არ არის სულიერ განზომილებაში. მორალი საჭიროა სააქაოში. ზღაპარი "საიქიოზეა". საიქიოში სიკვდილი არ არსებობს. იქ არსებობს კონკრეტული სივრციდან განდევნა, გაყვანა და ეგაა "მოკვლა". და კიდევ არსებობს გადაქცევა. რაღაცად გადააქცია. ბავშვი მთლად სააქაოში არ იმყოფება, რო იცოდეთ. და ზღაპარს აღიქვამს ადექვატურად. დიდები კიდევ იწყებენ ფილოსოფოსობას და ტყუილად ტვინებს იჭყლეტენ. გამოტოვეს მომენტი როცა ზღაპარი უნდა აღექვათ. არ უკითხავდნენ. მძიმე ბავშვობა ქონდათ. ამაზე იფიქრეთ.
This post has been edited by OliverMess on 20 Sep 2026, 20:28
|