საწყალი როზალია

ეს იტალიელები ხომ ჩამოყალიბებული ნეკროფილები არიან რა.
ცენტრალურ იტალიაში, უმბრიაში არის ასეთი ქალაქი- ფერენტილო.
ერთი მოქეიფე იტალიელი კოორდინატორი მყავდა და ჯერ სიბილინებზე აგვიყვანა სასრიალოდ და ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად და რესტორნიდან პირდაპირ ფერენტილოში, მუმიების მუზეუმში.
მუზეუმი რა, ეკლესიაა შუასაუკუნეების და ამ ეკლესიის სარდაფში ასვენებდნენ მიცვალებულებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იხრწნებოდა(კლიმატური პირობების გამო). ჰოდა, გამოფინეს ეხლა სათითაოდ, ისე, რომ დახურულ მინებშიც კი არ ჩასვეს და დაჰყურებ, შეჰყურებ, შესციცინებ ამ 6 საუკუნის მკვდრებს, იმ ჰაერს სუნთქავ, რასაც ისინი და გზარავს თან. მიუხედავად ჩემი ნეკროფობიისა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და გიდს უკვე დაწყებული ჰქონდა ექსკურსია, მარტო რომ შევძუნძულდი, თან გული მისკდებოდა, კუბოებს რომ ვუვლიდი გვერდს.
გამოფენილები არიან ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც მეთხუთმეტე საუკუნეში წამებით მოკლეს: მარჯვნივ ფოტოზე, ჩამომხრჩვალია და იმიტომ
აქვს თავი ჩამოკიდული, მეორეს ხელ-ფეხი ისე ჰქონდა ბაწრით დაბმული, რომ ძვლებზეც კი ეტყობა.

აქვეა დედისა და ახალშობილი ჩვილის მიხრწნილი გვამები, თავისი ტანსაცმლიანად ( დედა საპატარძლო კაბაშია გამოწყობილი). ჩინელი წყვილის, რომლებიც სამოგზაუროდ ჩამოსულან და შავი ჭირი შეჰყრიათ ( მაგალითი, რომ ფული სულაც არ არის ბედნიერების გარანტი )

კიდევ ერთმანეთზე დახვავებული თავის ქალება თაროებზე შამოწყობილი. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც დიდი, ოთხკუთხედი და რუხი, ჩაშავებულ-ჩამპალი კუბოა, რომელშიც მეთხუთმეტე საუკუნეში გარდაცვლილი ადგილობრივი იურისტი განისვენებს. ამ კაცის წინაპრები დღემდე იმ სოფელში ცხოვრობენ და არ აძლევენ მუზეუმს უფლებას, რომ მიცვალებული გამოფინონ ( ალბათ რომ მომენდომებინა, ავხდიდი კუბოს თავს, მაგრამ იქვე გავთავდებოდი

).
პირობას ვდებ, ეს ბოლო მონაყოლია მკვტრებზე