ძაან კაი იყო...
და ერთ პლანეტაზე ის ამბავი გაგრძელდა ამით,...
რომ ნატვრების შოვნა მოუნდათ....
რომ ნატვრების გაკეთებაც კი მოუნდათ...
რომ ყველას მოუნდა სახლში ჰქონოდა საკუთარი ნატვრის ხე.....
რომ მერე ზოგს უკვე სხვისი ნატვრა უფრო მოსწონდ, ვიდრე საკუთარი....
რომ ერთი ნატვრის ასრულების მერე, ფიქრობდნენ რომ მეორე ნატვრა უჟე ბონუსით ეკუთვნოდათ...
რომ დაიწყო ნატვრების საყოველთაო ქიჩმაჩი....
რომ გაიხსნა ნატვრის ლავკები, სადაც დაიწყო გაყიდვა ნებისმიერი ნატვრის ასრულების ვიზაქარდ-მასტერქარდების...
რომ გაიგეს, ღმერთი ბრმა ჩიტის ბუდეს აშენებსო, ბევრმა დაითხარეს თვალები....
რომ, ღმერთმა არ აუშენა ბუდეები ამდენ თვალებდათხრილთ, თვალებდათხრილებმა კი ღმერთს ჰააგაში უჩივლეს...
რომ ადამმა დაურეკა ევას მენატრებიო....რაოო-ევამ?!..... ადამმა - ბარათზე ჩამირიცხე, მეტი სალაპარაკო აღარა მაქვსო....................იმანაც - მამაშენმა ჩაგირიცხოს, ჩემგან ისიც გეყოფა რო გენატრებიო....
რომ, ამოიოხრა ღმერთმა...ეს რა მივქარე და ვის ვაჩუქე ნატვრებიო და წაართვა უჯიშოებს ის, რაც ოდესღაც დაანატრა...
რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეს და ფაფუ.....სადღაა ნატვრები?!
რომ, ნატვრების ნაცვლად, ღია სარკმლიდან შემოესმათ ლეილას აფრები...
რომ, ნატვრებმა დიდი ხანია იმ პლანეტიდან აუშვეს აფრები და დარჩა მხოლოდ...ლეილას -"აუ როგორ დავთვრებიიი...", რაოესი, ყაზტრანსგაზი და თბილწყალკანალი.....
**********************************
...ერთი ნატვრა მოსწყდა ნატვრების იალქნიან ხომალდს და ქარმა ერთ უდაბურ ტყეში გადმოაფრინა...სადაც ათასწლოვანი ხის ტოტებზე, შებმული ჭრელაჭრულა ძონძების ნაცვლად, შემომსხდარიყვნენ სხვადასხვა ფერის პეროებით შემოსილი ბუები....დიდი თავი რომ ლამის უსკდებოდათ ყველაფრის ცოდნით!...
ნატვრა - რაო ბუებო, რაზედ დაფიქრებულხართ?!
ბუები - ცხოვრების აზრზე...ვითვლით, რამდენი პეროსაგან შედგება იგი..
ნატვრა - არაფერი და არავინარ გენატრებათ>?!
ბუები - რა არის ნატვრა,?!... ჩვენ გვცივა, გვშია, გვეშინია და არ გვიფიქრია ნატვრაზე...
ნატვრა - თუ გაინტერესებთ, ნუ იფიქრებთ.... სათითაოთ გულში ჩამიკარით და მოუსმინეთ მხოლოდ იმას რასაც გული გეტყვით
.............................................
მას მერე ბუებს აღარც შიათ, აღარც სწყურიათ და აღარც სცივათ.........მხოლოდ ენეტრებათ!
თქვენ გენაცვალათ ბუებო სტალკერი,..არ გაუშვათ ეს ნატვრა და ის აუცილებლად აგისრულდებათ

(ახალიწლისღამისწინაღამისზღაპრის სმაილიკი)
This post has been edited by Stalker2005 on 11 Dec 2010, 13:06