"არაფერი დამინახავს, რამაც უკან დამაბრუნა,
ზუსტად ეგ იყო მიზეზი, არაფერი დამინახავს,
გესმის ძმაო, ვერაფერი დავინახე,
იმ უსაზღვრო ქალაქში ყველაფერი იყო იმის გარდა,
ყველაფერი იყო,
არ იყო მხოლოდ დასასრული, არ ვიცოდი საით მიექანებოდა სამყარო,
აბა დაფიქრდი, როიალის კლავიშები იწყება და მთავრდება. იცი, რომ 88 კლავიშია. ამას ვერავინ შეცვლის. უსასრულონი არ არიან, უსასრულო ხარ შენ და მუსიკა კლავიშებში,
შენ უსასრულო ხარ, ასე ცხოვრება მომწონს,
თუ მე ჩამოვალ ამ კიბეებიდან და ჩემს წინაშე,
თუ მე ჩამოვალ ამ კიბეებიდან და ჩემს წინაშე მილიონობით და მილიარდობით კლავიში გადაიშლება,
მილიარდობით კლავიში, რომლებიც არასდროს დასრულდება, შენ კი არასდროს გეცოდინება საიდან დაიწყო.
ამ კლავიშებზე ვერასდროს დაუკრავ, იმიტომ რომ შეიძლება შეგეშალოს,
ამ როიალს მხოლოდ უფალი უკრავს...
გზა ათასნაირია, როგორ უნდა ამოირჩიო ერთი, შენი?
ამოირჩიო ქალი,
ამოირჩიო სახლი, შენი მიწა, პეიზაჟი რომელსაც ყოველდღე უნდა უყურო... ამოირჩიო როგორ უნდა მოკვდე!
მთელი ეს სამყარო,
მთელი სამყარო, რომელიც არ იცი სად მთავრდება...
არ გეშინია, რომ არ გაგიჟდე ამაზე ფიქრით, არ გეშინია ,რომ არ გაგიჟდე ცხოვრებით?
მე ამ გემზე დავიბადე. სამყარო აქ ტრიალებდა, კარუსელივით. ორიათასი კაცი ყოველ ჯერზე თავიანთი ოცნებებით, მაგრამ ეს ოცნებები ღუზას და მაჩტას არ ცდებოდა. მეც ვუკრავდი საკუთარი ბედნიერების კლავიშებზე, რომლებიც უსასრულონი არ იყვნენ.
მე ასე მასწავლეს. მიწა ზედმეტად დიდი გემია ჩემთვის, მოგზაურობაა ზედმეტად გრძელი, ქალია უსაშველოდ ლამაზი, სუნია ზედმეად მძაფრი, და მუსიკაა, რომლის დაკვრაც მე არ ვიცი. მაპატიე, ვერ ჩამოვალ მიწაზე. მომეცი უფლება უკან დავბრუნდე..."