მოკლე პასუხი:
"მზეს ველოდები!"

სრული პასუხი:
პირველად რომ ჩამოვედი აქ, ამ უმზეობაში, არ გამკვირვებია, ზამთარი იყო და იმიტომ. არც ერთ ღამეში დადებული დიდი თოვლი გამკვირვებია, მეგონა ყოველ წელს ითოვებდა. არც ამავე დილას შუქის უცაბედი გამორთვა გამკვირვებია, სიბნელეში სანთლების პოვნაში იმხანად უკვე დახელოვნებული გახლდით

იმის მერე ბევრი ზაფხულები გავიდა, მაგრამ მზე არ ამოსულა. აღარც იმხელა მოუთოვია და არც შუქი გამორთულა მეტჯერ.
სამაგიეროდ წვიმს. ისე კი არა, ჩვენთან რო დასცხებს ხოლმე კოკისპირულად და გადაიღებს, წვიმს მშვიდად და გაბმულად, რომ დაიწყებს და აღარ გადაიღებს ისე..
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა მალევე გამაფრთხილეს, ზაფხულობით ჩვენთან არაფერი იცვლება, მხოლოდ წვიმა თბებაო, მაინც ჯიუტად ველი,
რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბევრთვალებიანი მზე ამოვა...
რომ ერთ მშვენიერ ღამესაც მუხლამდე მოთოვს...
რომ ერთხელაც იქნება აღარ შევამოწმებ სახლიდან გასვლისას ქოლგას ჩანთაში...
რომ შუქი ჩაქრება ხოლმე ხანდახან!
პ.ს. აქ არც ვარსკვლავებია, მაგრამ ამაზე, ვარსკვლავების გარეშე როგორ ძლებო, რომ მკითხავენ, მერე...

პ.პ.ს. სრული პასუხი ალბათ სხვანაირი იქნებოდა, ახლა წელიწადის სხვა დრო რომ იყოს და ამ წუთში არ წვიმდეს. ანუ ჩემ ქალაქთან ბოდიში, ასეთიც და ისეთიც ძალიან მიყვარს
This post has been edited by minerva on 17 Jan 2010, 03:41