marilis_განვადებითაც შეგიძლია
რა მარტივია ვიყოთ შორს და ძალიან ახლოს.
ვდგებოდეთ ერთად საწოლიდან ყოველ ცისმარეს
ვხედავდეთ ზეცას სულ სხვადასხვა ქალაქის ზეცას
წარმოვიდგენდეთ ღრუბლებისგან გემებს ,ნიჟარებს.
და რა რთულია,რომ არ ვიყოთ- რომ სულ არ ვიყოთ.
ან ვიარსებოთ ფერგადასულ მოგონებებად ,
დასაობებლად ჩაყრილებმა ზანდუკში სხვენზე
და როგორც მზეზე გამოტანილ დაჩრჩილულ სამოსს
ანიავებენ და თოკზე ფენენ -ჩენც გადაგვფინონ -რა იქნება და მზე მოგვიხდეს?.
ამაზე უფრო რთული არის ვიწვეთ გვერდიგვერდ
და ვთამაშობდეთ-"ყვლაფერი კარგადაა იქნებას".
ვარწმუნოთ თავი არ არსებულ კარგად ყოფნაში
და ბოლოს ჩვენვე ვეღარ შევძლოთ გადაფიქრება.
რა მარტივია იყო შორს და ძალიან ახლოს , როგორც ახლა ხარ, როგორც გუშინ ან ხვალ იქნები.
This post has been edited by demna_ on 25 Aug 2010, 18:58