palindromi-xარ ვევასები, ვატყობ არავის,
ჭერი არ მოწონთ ჩემი კარავის,
ანდა არ უნდათ გულის მპარავის
არც ლექსი და არც შემომპარავი
ქათინაური ანდა კაფია,
რა ბაზარია, თუ ლაყაფია,
გარეთ თებერვლის წუმპე-ლაფია.
არ დამრჩა თხილი, აღარც ძაფია,
ზამთარში ვკვრიხე ყველა ჩურჩხელა,
მუჭით ვიწმინდე თვალზე კურცხალი,
ბუხრისწინ როცა ვკოტრიალობდი,
შენ კი პალინდრომ, ამოდ გალობდი
თურმე კაფიას, და ახლა, როცა
თოვლმა წაიღო ყველა ჩურჩხელა
ყველა კუპატი, მოდი და ერთი
კაფიაც მითხარ,
ჩამისვი მატი, ანუ შამათი.
დიაცნი მოვლენ, ჩამოცრემლავენ
ბოლო სანთლებს და (რა მიდის მათი),
დაგვატირებენ ბოლო შაირებს.
გაზაფხული კი, ჩემო პალინდრომ,
ჩემ დანახვაზე გულსაც აირევს,
და ამომანთხევს სადმე ქუჩაში,
* * *
ახლა მე წავალ.
და ჩალართხული პალტოს კალტით
გავხვეტავ ქუჩას,
ამ ზამთარს მაინც
ბოლო არ უჩანს.
კარგად, პალინდრომ,
ლექსს მაინც გეტყვი
ვინძლო, ამით რომ
ჩაგიტკბო ცოტა შხამი ვარამის,
და როცა მერე, ჩემი დარდი
ჩუმად გამომხრავს.
მომიგონებდეთ.
თქვენი არრამმის.
* * *
კაი, კაი, წავედი ახლა. გავახურე ნამეტნავად. მომიკითხე ხალხი, პალინდრომ.