#20219890 · 18 Jun 2010, 12:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Margalona მეგრული ენაა,მაგრამ ვერ ვხვდები რა საჭიროა ახლა,ამ ვითარებაში ამის ოფიციალურად აღიარება...აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და ერთიან საქართველოში იქნება მხოლოდ 2 ავტონომია...სამეგრელოს(რომელსაც ალბათ შეუერთდება აფხაზეთი ან მისი დიდი ნაწილი) და სვანეთის. რბილად რომ ვთქვათ უადგილოა ასეთ ვითარებაში მსგავსი გამოხტომები ჯერ ყველამ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და შემდგომ ვიკამათოთ მსგავს მეცნიერულ საკითხებზე ამის კარგი მაგალითია იტალია,ანუ ჯერ ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო და შემდეგ გაიშალა დებატები რეგიონებზე. გაიგე? * * * Margalona patriciia abkhazi_83 namo Alice_ ეეეეეჰ, რამდენი უნდა ილაპარაკოთ ამ სულელურ თემაზე - სად სამეგრელოს სეპარატიზმი?სრულიად უსაფუძვლოა და ახლავე მოგახსენებთ რატომ ჯერ ერთი, ვინმე იური ღვინჯილია მოქმედებს სულ. ტიპი არის ეული იდიოტი. გაგიგიათ მაგის გარდა სხვა ვინმე ვინც დამოუკიდებლობას მოითხოვდეს მეგრელებისგან? მე არა. მარტო იური ღვინჯილია გამიგია და ეგ არის იურის რომ სერიოზული სხვა თანამებრძოლი არ ყავს, ეს აშკარაა, თორემ აქამდე სხვებიც გამოყოფდნენ თავს. აქედან გამომინარე, უნდა გადავიდეთ მეორე კიტხვაზე - რამდენად შეუძლია იურის ეს იდეა მოაწონოს ხალხს? ვფიქრობ, რომ ვერ მოაწონებს. მეტიც, ეს თემა თავად მეგრელებში არ არის აქტუალური და მიმზიდველი. ეს ჩანს შემდეგი გარემოებიდანა. მიუხედავად უამრავი შესაძლებლობებისა, მეგრელებს ჯერ ავტონომიაც კი არ მოუთხოვიათ.ბ. თუკი იურის მიერ უამრავ ფორუმზე გახსნილ თემებს დაათვალიერებთ, მანდ მარტო იური პორსტავს და სხვა არავინ რამდენი მეგრელია ფორუმზე ზოგადად. ძაან ბევრი. მეგრელებს რაღაც მიზეზით პოლიტიკა იზიდავს. ეს ფორუმი ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი რატომღაც არ აქტიურობენ იურა ღვინჯილიას მიერ ათას ფორუმზე გახსნილ ტრილიონ სეპარატისტულ თემებში. რატომ? პასუხი მარტივია - ხალხს არ აინტერესებს სეპარატიზმი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ თემის ხელოვნურად გაბუქება-აქტუალიზაცია ჩვენი მხრიდან არ არის სწორი. რატომ? ბევრი ქართველი დაიზაფრება. ისედაც ფობიებია, განსაკუთრებით მეგრელების მიმართ. ხოდა შიშშეპარული ხალხი მერე ყოფით ურთიერთობებში შეიძლება ცოტა აგრესიული გახდეს, ან შეუჩნდეს მეგრელებს, სხვანაირად დაუწყოს ყურება. ეს კი მართლა ცუდი რამ იქნება!ამიტომ, მოდით ნუ შევქმნით ხელოვნურად სოციალური დაძაბულობის კერებს
This post has been edited by aLEXandre vasha on 18 Jun 2010, 13:03
|