იმდენს ვეწევი და იმდენს ვსვამ,რომ ერთ დღესაც მომბეზრდდება და ჩემში კარგი გოგო აჯანყდება

ზოგჯერ ვიტყუებით,ხომ ასეა?
უბოროტოდ და სასაცილოდ
ხოდა ჩემს ძველი ავეჯით გაწყობილ, მაგრამ მცენარეებით გადაჭედილ ,
ფრანგულფანჯრებიან ოთახში,მორყეული,სახეაფლეთილი ვენტილატორი ვერ ფანტავს სიგარეტის ბოლს.
რა საცოდაობაა.ვცდილობ საძინებელ ოთახში მიძინებული ქმარი მოვატყუო,რომ გაბრაზებული
ვარ ატმოსფეროს მაღალ ტემპერატურულ მაჩვენებლზე და ვერ ვიძინებ.არადა... ზოგჯერ კარგია ცივი ლუდის ყლურწვა,
თუნდაც მალულად სიგარეტის ბოლში გახვევა და რაღაც ბანძი მუსიკის მოსმენა,რომელიც
შეიძლება ჩემი გარდასული ცხოვრების მანძილზე პირველად მოვისმინე

მე ვიტყუები იმას,რომ დიეტის გამო ლუდს არ ვსვამ

ხოდა ღამე გამოვდივარ და ჩაფსმამდე ვსვამ,თან ვეწევი.
არადა ამასაც ვატყუებ ხალხს,რომ არ ვეწევი უკვე დიდი ხანია

რამდენიმე დღის წინ დედას ველაპარაკები სკაიპით და უცებ სულ დამეკიდა რომ კამერა ჩართულია.
გავუკიდე სიგარეტს და ვზივარ ეგრე.
დედა მეკითხება,ხელში რა გიჭირავსო და მეც ეგრე,ვპასუხობ სიგერტითქო.
ბრახ და მოვწვი,ვის ვეუბნებოდი ამას.
არა, დედამ ერთი ორჯერ გადაიქნია თავი და პანიკა არ გაუმართავს,მარა გამიტყდა.
ვიცი,როგორ ვერ აიტანს რომ ისევ ვეწეოდე.და ამიტომ მომერიდა და
გავწითლდი.მგონი ბოლო 20 წლის მანძილზე მაგ დროს გავწითლდი პირველად და გული მეტკინა დედას გამო.
მთელი დღე ვდარდობდი მერე ((((
მოკლედ.
ვიტყუებით.ცოტ-ცოტას და უმნიშვნელოს,მარა...
ხოდა მე ვეწევი,ვსვამ გერმანულ ლუდს და ღია ფანჯრიდან მანდარინის ხეებჩაყოლებულ ტროტუარს გავყურებ და სულაც
არ მიტყდება,რომ დედას,ქმარს,მეგობარს,მამას,ძმას ვუმალავ, რომ მე ვეწევი და ლუდს ვსვამ...
როგორ შეიძლება ამ ქვეყნად არსებობდეს ლუდი და სიგარეტი,მე
ცოცხალი ვიყო და მათზე უარი ვთქვა.დაე მაწამონ ამის გამო ან ყელის კიბომ მომკლას

ხო,ნუ რაც არის.წასაშლელი ფაილებიო თუ რაღაც და ეგდოს ერთი,ამისიც....
მერე (თავს რომ გავანებებ სიგარეტს) ამ პოსტს ვნახავ და ვიამაყებ