
ღამე ვარსკვლავებს ცეცხლი ეკიდებათ,
გული ისე იწვის,ფერფლად ილევა
ირგვლივ სიჩუმე და ღამის ხმაურია
ვიღაცა ტირის,ცრემლად იღვრება...
ბედნიერება?სადღაც აქ არის
ამ შუაღამეს გადამეკარგა.
ვერც ვარსკვლავების მთლიანი დასტა
და ვეღარც მთვარე დამეხმარება!
ის თვითონ მოვა იმ დილას
როცა ქარი ამ ღრუბლებს სულ, მთლად გაფანტავს
და მზისფერ შუქში ამობრწყინდება
მადლით,სიწმინდით,სიჩუმით მოვა!
ისევ დაღამდა,ისევ ქარია
თეთრი შუქიღა ანათებს მხოლოდ.
ირგვლივ წყვდიადია,უკვე გვიანია
სასაფლაოც კი იძინებს ბოლოს...!
ქარმა დაიძინა,ეს წვიმაც მორჩა!
მიწაც კი უკვე სიზმრებში ჩარჩა!
ნეტავ გაიღვიძოს ამ დილას როცა
ბედნიერება მე მაინც დამრჩა...!
ესეიგი ვარ 14 წლის

და ეს ჩემი მე-2 ლექსია

შემიფასეთ...