.......................................................
(ძვირფასს palindromi-x-ს სიყვარულით და ....ხუმრობით...
აგრეთვე...დიდი ბოდიში აკაკის.....)
პალიკო
ნაცნობ იუზერს ვეძებდი..
ვერ ვნახე..არსად არ იყო..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
სად დამეკარგე ,პალიკო?!...
ფორუმში თემა შევნიშნე
უშნოდ რომ ჩამომპალიყო..
გულისფანცქალით ვკითხავდი..
ხომ არ გინახავს, პალიკო?!...
შეირხა გვერდი ბოლოში
დღესაც ვნახეო,მახარა...
ცვარ-მარგალიტი შაირი
გულზე ცრემლებად მაყარა...
სულგანაბული ბულბული
ვნახე,ფოთლებში პანიკობს...
მივეხმატკბილე ჩიტუნას..
"შენ ხომ არა ხარ,პალიკო?!"..
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
„დიახ, ნორიელ, დიახო!“
ნაცნობ იუზერს ვეძებდი..
ვერ ვნახე..არსად არ იყო..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
სად დამეკარგე ,პალიკო?!...
....................................................