ხელახალი დასწყისინაწილი 1-ლი:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26834750) 9 Aug 2011, 13:33 (უცნაური შემთხვევა)
ნაწილი მე-2 :
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26838073) 9 Aug 2011, 17:29 (პირველი ქალი)
ნაწილი მე-3:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26868062) 11 Aug 2011, 21:36 (გამოსასყიდი?)
ნაწილი მე-4:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26891366) 13 Aug 2011, 19:49 (ნათელა)
ნაწილი მე-5:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26944769) 17 Aug 2011, 16:12 (ახლობელი თანამშრომლად)
ნაწილი მე-6:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VIII (post #27130493) 30 Aug 2011, 16:02 (ბიზნესის დაწყება)
ნაწილი მე-7:
იყო და არა იყო რა (post #27227918) 5 Sep 2011, 14:33 (ზვიადის გაუჩინარება)
ნაწილი მე-8:
ყავა და ყველი (post #27339287) 12 Sep 2011, 13:26 (რატომ?)
ნაწილი მე-9
(ნინო)
შემდეგ დღეს სასამართლო სხდომა იყო დანიშნული, წინასწარი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. კახამ გამოთქვა იმედი რომ ზვიადს გირაოთი გამოუშვებდნენ, თუმცა ლევანმა მაშინვე ირონიულად შენიშნა.
-ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ ეტყობა, როდის ვინ გამოუშვიათ გირაოთი, რომ ეგ გამოუშვან, პროკურორი რასაც ითხოვს, ზუსტად იმას გამოიტანს სასამართლო.
-იმედის ქონის უფლება არ გვაქვს?
-გქონდეს ბატონო ეგ იმედი, მაგრამ ყალბი იმედის ქონას რა აზრი აქვს.
-რა ვიცი, ხომ აქვს სასამართლოს უფლება გამოიტანოს გადაწყვეტილება ისეთი რომ არ მისცეს ეგ ორთვიანი, რომელი კრიმინალი ეგ არის, რომ ვინმეს რამე საფრთხე შეუქმნას, ან რამეს.
-რა თქმა უნდა - ჩაურთო ადვოკატმა - მაგრამ პრაქტიკაში არ ხდება მასე. თუ წინასწარ ბრალდებასთან არ მოხდა შეთანხმება. ჩვენ კი არ გვქონდა შანსი შევთანხმებულყავით.
-რატომ არ გვქონდა შანსი?
-იმიტომ რომ ბრალდებას არ გამოუმჟღავნებია ასეთი სურვილი, არადა მხოლოდ ასეთი სურვილის არსეობობის შემთხვევაში არის ეგ შესაძლებელი.
-ესე იგი ორთვიანი პატიმრობა გარანტირებული აქვს?
-ნეტა ორი თვის მეტი არ იყოს. თუ ორ თვეში გამოვიყვანეთ, უნდა ჩავთვალოთ რომ ძალიან გაგვიმართლა.
ნინო ჩუმად ისმენდა ამ საუბარს, ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
სასამართლო პროცესი საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, ბრალდებამ მოითხოვა ამ ორი ეპიზოდის გამო ორთვიანის შეფარდება, ადვოკატმა დააყენა საკითხი რომ მეორე ეპიზოდი აშკარად ყალბი ბრალდება იყო, პირველ ეპიზოდი კი გასარკვევი. მოსამართლემ მშვიდად მოუსმინა ადვოკატს და დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა . . .
რაც გათხოვდა, ზვიადის გარეშე ორი ღამეც კი არ გაუთევია ზედიზედ უმისოდ, ყოველ საღამოს მოუთმენლად ელოდა ზვიადის დაბრუნებას. ერთი ზეიმი იყო მათი შეხვედრა, თუნდაც ერთი საათის წინ ყოფილიყვნენ დაცილებული. ამბობდნენ კიდეც „რამდენხანს უნდა იყვნენ შეყვარებულებივით, დაბერდებიან აწი, რაც ერთად არიანო“. რა დროს დაბერება იყო, სულ ხუთიოდე წელი იყო გასული, რაც ერთად იყვნენ, მაგრამ ეს ხუთი წელიც საკმარისი იყო, რომ ყველა მათ ახლობელს მსგავსი აზრი ჰქონოდა. ხშირად ბავშვის შეძენის შემდეგ ცივდება ხოლმე ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა, როგორღაც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში გადადის, თუმცა ზვიადისა და ნინოს ურთიერთობაში მსგავსი არაფერი მომხდარა, ისევ მუდმივი სწრაფვა, მუდმივი ლტოლვა ერთმანეთისკენ...
როგორც აღინიშნა უკვე, ორი ღამე ზედიზედ ზვიადის გარეშე არ გაუტარებია, ახლა კი მოსამართლის ჩაქუჩმა აუწყა ორი ღამე კი არა, მთელი ორი თვე მოუწევდა უმისობა, ორი თვე, სამოცი დღე... თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ თავი შეიკავა, რაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ცოტა ხნის წინ ბევრად უარესის შიში ქონდა და ბევრად მძიმე დღეში იყო...
დამთავრდა სასამართლო და დაიწყო გულისგამაწვრილებელი მოლოდინის პერიოდი. ნინომ ზუსტად იცოდა რომ ლევანი ყველაფერს გააკეთებდა ზვიადისთვის, საქმეში და პრობლემაშიც ყველაზე უკეთ იყო გარკვეული. თავად ქმრის საქმეებში არ იყო ჩართული, მხოლოდ ის იცოდა, რასაც ზვიადი უყვებოდა ხოლმე სამსახურში შექმნილ პრობლემაზე, თუ მომხდარ კურიოზზე, დამალვა არ უყვარდა და არც ცდილობდა. ნინომაც ყოველთვის იცოდა მოსმენა, თან ყურადრებით და ზოგჯერ ისეთი რჩევაც მიუცია, რომ რეალურად დახმარებია ქმარს პრობლემის გადაჭრაში. ეს იყო სულ. ხო კიდე, ცხადია კარგად იცნობდა ზვიადის პარტნიორ ლევანს, რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც სტუმრობდნენ ხოლმე სახლში.
მაგრამ რა უნდა ექნა ახლა? ყველზე ძნელი ხომ უმოქმედო მოლოდინია... თან ყველას მიაჩნია რომ მას დაცვა, მიხედვა ჭირდება. მისი და, ქეთი გადმოვიდა მასთან, ცოდო ხარ მარტო ვერ დაგტოვებო. ისე გამოდიოდა, თითქოს თავად ორი ბავშვის დედა, თვითონ იყო ბავშვი და მოსავლელი. არადა სინამდვილეში მტკიცე და მიზანდასახული ადამიანი იყო, თუ პრობლემას ხედავდა, შიშზე ადრე მისი გადაწყვეტის გზის მოძებნაზე ფიქრობდა. მხოლოდ მაშინ, როცა გამოსავალს ვერ ხედავდა, შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც ქალისთვის ჩვეულებრივი ამბავია მსგავს სიტუაციაში - ტირილი.
-რას იტყვი თქვენს ადვოკატზე, ვინ არის, რას წარმოადგენს? - კითხა ქეთიმ.
-ლევანმა მოძებნა, ისეთს არ ეტყოდა, ვისი იმედიც არ უნდა ქონდეს - უპასუხა ნინომ.
-იქნებ მეტი აქტიუობა იყო საჭირო პროკურორთან, იქნებ შეიძლებოდა მოლაპარაკება.
-არ ვიცი, რა ვთქვა, ამბობენ რომ საქმეს ადვოკატი არ აკეთებს, მთლიანად გამოძიების მხარის პოზიცია განსაზღვრავს.
-ხოდა მერე იქნებ მოგვეძებნა ვინმე, ვინც დაუკავშირდება ამ გამოძიების მხარეს და მოანდომებს რამის გადაწყვეტას.
-როგორ, არ იცი რა ხდება, სიტყვის თქმაზე შეიძლება დაიჭირონ კაცი - ეს ისე თქვა ნინომ, თორემ ყურადღებით შეხედა ქეთის, რა ვარიანტზე მიმანიშნებო.
-ვიცი ერთი კაცი, ადვოკატია, ვიცი რომ აკეთებს ხოლმე ეგეთ საქმეებს. შევხვდეთ, იქნებ გამოვიდეს რამე.
ნინო ოდნავ შეყოვნდა და თქვა.
-კარგი, შევხვდეთ. როდის შეიძლება მაგის მოხერხება?
-მე ხვალ შემიძლია დავურეკო და შევუთანხმდე შეხვედრაზე.
-ვნახოთ - უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა ნინომ.
მეორე დღეს დილასვე დარეკა ქეთიმ და შეხვედრა თხოვა.
-კარგი ბ-ნო გიორგი, სამ საათზე ვიქნებით.
-დედა მოასწრებს მაგ დროისთვის მოსვლას? - კითხა ნინომ - ბავშვები რომ დავუტოვო.
-დედა ამ დილასვე მოვა, გუშინ მითხრა.
სამ საათზე დანიშნულ ადგილას იყვნენ. არც გიორგის დაუგვიანია. ოცდაათ წლამდე ბიჭი იწნებოდა, მაგრამ ეტყობოდა ყველა სიტუაციაში კარგად გარკვეული და სიტუაციის გამომყენებელი. იქვე, მახლობლად მდებარე კაფეში იპოვეს ერთი წყნარი კუთხე და იქ დასხდნენ. ქეთიმ გააცნო საქმის ვითარება. გიორგის ემოცია არ გამოუმჟღავნებია, ისე თქვა:
-სასამართლომდე რომ მოსულიყავით, აჯობებდა, უფრო ადვილად მოვაგვარებდით საქმეს.
-ბატონო გიორგი, მაგას ვეღარ შევცვლით, თქვენ ის გვითხარით, ახლა რისი გაკეთება შეიძლება - თქვა ნინომ მაშინვე.
-შეუძლებელი არაფერია, ახლაც შეიძლება გაკეთება, უბრალოდ უფრო ძვირი დაჯდება.
-როგორ შეიძლება.
-მე ვნახავ პროკურორს, დაველაპარაკები და დავითანხმებ. ადვილი არ იქნება, მაგრამ როგორც ვთქვი, შეუძლებელი არაფერია.
-იცნობთ მაგ პროკურორს?
-კი, როგორ არა, კარგად ვიცნობ, არაერთხელ შევხვედრივარ.
-ხელშეკრულება უნდა გავაფრომოთ, თუ როგორ იქნება? - ნინომ იცოდა რომ ასეთი ხელშეკრულება იყო გაფორმებული ზვიადის ადვოკატთან.
-რა საჭიროა ხელშეკრულება, მაგ საქმეს ისე მოვაგვარებ, არ გვინდა ეს ბიუროკრატიული რაღაცეები.
-აბა პატიმარს როგორ ნახავ?
-რა საჭირო პატიმრის ნახვა, თქვენ რა გაინტერესებთ, მე ვნახო თქვენი პატიმარი ქმარი, თუ გამოვაშვებიო ციხიდან? - შეუბრუნა კითხვა გიორგიმ.
-ცხადია, ციხიდან გამოყვანა გვინდა, მეგონა ამისთვის მასთან შეხვედრა აუცილებელი იყო - თქვა ნინომ და ქეთის მიუბრუნდა - დაველაპარაკები ლევანს, რას იტყვის.
-ვინ არის ლევანი? სხვას თუ ჩარევთ საქმეში, მაშინ მე ვერ მოვკიდებ ხელს - წამი შუალედი არ გაუკეთებია, ისე სწრაფად თქვა გიორგიმ.
-ლევანი ზვიადის პარტნიორია, მის გარეშე საქმე ვერანაირად ვერ გაკეთდება.
-თუ თქვენს გარდა კიდე ვინმე იქნება, მაშინ მე საქმეს ხელს არ მოვკიდებ.
-კარგი მოვიფიქრებთ, თუ გადავწყვიტეთ, დაგირეკავთ - თქვა ნინომ, ადგა, ხელზე მოკიდა ხელი დაბნეულ ქეთის და მოქაჩა, რომელიც ინსტიქტურად დაემორჩილა და ისიც ადგა.
-კარგად იყავით - თქვა ნინომ
-კარგად - თქვა ქეთიმაც და თან ხელი აუწია.
ორ წუთში უკვე ნინოს მანქანაში ისხდნენ და სახლისკენ მიდიოდნენ.
-რა თქვა ასეთი, ასე უცბად რომ დაამთავრე და გამომაქცუნე? - იცოდა ქეთიმ რომ ნინო ასე ტყუილია არ მოიქცეოდა.
-აფერისტია მაგ ბიჭი.
-რაზე შეატყე?
-ჯერ ერთი ხელშეკრულების გაფორმება მაშინვე შორს დაიჭირა, მეორე პრინციპულად მოითხოვა ჩემს შესახებ არავინ უნდა იცოდესო. ანუ რა გამოდის, რჩევაც კი ვერავის უნდა ვკითხოთ. მერე მოითხოვს ფულს, წინასწარ. როგორ ფიქრობ, ის ფულს რომ აიღებს და მერე ტელეფონზე აღარ გიპასუხოს, რას იზამ?
-ბინა ვიცი მაგის, ერთხელ ნამყოფიც ვარ ერთ მეგობართან ერთად.
-იმას უშველა?
-იმას სხვა საკითხი ქონდა, კონსულტაცია ჭირდებოდა მარტო.
-მაგას კი მოახერხებდა ეს, ისე რომ პირი არ შეერცხვინა. მაგრამ რა იცი რომ იმ ბინაში ცხოვრობს ისევ? დარწმუნებულ ვარ რახან თქვენ იქ მიგიყვანათ, ნაქირავები ექნებოდა...
-მე მგონი მართლა ნაქირავები უნდა ყოფილიყო, ავეჯი არ ედგა თითქმის არაფერი . . . - თქვა შეფიქრიანებულმა ქეთიმ.
-ასეა, ზოგი სხვის გაჭირვებაზე ცდილობს ხელის მოთბობას. ვერაფრით ვერ ვენდობი მასეთ ადამიანს, მაგის საქმეში ჩართვა, ზვიადის საქმის გაფუჭებას ნიშნავს, გარდა იმისა რომ ფულს დავკარგავთ.
-მაგარი ხარ მართლა - თქვა ქეთიმ - უცბად იცი ადამიანების ამოცნობა, რომ ვუკვირდები, მაგას ჩალიჩობდა ეს ტიპი ახლა, როგორმე ფული გამოეტყუებინა ჩვენგან.
-მაგარი კი არა, უბრალოდ კარგად უნდა მოუსმინო რას ამბობს - თქვა ნინომ და უკვე სხვა თემაზე გადასვლა არჩია - გამოდის ეს „სხვა გზა“ ილუზია იყო მარტო, ამიტომ, სანამ ახალ „სხვა გზას“ ვიპოვით, დავუბრუნდეთ ჩვენს უცნაურსახელიან ადვოკატს.
-რატომ, ისტორიული სახელი ქვია - გაეღიმა ქეთის.
-ხო, იმ დროში არ იყო ალბათ უცნაური ადარნასე, მაგრამ ახლა ხომ არის - დარწმუნებულმა რომ ქეთიც ეთანხმებოდა ამ მოსაზრებაში, გადაწყვეტილად თქვა - მოდი ახლა დავურეკავ და შევხვდეთ, იქნებ რამე გვითხრას საიმედო.
-მე ვფიქრობ ახალს ვერაფერს გვეტყვის ჯერ - თქვა ქეთიმ. ხომ არ ჯობია სახლში დაველოდოთ საღამოს.
-მაინც მასე გამოვა, ახლა ოთხი ხდება უკვე - თქვა ნინომ და მანქანა გააჩერა, საჭეზე თავი დადო, თვალი დახუჭა და გაირინდა. რამდენიმე წამში თავი აწია, ამოიღო ტელეფონი და ადვოკატის ნომერი მოძებნა, საღამოს შეხვედრაზე უნდა შეთანხმებოდა.