ვერა
ისე
თან სხვისას. (აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავს

)
პირობითად:
ამბავი ერთი გოგოსი, სახელად - "გამათხოვეთ რა"
მოქმედება ვითარდებოდა-დასავლეთ საქართველოს ყველაზე მიკარგულ სოფლებში - ^-სა და *-ში.
გოგო ჩავიდა ^-სოფელში. ახლობლის ქორწილში. 2 საათი გაბრწყინებული თვალებით აკვირდებოდა ახოვან, მოქნილ, შალახოს რიტმების საუკეთესოდ მგრძნობ და ოფლისგან ატლასის პერანგშეწებებულ ბიჭს. ბიჭმაც შეამჩნია
ერთდროულად სიცხისგან და სიმორცხვისგან ლოყებატკვრიცინებული, (ეს ერთი სიტყვაა ?

) ფუმფულა, ჯანიანი გოგო და რაღა დავმალოთ და ეამა ყურადღება. 1 საათიც რომ გავიდა, ერთმანეთი "გულში ჩაუვარდათ". მერე რაღაცა ძალით ნომრებიც გაცვალეს და დაიშალნენ. გოგო *-სოფლისკენ მიმავალ ტალახიან გზას დაადგა, ბიჭი იქვე ეზოში მიიმალა.
მეორე დღიდან გაჩაღდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, რამაც ორ კვირას გასტანა. რაღა თქმა უნდა ასეთი ''ხანგრძლივი'' ვადით ''მესიჯობა" თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი "ამოწურეს". ამიტომ, ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის გადაწყვიტეს ერთმანეთი ენახათ. დაითქვა შეხედრის ადგილი- ქ. ზესტაფონი. სასადილო "აი ია". (ერთობ უმწიკვლო სახელის მქონე დაწესებულება)
საგულდაგულოდ გაიპიალა ბიჭმა თავისი ''ინსპექტორები", ჩაიცვა თოვლივით თეთრი წინდები და მეტი კომფორტისთვის, არათეთრი ზონრები შიგ ჩაიტანა. მიისხ-მოისხა სუნამო, თმა დაიჟელევა და კმაყოფილმა შეათვალიერა თავი სარკეში. გოგოც არანაკლებ გაიხარჯა... დაიყენა მაღალი "ჩოლკა", გადაისვა ტონალური, დაიკიდა საყურეები. მოიცვა ტყავის ქურთუკი, რომელსაც გემოვნებით შეუხამა "ადიდასის" სპორტული შარვალი, გადაიკიდა ტყავის ჩანთა და ქუსლებზე ''შეხტა". მოკლედ, არც ეს ენახებოდა ავ თვალს
ბიჭი მშობლებთან და დასთან ერთად, დილიდან მივიდა პაემნის ადგილას. არც გოგო ჩამორჩა. 4 უახლოესი დაქალი გაიყოლა. ერთმანეთი დაინახეს, გაუხარდათ და მაშინვე გაიცა ''მეფური'' პურ-მარილის გაშლის ბრძანება.
გაშლამდე, ყველა წევრი ფიქრებით გაერთო.
ბიჭი- "ძუნწი არ ვეგონო. ნახოს როგორი შეძლებული ვარ"
გოგო- "ძალიან მოვეწონე. შეუკვეთა და შეუკვეთა..."
გოგოს დაქალები- "აუ, რა ბედში ვარდება"
მაგიდასთან ქცევის ყველა წესი, ნორმა, ეტიკეტი დაცული იყო.
გოგო აქტიურად იჩხრეკდა კბილს საყურის ყუნწით. ბიჭი-ცხვირს. მერე რაა, რომ ამას საყურე არ ქონდა, თითების ნარნარი მოძრაობით მშვენივრად გამოსდიოდა ეს საქმე
მოკლედ!!! ორივე მხარე და მათი წარმომადგენლებიც კმაყოფილები დარჩნენ.
მეორე შეხვედრაც მალევე შედგა. ოღონდ გოგოს ოჯახში. ბიჭს მოსატანი ''მეეტანა" - ოქროი კალიცო, თავი ოქროი ბეჭდითა. ოქროი "ბაღ(ხ)ჩა საყურეები... სამწუხაროდ ლაკის ''თუფლების" და "კასინკის" საყიდლად თანხა აღარ ეყო. სამაგიეროდ იყო დაპირებები- "ვიდეოსა და დამკვრელებზე არ იდარდოთ. მე მოვიყვანო"
გული დაუარხეინდა გოგოს. ათასჯერ მაინც წარმოედგინა თავი საქორწილო კაბაში გამოწყობილს. პირველი "კრახი" ნიშნობის ფონზე, მეორე ნიშნობა გულზე მზის სხივებივით გადაეფინა და დათბა. ( პირველ ნიშნობაზე ოქროს წყალში ამოვლებული თუჯის "კალიცო" მიიღო) სტუმრები რომ გააცილა საპატარძლომ, მაშინვე ოთახში შეიკეტა და ნიშნობის ბეჭედი შეამოწმა, ძირძველი ხერხით "ჩაკბიჩა'' ...
"არა! ნამდვილია ღმერთო!!!" -აღმოხდა.
********
ქორწილის სუფრას "შქმერული" და ვაზის ფოთლებში გადახვეული ტოლმა არ მოკლებია. სიძე-პატარძალი მხიარულობდა, მხიარულობდა და მხიარულობდა...
. . . ფანჯარა იყო - საშინლად ბნელი, ოთახი იყო - საშინლად პატარა, გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი და მზე - ძალიან , ძალიან ცხრათვალა!