ბოლო ორი დღეც და უკვე უნდა წასულიყო გერმანიაში.
წავიდა ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად და ნასვამი დაბრუნდა.
_დალიე-მეთქი, ვეკითხები
_ჰო, ცოტა ლუდი დავლიეთო
_ ჰო-,მეთქი, ცოტა ლუდი და ბლომად კონიაკი-მეთქი. მარტო ლუდის ნასვამს არ გიგავს თვალები-მეთქი.
როგორ გინდა გაუძლო ქალს, რომელიც ასეთ ძვირფას ფეხსაცმელებს იცვამს და ისე კარგად გიცნობს, რომ თვალებში გატყობს, რამდენი კათხა ლუდი და სირჩა კონიაკი დალიეო.
მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი აღზრდის, თუ ჯერ კიდევ გაუშლელი სექსუალობის აისბერგში ვიყავი ჩაკეტილი.
თუ..... არ მომწონდა
არ მიზიდავდა
ახლაც არ ვიცი
მაგრამ ბუნდოვნად, ძალიან ბუნდოვნად ვგრძნობდი და თან ვერც ვგრძნობდი, რომ თანდათან მიყვარდებოდა ეს ალმოდებული ყინული, რაც ჩვენ შორის იყო, მისი მხრიდან ან ორივე მხრიდან იყო, თუმცა მაშინ
ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ ვერაფერს ვაცნობიერებდი.
მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო,
ის ისევ წავიდა სადღაც წინა დღის თანამეინახესთან ერთად.
დღის მეორე ნახევარში მოვიდნენ და სადღაც წამიყვანეს.
სახლში რომ დავბრუნდი, მთელი ჩემი ოთახი ვარდების თაიგულებით იყო სავსე.
ყველა ლარნაკი, რომელიც სახლში მოიძებნებოდა, ვარდებით იყო სავსე.
თითქოს სიზმარში იყო ყველაფერი,
მეორე დღეს წავიდა.
გაიარა კიდევ ოთხმა დღემ და ლექციები დაიწყო.
უცხოელი სტუდენტები სამი კვირით გვიან იწყებდნენ სწავლას.
ის კი ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამომეცხადა, ვერ გავძელიო.
მე მგონი, იმ დღიდან დიწყო ჩვენი შეხვედრები ქუჩაში, ბარბარას გარეშე.
სტუმრად დამპატიჟა თავისთან.
შევატყვე, ძალიან ნერვიულობდა,
ძელსკამები საერთო საცხოვრებსლი წინ გერმანელებით ახორხლილი დამხვდა. ერთმანეთს კალთაში უსხდნენ, მთელი სათვისტომო იქ იყო შეკრებილი.
შევედით ოთახში. დავლიეთ ყავა და აღარ მახსოვს, ზეპელინი იყო, თუ რა, სიმღერა იწყებოდა სიტყვებით
Brezhnev took Afhganistan......
ვიღაცამ კარი შემოაღო და ცოცხი სთხოვა
ვიღაცამ კონსპექტი
ვღაცამ წიგნი
ვიღაცამ აქანდაზი
ვიღაცამ შაქარი
ვიღაცას ამანათი მოსვლია გერმანიიდან და პეჩენიები მოგვიტანა
ბოლოს იყვირა
ღაუზე, ღაუზეო და სათვისტომო მიწყნარდა.
არასოდეს ვყოფილვარ ასე დაძაბული და მშვილდივით მოჭიმული.
ისევ ამეკვიატა გრძნობა, რა მინდა აქ, რატომ ვზივარ ამ ოთახში ან ეს ვინ არის საერთოდ......
კარა ხნის უაზრო ლაპარაკის მერე, როცა უკვე თვითონაც აღარ შეეძლო საკუთარ დაძაბულობას გამკლავებოდა, მისი ძმაკაცი მიხაელი შემოვიდა და ლუდზე დაგვპატიჟა,
ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ.
ავედით მიხაელთან,
გზაში ჩემი გერმანელი ცდილობდა ეხუმრა მიხაელის სიძუნწესთან დაკავშირებით, და რომ ახლა სენსაციის მოწმენი ვართ, მიხაელი აპირებს ვიღაცას ლუდით გაუმასპინძლდეს და ასე შემდეგ....
ავედით და მიხაელიც ცდილობდა ეხუმრა..
დიდხანს ვისაუბრეთ.
მერე თქვა, ჩვენთან ასე არისო., გოგო და ბიჭი ერთი თვე დადიან და თუ მათ შორის სექსი არ მოხდა, ესე იგი, იქ რაღაც გადახრას აქვს ადგილიო.
ნუ, ამის მეგობრები ჩემს მეგობრებზე უკეთესები რატომ მეგონა რომ იყვნენ-მეთქი, ვიფიქრე და ამ დროს დაამატა:
_ როდესაც შენგან მოდის, ვეკითხები, რას აკეთებდით-მეთქი?! ის კი მპასუხობს, ვლაპარაკობდითო, ლამის წელიწადია რა გაქვთ ამდენი სალაპარაკო-მეთქი, სულ მიკვირდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს მართლაც სასიამოვნოაო.
მოკლედ, ლუდს მე არ ვსვამ და გადაწყვიტა, კომპლიმენტი მაინც ეთქვა ჩემთვის.......

ასე გავიდა კიდევ რამდენიმე თვე, მერე კი ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ............
This post has been edited by patriciia on 24 Oct 2011, 02:18