t-90ეჰ, ჩემო ძვირფასო t-90, მე თუ მიცადეთ ან დარჩებით გაცნობის გარეშე

ან შვილიშვილებით მოხვალთ

პ.ს. დღეს საღამოს დავბრუნდი ჩემს "პრივიჩნი კოლხოზში"

იმაზე მეტად დაღლილი, ვიდრე წასვლის წინ. ხვალიდან ისევ იგივე რუტინა, რაც მანამდე. არა და მინიმუმ 2-3 დღეს დავისვენებდი, უფლება რომ მქონდეს :|
ბელგრადის აეროპორტში დღეს:

მოკლედ, მაინც მიხარია სახლში ყოფნა და საკუთარ "კუჩხეს" ვერაფერი შეცვლის

პ.ს. წასვლამდე დავწერე 2 ნაწილი ამასწინათ დაწყებული ისტორიის, მაგრამ წასვლის წინ ვეღარ მოვახერხე აქ დაწერა, იქ კი უბრალოდ ტექნიკური თუ დროითი ფაქტორების გამო არ გამომივიდა :| ერთ ნაწილს დავწერ ახლა და მეორეს მერე, ცოტა ხანში. პარასკევს კი შეპირებულ ამბებს გაგაცნობთ, თუ ისევ გაინტერესებთ

წინა ნაწილი, 1-2 აბზაცი დევს აქ:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან...***Тако ти је , мала моја, кад љуби босанац ...***(ნაწილი II)
ჩემი უსიტყვობა კაცებს როგორღაც აბნევდა. დავიჭირე რა ეს ხელსაყრელი მომენტი, ისევ მათი შეთვალიერებით დავკავდი, ოდესღაც კი თავი ისევ შემახსენეს:
- არ გვინდა ახლა ზედმეტი თამაშობები... მოკლედ, ჩაჯექი მანქანაში და დავილაპარაკოთ!
რახან ჩემი სიჩუმე დიდხანს ეფექტურად ვერ იმუშავებდა, დრო იყო ხმა ამომეტეხა:
- არაფერი მაქვს სალაპარაკო უცხო მამაკაცებთან! ბოდიში მომითხოვია, მეჩქარება და უცხონიც რომ არ იყოთ, არ მაქვს მაგის დრო! ღამე ნებისა!
სიტყვა დასრულებული არ მქონდა, ორი მათაგნი წინ გადამიდგა და გზა გადამიკეტა. მესამემ კი მარჯვენა მკვლავზე ისევ წამავლო ხელი. მარცხენა ხელით სწრაფად ქვედაბოლოს უკანა მხრიდან მეორე პისტოლეტს წავალე, მაგრამ ჩემს ამ ქმედებას მათი ღიმილი შეეგება - ერთმა მარცხენა ხელზე მწვდა, იარაღიანი ხელი გამიკავა. რაც შემეძლო - ფეხის გამოყენება იყო და ასევე ჩემი საყვარელი ილეთი რომაულ-ბერძნული სტილიდან... დანარჩენები არ ჩარეულან, მხოლოდ იდგნენ და უყრებდნენ ჩვენს ჭიდაობას, მხოლოდ მაშინ შემავლო წელზე ხელი და ჰაერში წამომწია ადრე უკან მდგომმა , როდესაც მათი თანმხლები უკვე მიწაზე იწვა...
***
მანქანით გარეუბანს გავცილდით და მძღოლმა დასახლება კალუჯერიცასკენ გადაუხვია. დაბის შესასვლელში უკაცრიელ „რასტშტეტეზე“ გააჩერა მანქანა, კომპანიონებს გადმოხედა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემგან მარჯვნივ მჯდომს მანქანის კარი გაეღო, მეორემაც მას მიბაძა და ხელი გამომიწოდა ნიშნად იმისა, რომ მეც გადავსულიყავი. ნებისმიერი საწინააღმდეგო მოქმედება დასაწყიშივე უაზრობისთვის იყო განკუთნილი, ამიტომაც არ მიმიმართავს არცერთისათვის და დავყევი.
მძროლმა სიგარეტს მოუკიდა, ერთიც მე გამომიწოდა, უარი არ მითქვამს და უფლებაც მივეცი აეკიდებინა. მანქანის კარს მიეყრდნო, სხვები შეათვალიერა და ამდენი ხნის უსიტყვობა გატეხა:
- ხედავ რომ არაფერს გიშავებთ, უმჯობესია ჩვენთან კოოოპერირება,
მეც მასავით მივეყრდენი მანქანის უკანა კარებს და გადავწყვიტე მართლაც მომესმინა და გამეგო რა სურდათ ჩემგან. მათი საქციელი მთლად ჩემთვის მოსალოდნელ ინციდენტებს არ წააგავდა, რამაც უფრო გამიღვივა ინტერესი და ამავე დროს სიმხნევეც მომიმატა:
- დაშავებაზე მე პირადად ცოტა სხვა აზრი მაქვს, მაგრამ კარგი... გისმენ , აბა...
საუბარი მძღოლს არ გაუგრძელებია, ჩემი რივალი ვინც იყო ჭიდაობაში, მან აიღო ინიციატივა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, სიგარეტს ენა გაუსვა, ტუჩებს შუა მოაქცია , აუკიდა და ალაპარაკდა:
- ხო... ისა... მე ჩიკას მეძახიან... ეს ჯაგაა, ამას კი ჟუტად მოვიხსენიებთ...
თქვა და თან ხელით თავის თანამეეინახეებზე მიმითითა. ჩიკა და ჯაგა ნამდვილად არ ვიცი, ვერაფერს ვერ დავუკავშირე, კარდა იმისა, რომ ჩიკა ბიძის გამომხატველი ჟარგონია, თუმცა ჟუტი კი ნამდვილად ამართლებდა თავის მეტსახელს - ქერა, სწორედ რომ ყვითელთმიანი ტიპი იყო. მოსაუბრე როგორც ჩანს ჩემგან ელოდა სახელის გაგონებას და ჟუტ-ზე გამხიარულებულმა მეც თამამად მივუგე ( *ჟუტი სერბოხორვატულად ყვითელს ნიშნავს) :
- მე თეთრი ვარ,
ამის გაგონებაზე სამივეს გაეღიმა. ჩიკამ კი განაგრძო:
- მოკლედ ასე... თეთრო ქალბატონო... შენ რომ ბარში შემოხვედი რა გასაკვირია და ჩვენი ყურადღება მიიპყარი, მაგრამ უკვე გასვლისას რომ სულ სხვა გარეგნობა გქონდა მიღებული, ეს ჩვენთვის უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ლამაზი ქალის დანახვა... მე მგონი გასაგებია, რომ სწორედ ეს იყო ჩვენთვის გადამწყვეტი...
სიგარეტის ნარჩენი ფეხით ბალახზე გავსრისე და შევეპასუხე:
- არა და სულაც არ არის ჩემთვის გასაგები... დააკონკრეტე!
ისევ მივეყრდენი მანქანას და ყურად ვიქეცი. ჩიკამაც არ დააყოვნა:
- კარგი, ვიცი რომ გასაგებია, მაგრამ რახან არ იშლი... მოკლედ...ხო... ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ჩვეულებრივ ქალთან საქმე არ გვექნებოდა... სწორედ ის იქნებოდი, რომელიც ჩვენ სწორედ დღეს, სწორედ ახლა გვჭირდება... ხო, არ დაიწყო ახლა ფართხალი, საქმისთვის გვჭირდება...
არანაირი ფართხალი არ დამიწყია, გულის ფართხალის მიუხედავად , მხოლოდ მშვიდად ვუპასუხე:
- მაინც?
- ხო... ეგ კითხვაა: მაინც... ხვალ ერთ-ერთი ძლიერი ბანკის გამოტანას ვაპირებთ, ერთ-ერთი კომპანიონი გამოგვეთიშა, ამით ჩვენი გეგმა შეიცვალა და... და სწორედ შენ გამოდგებოდი ამისთვის... ბევრი არაფერი გევალება, მხოლოდ ყურადღების მიპყრობა... ასე რომ, ეს მაშინვე ცხადი იყო ჩვენთვის და ნებით თუ უნებლიეთ უნდა შემოხვიდე ალიანსში...
- და რომ არა? მაშინ რა, თუ არა?
ერთმანეთს გადახედეს და უკვე ჯაგა ჩაერთო დიალოგში:
- თეთრო ქალო, კაციჭამიები არ ვართ, მაგრამ ეგეც ვიცით რომ არა - რა...
- მაინც?
უტეხად ვიდექი ჩემს პოზიციაზე, ჯაგამ ნაბიჯი გადმოდგა, მაგრამ ჟუტმა ხელით ისევ უკან დასწია და თავად დაიწყო საუბარი:
- მთლად სუფთა არც შენ უნდა იყო, თეთრო... უფრო ვიმედოვნებთ, რომ გავუგებთ ერთმანეთს... ვიმედოვნებთ, რომ შენი სურვილიც იქნება...
ორი თითი ტუჩებთან მივიტანე და ვანიშნე, რომ სიგარეტი მოეცათ. ჩიკა წამოიმართა, თამბაქო გამომიწოდა და თან ამიკიდა. ახლა მე ჩავიცუცქე და ამავე დროს გამეღიმა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, ე.წ. შავები საუბრისას რატომ იმუხლებიან - რატომღაც შინაგანი მოთხოვნილება იყო ეს :
- მოკლედ, ბიჭებო, ჩემი რესპექტი... არ დავიწყებ ახლა თქვენი ვარაუდების არც უარყოფას და არც დამტკიცებას... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არ შემცდარხართ ერთ პუნქტში - მე შევძლებდი მაგას, რასაც ჩემგან ითხოვთ და არა მთხოვთ... მაგრამ მე „კუდი“ მყავს, ეს თქვენთვის და ჩემთვისას დიდი ალბათობით შეიძლება ფატალურად დასრულდეს... არ გიღირთ ჩემს გამო თავის გაფუჭება...
ეტყობა ამას არ მოელოდნენ, მრავალმნიშვნელოვნად შეათვალიერეს ერთმანეთი, მერე ისევ მე მიყურებდნენ დაბეჯითებით და კარგა ხნის შემდეგ ჟუტმა ამოიღო ხმა:
- კუდი რომ გყავდა ეს გასაგებია... ელვის სიწრაფით რომ შეიცვალე გარეგნობა... მასეთი კუდები ჩვენ მუდამ გვყავს...
ავდექი, ქვედაბოლო გავისწორე და მივმართე:
- ვიცი რომ გასაგებია, მაგრამ თქვენი კუდი და ჩემი კუდი ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან... თქვენი კუდი თქვენს ჩაყუდებას ცდილობს, ჩემი კუდი კი ჩემს ჩაყუდებას და თუ ვინმე გვერდით მყავს იმის მოცილებას ... ასე რომ, განსხვავებაა.. ნუ წახვალთ მაგ რისკზე, თორემ ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება სწორედაც რომ ჩემთვისაც აუცილებელია... უბრალოდ... მოკლედ, არ გამოვა...
ჟუტი არ ცხრებოდა:
- რას აპირებ აბა? არა მგონია მხოლოდ თმის ფერის შეცვლით თვალი აუხვიო მავანს...
- არ ვიცი... მხოლოდ ეს შევძელი ამ ეტაპზე... დანარჩენს შემდეგ მოვიფიქრებდი, თქვენ რომ არ დაგეყოვნებინეთ...
კარგი, ძველი მეგობარივით გავანდე მეც გულისნადები, რითაც ეტყობა ბევრი არაფერი დამიშავებია, ეს მისი პასუხის შემდეგ დავადგინე:
- რითი შემიძლია დაგეხმარო, თეთრო?
- არაფრით... დახმარება ის იქნება, რაც შეიძლება მალე დამტოვოთ ჩემს გზაზე... ეს იქნება თქვენი დახმარება..
ისევ გადახედეს ერთმანეთს, ისევ ალაპარაკდნენ სამივენი, მე მხოლოდ ჟუტის სიტყვები მესმოდა ბოლოს:
- კარგი... იმსახურებ... კარგი გოგო ხარ, თეთრო... მართლა...
მეც დავუბრუნე კომპლიმენტი:
- იცოცხლე... მოკლედ, ეს არის ჩემი ბოლო ბაზარი, სხვა არაფრის ახსნა არ შემიძლია, არჩევანი თქვენზეა, თუ გარისკავთ... არ ვიცი, რაც ვიცი, ის ვთქვი და ეს ასეც იქნება...
ჟუტმა ხელი ფრთხილად შემავლო მკლავზე და მისკენ მიმახედა:
- ისა და... არის შანსი ოდესმე რომ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს?
ამაზე გამეღიმა:
- შევთანმხდეთ და შევხვდეთ... ოდესმე, თუნდაც 6 წლის შემდეგ... იგივე ბარში, იგივე დროს...
ჟუტს სულაც არ გაღიმებია, მიამიტურად მკითხა:
- და რატომ სწორედ 6 წლის შემდეგ?
- იმიტომ რომ, თქვენ თუ გაგკოჭავენ დღეს, 6 წელი აკრული გაქვთ... თუ მე გამკოჭავენ, მეც მაგდენი... ასე რომ, ყველაზე დასაშვები ტერმინი 6 წელია... კარგ შემთხვევაში კი ისედაც დაუშვებელია ახლო მომავალში ჩემი აქ გამოჩენა...
ახლა მასაც გაეღიმა, მომეჩვენა რომ ისევ სურდა მკლავზე შემხებოდა, მაგრამ არ უქნია ეს... რამდენიმე წუთი ერთმანეთში ისაუბრეს, ბოლოს კი შემომთავაზეს მიმიყვანდნენ იქ სადაც მსურდა. ჩემი თხოვნა კი მეტად მოკრძალებული იყო: მხოლოდ ძველი იუგოსლავიის ადმინისტრაციული რუკა ვითხოვე მათგან...
(* ახლა თქვენს კითხავს დავიწყებ და მოგვიანებით შემდეგ ნაწილს დავდებ)