ვინ დაგავალა.
სწორია,საკუთარ თავზე მუშაობისას,პირველ რიგში ზუსტად ,რომ ფიზიკური ენერგიის აკუმულირება უნდა მოხდეს.ფიზიკური პოტენციალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე,აძლევ თუ არა რამე დატვირთვას თქვენს სხეულს...
უნდა დაიტვირთო თავი იმითი,რაც გსიამოვნებს,ეს ინდივიდუალურია,ზოგს ყანაში მუშაობა მოსწონს,ზოგს არა,ზოგს დახურულ დარბაზში ველოსიპედის და ტრენაჟორების ტრიალი მოსწონს,მე არა.
სპორტი,ნებისმიერი სპორტი,რაც მოგწონს.ამიტომ მიყვარს ჩოგბურთი,ღრმა სიბერემდე შეიძლება ითამაშო...მიყვარს იოგას ვარჯიშების კომპლექსი"sun salutation"(ყოველ დღე),უნივერსალურია...უბრალოდ გასეირნება პარკში 5-10კმ(კვირაში სამჯერ)...
საუნა,აუზი...ან აბაზანა კარკადეთი...
როცა საქართველოში ვიყავი,ჩემი ფიტნესი იყო ჩემს ბაღში მუშაობა(800კვ.მცალკე ხილის ბაღი,ცალკე დეკორაციული,ცალკე ბოსტანი),დილა-საღამოს 2-2 საათი,თავისი კრეჭა-გასხვლით,ბუჩქების ფორმირებით,სარეველების ამოღებითაც...
გადარგვა-გადმორგვებითაც,რაზეც ჩემი ქმარი დამცინოდა,როგორ ავეჯივით უცვლი ამ მცენარეებს ადგილებსო.
ეს გახდა ჩემთვის ფაქტიურად ჰობი...სასარგებლო ბევრი თვალსაზრისით.
ავიღოთ შვარცნეგერის მაგალითი
დაიბადა პატარა ქალაქში,მამა ლოთი,ნაცისტური წარსულით,უფროსი ძმა ყოველთვის ზემოდან დაჰყურებდა,სიღარიბე-აი,ამ კაპიტალით გაჩნდა და იცხოვრა 14 წელი.
სკოლა მისთვის საინტერესო არ იყო,ოჯახი აშკარად უცხო,მამა ზოგჯერ საშიშიც.თითქოს სრული წყვდიადი.
ზუსტად ამ წყვდიადიდან დაიბადა ოცნება,მიაღწიოს ცხოვრებაში უმაღლეს დონეს,არ გავდეს სხვას,იყოს სუპერადამიანი და 14 წლის ასაკში წავიდა ცნობილ კულტურისტთან და წავიდა და წავიდაააა.....
ახლა თითქმის მთელი პლანეტა იცნობს.
კარგი-არ მოდის შემთხვევით.ნებისმიერი ოცნება შეიცავს რისკს,დამარცხების საშიშროებას.
მაგრამ ამ საშიშროებამ არ უნდა შეგაჩეროს.ვთქვათ გარისკე და დამარცხდი.მაგრამ ხომ არის საშუალება თავიდან ცადო.ადამიანს არ შეუძლია ითმინოს მუდმივი დამარცხება.
8-ჯერ თუ მოინდომებ,ხომ გაქვს შანსი მეცხრეზე მიაღწიო შენსას,
და არა უმოქმედობისას...
ხუტა
dreamer@
QUOTE
ეხლა რატომღაც სურვილი გამიჩნდა ადრესატს ერთი გვარიანი ჭიტლაყი ვუთავაზო ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე და დავტოვო გაღიმებული
ვაიმე, დედა, ვაიმე დედა!
რა თავნება ხარ!
რა წამაკითხებს ახლა ამ თემას, მისკდება თავი, უთენია ბორჯომს ვეტაკე!
რა შენი საქმეა ჭიტლაყი, მითხარი მე ვინ გაგაბრაზა და ისეთ პანღურს ამოვარტყამ, მიშა ბორიად ეჩვენებოდეს! QUOTE
ამაზე ჩემი შვილის ისტორია გამახსენდა,უნდა მოვყვე.
15 წლის ასაკში შტატებში სწავლობდა,გადამეკიდა ერთი კლასელი,სულ ემიგრანტ,ემიგრანტ,ჩამოთრეული,ჩამოთრეული მეძახაო.
ერთხელაც,გავიყვანე განზე,სხვა ბავშვებთან(მოწმეებად) ერთადო და ერთი კარგად ვცემეო...
კი,მაგრამ დედიკო,რატომ,რატომ გადახვედი პირდაპირ ცემაზე,აგეხსნა,საიდან ხარ,ვინა ხარ,როგორი ხარ, ან სკოლიდან რომ გაერიცხეთ არ შეგეშინდა მეთქი?
დეეე,არ გესმის შენო,ამისთანებთან არ ჭრის ახსნა-განმარტებები,უნდა ხიო პირდაპირ ცხვირ-პირშიო,მერე უკვე ვეღარ ბედავენო...სკოლის ტერიტორიიდან გავიყვანეო,ამიტომაც სკოლა ვერაფერს მეტყოდაო.
გავრცელდა ეს ამბავი სკოლაში,ქალაქში(პატარა ქალაქია,300 000მცხ.)...
რამდენიმე ხნის შემდეგ,სკოლის ჩოგბურთის გუნდის კაპიტნად აიყვანეს...
კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ,უნივერსიტეტის ყველაზე "ქუულ" ბიჭების საძმოში...
კაი,ბიჭების ამბავში გავიგე,რა ქნას ქალმა,თუ ის ტერიტორიალურად შორს არის,თანაც უკომპრომისოა?
ახლა არ დამიწყოთ კომპრომისი,კომპრომისიო...
როდესაც დაპირისპირება ნათელ და ბნელ(ხან ღია,ხან ცბიერ, შენიღბულ) ძალებს შორის მიდის....ეს აშკარაა...
სიმართლემ არ იცის კომპრომისი!
ჰოდა ,რაღა დაგიმალოთ და მეც,ქალს, გამკრავს ხოლმე ასეთი ანცი აზრები და რა ვქნა, შორს რომ ვარ?....